თებერვალში "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელმა გულშემატკივრებს პირობა მისცა, რომ უფრო მეტ ბედნიერებას მოუტანს.
2017 წლის მეორე თვეში შვედმა სუპერვარსკვლავმა შვიდი გოლი გაიტანა და გამოკითხული 109 ათას გულშემატკივარზე მეტის ხმათა 79% მიიღო, მის კონკურენტ ჰენრიხ მხითარიანს 15 პროცენტი ერგო, პოლ პოგბას კი 6.
ზლატანს თავისი ჯილდო პარასკევს სავარჯიშო კომპლექსზე გადასცეს, რის შემდეგაც განაცხადა: "მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველა გულშემატკივარს, ვინც მე მომცა და ხმა თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მოგებაში დამეხმარა. იმედი მაქვს, თქვენთვის ბედნიერების მოტანას და კარგად თამაშს გავაგრძელებ. გმადლობთ და განაგრძეთ ჩემთვის ხმის მოცემა... რადგან ეს სწორი საქციელია!"
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.