თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2017, 10:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2316,
კომენტარები: 13
მოურინიო: "იბრაჰიმოვიჩი ოქროს ბურთს იმსახურებს"
ჟოზეს მიაჩნია, რომ შვედი ფორვარდი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას იმსახურებს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს.

MUTV-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში მწვრთნელმა აღნიშნა, რომ გაკვირვებულია, რატომ არ აქვს მოგებული 35 წლის ფორვარდს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოგებული. ამასთან, ჟოზემ ზლატანს უკვე წარმატებული კარიერის საოცრად დასრულება უწინასწარმეტყველა.

საკვირველია, მაგრამ იბრაჰიმოვიჩი ოქროს ბურთზე წარდგენილ სამ ნომინანტთა სიაშიც ვერ ხვდება, სადაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მუდმივად არიან "იუნაიტედის" ყოფილი შემტევი კრიშტიანუ რონალდუ და "ბარსელონას" ჯადოქარი ლიონელ მესი. თუმცა, შვედი თავდამსხმელის მიერ ინგლისურ ფეხბურთში თავის შესანიშნავად გამოჩენა აღიარებას მოითხოვს, რაც კიდევ უფრო მწვავე საკითხი გახდება, თუკი მიმდინარე სეზონში "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრთ უფრო მეტი ტიტულს მოუტანს.

"ვფიქრობ, რასაც ის აკეთებს, საოცარია. მისი გოლების რაოდენობა, ორი მატჩი "უემბლიზე", ტიტულები, ჯგუფში მისი არსი და მნიშვნელობა. აბსოლუტურად ფენომენალურია. მეტი სიტყვა არ მაქვს.

მე მხოლოდ ინტერვიუ მივეცი დიდ ფრანგულ ჟურნალს, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა აქვს ამ დიდ ჯილდოებში, FIFA-ს ოქროს ბურთი და ასე შემდეგ. კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შესახებ ვიცი. ვიცი, რასაც წარმოადგენენ და რასაც აკეთებენ, მაგრამ ვერ ვიჯერებ, რომ ამ დიდმა კაცმა, თავისი კარიერის ფონზე, ერთხელაც ვერ მოიგო ოქროს ბურთი.

ასე რომ, რატომაც არა ამ სეზონში, თუკი რამე განსაკუთრებულს გააკეთებს? უფრო მეტ ტიტულს თუ მოიგებს, სტოქჰოლმში ევროპა ლიგის ფინალამდე გააღწევს... რატომ არ უნდა იყოს ეს კაცი, რომელიც 35 წლის არის და ჯილდოს იმსახურებს?"


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
4 მარტი 2017 10:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მესის და რონალდოს დაჯავშნული აქვთ ბოლო 10 წელია ოქროს ბურთი, მარა წელს უკვე აღარცერთი არ იმსახურებს
0
№2
ავტორი: gache1991
4 მარტი 2017 11:02
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მართალია იმ ფონძე მითუმეტეს რო კანავაროს აქ
0
№3
ავტორი: ikeoni
4 მარტი 2017 11:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Araferia gamoricxulii da ise martla rogor ar aqvs mogebuli ((
0
№4
ავტორი: vincent
4 მარტი 2017 11:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
ისე ამ სტატიასთან არაფერ შუაშია,მაგრამ რომ არ დამეწერა ვერ მოვისვენებდი :))))))
ლივერპულის საიტზე ვკითხულობდი ფანების კომენტარებს და ფილტვები ამტკივდა სიცილისგან:)))))) ტიპიბი ისე ქოთქოთებენ,ლამისაა თავები დაიხოცონ))))))
უბრალოდ შედით ხოლმე და წაიკითხეთ კომენტარები,მაგარი სიცილის თერაპია გექნებათ დარწმუნებული ვარ :D :D
0
№5
ავტორი: tornike shavishvili
4 მარტი 2017 11:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
ციტატა: vincent
ისე ამ სტატიასთან არაფერ შუაშია,მაგრამ რომ არ დამეწერა ვერ მოვისვენებდი :))))))
ლივერპულის საიტზე ვკითხულობდი ფანების კომენტარებს და ფილტვები ამტკივდა სიცილისგან:)))))) ტიპიბი ისე ქოთქოთებენ,ლამისაა თავები დაიხოცონ))))))
უბრალოდ შედით ხოლმე და წაიკითხეთ კომენტარები,მაგარი სიცილის თერაპია გექნებათ დარწმუნებული ვარ :D :D

shen ar vici raze icine mara me transferebis ambavze magari vigadave :D :D
0
№6
ავტორი: dachi_mu
4 მარტი 2017 11:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ise ibrakadabras ro araaq magratexavs :(
0
№7
ავტორი: giorgisamnidze99
4 მარტი 2017 11:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
უეჭველი მოიგოს უნდა ან ამ წელს ან იქითა წელს ალბათ ლიგა რო არ აქ მოგებული მაგ პონტში მე ვფიქრობ რას იტყვით ხალხნო ?
0
№8
ავტორი: vincent
4 მარტი 2017 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
ციტატა: tornike shavishvili
ციტატა: vincent
ისე ამ სტატიასთან არაფერ შუაშია,მაგრამ რომ არ დამეწერა ვერ მოვისვენებდი :))))))
ლივერპულის საიტზე ვკითხულობდი ფანების კომენტარებს და ფილტვები ამტკივდა სიცილისგან:)))))) ტიპიბი ისე ქოთქოთებენ,ლამისაა თავები დაიხოცონ))))))
უბრალოდ შედით ხოლმე და წაიკითხეთ კომენტარები,მაგარი სიცილის თერაპია გექნებათ დარწმუნებული ვარ :D :D

shen ar vici raze icine mara me transferebis ambavze magari vigadave :D :D


მაგას ვგულისხმობ მეც,ტრანსფერებზე რომაა სტატია ეგ წავიკითხე. ყველას გირჩევთ წაიკითხოთ))))))))
0
№9
ავტორი: dento
4 მარტი 2017 12:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ისე მართლა სირცხვილია იბრაჰიმოვიჩმა, ინიესტამ, ისე რო დაამთავრონ კარიერა რო ოქროს ბურთი ერთი მაინც არ ჰქონდეთ, ეგ კი არა მალდინმა, პუიოლმაც და ხავიმაც და კიდე ბევრმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ისე დდსრულა კარიერა რო ოქროს ბურთიც არ ჰქონია
0
№10
ავტორი: nugo-nugo
4 მარტი 2017 13:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ციტატა: tornike shavishvili
ციტატა: vincent
ისე ამ სტატიასთან არაფერ შუაშია,მაგრამ რომ არ დამეწერა ვერ მოვისვენებდი :))))))
ლივერპულის საიტზე ვკითხულობდი ფანების კომენტარებს და ფილტვები ამტკივდა სიცილისგან:)))))) ტიპიბი ისე ქოთქოთებენ,ლამისაა თავები დაიხოცონ))))))
უბრალოდ შედით ხოლმე და წაიკითხეთ კომენტარები,მაგარი სიცილის თერაპია გექნებათ დარწმუნებული ვარ :D :D

shen ar vici raze icine mara me transferebis ambavze magari vigadave :D :D

ქართველი სქაუზერები ხო ამაზე ამბობ? მად მეც მაგარს ვღადაობ ხოლმე.აი მაშნ 3 თამაში რო წააგეს ენფილდზე კლოპს თავის ფეხბურთელებიანა დედის ცენზურა ჩამოაცვეს :დდდდდ და ყოველი წაგების მერე ტრადიციული ფრაზა....მომავალი წელი ჩვენია wink



თვენი აიზრიც მაინტერესებს აი წელს რომ ეპლს ბომბარდირი გახდეს.ევროპა რო მოვიგოთ და ბომბარდირი იბრა იყოს.ეს ფა ქაფიც რო მოვიგოთ აქვს შანსი იბრას რომ ოქროს ბურთის მოიგოს?თან ბარსა გავარდა უკვე შანის არ აქვთ.პლიუს რეალმა რო ვერ მოიგოს ლიგა.რას იტყვით აქვს იბრას შანის ასეთ დროს??
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top