პრემიერ ლიგის 27-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" -"ბორნმუთი" (პრევიუ)
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 27-ე ტური
თარიღი: შაბათი, 4 მარტი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: კევინ ფრენდი
მატჩის დასაწყისი: 16:30, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: მხითარიანი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი:
ფილ ჯონსმა ტერფის ტრავმა მოირჩინა და გუნდის დახმარებას შეძლებს. ლაზარეთში რჩება ჰენრიხ მხითარიანი, რომელმაც მხოლოდ ვარჯიშები განაახლა.
"ბორნმუთი"
ტრავმირებულები: ფედერიჩი, კ. უილსონი, ფრენსისი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: აიბი
განაცხადი: Boruc, A Smith, S Cook, Daniels, Mings, Wilshere, Arter, Fraser, Pugh, Surman, King, Allsop, Stanislas, Gradel, B Smith, Mousset, Afobe, Gosling, Ibe.
ვინგერი ჯორდონ აიბი თამაშისთვის მზად არის, მაგრამ ედი ჰაუმ განაცხადა, რომ ფეხბურთელს ფიტნეს-ტესტის გავლა მოუწევს. "ალუბლების" კაპიტანი საიმონ ფრენსისი კვლავ ტრავმირებულია.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-6 ადგილი, 48 ქულა
ბოლო ხუთი შეხვედრა: ფ-ფ-ფ-მ-მ
"მანჩესტერ იუნაიტედს" ინგლისის ჩემპიონატის ბოლო 16 მატჩი არ წაუგია (9 მოგება, 7 ფრე), ეს ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიაა 2013 წლის მარტის შემდეგ, როცა ფერგიუსონის "იუნაიტედმა" ასეთი მატჩების რაოდენობა 18 მატჩამდე აიყვანა.
ისინი ასევე ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 20 მატჩში არ დამარცხებულან (14 მოგება, 6 ფრე).
ჟოზე მოურინიოს გუნდმა 2017 წელს "ოლდ ტრაფორდზე" ერთადერთი გოლი გაუშვა, როცა იანვარში "ლივერპულს" 1-1 ეთამაშა.
ლიგის თასის მოგების შემდეგ ყოველ წინა შემთხვევაში "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩსაც იგებდა ერთი ბურთის სხვაობით.
თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბორნმუთს" დაამარცხებს, თავის მე-600 გამარჯვებას მოიპოვებს პრემიერ ლიგაში.
ამჟამად კლუბის მაჩვენებლები პრემიერ ლიგაში ასეთია: 949 თამაში, 599 მოგება, 203 ფრე, 147 წაგება.
"ბორნმუთი"
მე-14 ადგილი, 26 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: ფ-წ-წ-წ-წ
"ბორნმუთმა", შესაძლოა, ინგლისის ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგოს, რაც 2013 წლის მარტის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება. მაშინ ისინი ჯერ კიდევ ლიგა ერთში გამოდიოდნენ.
2017 წელს ჩატარებულ 7 მატჩში "ალუბლებმა" მხოლოდ 2 ქულა დააგროვეს, რაც პრემიერ ლიგაში ყველაზე ცუდი შედეგია, ამ მატჩებში კი 20 გოლი გაუშვეს, რაც 7-ით მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგი ანალოგიურ პერიოდში.
კალენდარული წლის დასაწყისიდან "ბორნმუთის" მოუგებელი სერია 8 მატჩს შეადგენს - 1960 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა.
ინგლისის ჩემპიონატის ბოლო 17 მატჩიდან 14-ში ედი ჰაუს გუნდი მინიმუმ 2 გოლს უშვებდა.
მიმდინარე სეზონში ანგარიშში დაწინაურების შემდეგ "ბორნმუთმა" 18 ქულა დაკარგა - ჩემპიონატში ეს ყველაზე მეტია.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები: იბრაჰიმოვიჩი - 26 გოლი (15 ლიგაში)
უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩებში 100 გოლი გაიტანა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სტადიონზე გატანილი გოლების რაოდენობით 100-გოლიან ნიშნულს გადააჭარბა, "არსენალის" ყოფილი ფორვარდი ტიერი ანრია, რომელმაც "ჰაიბერიზე" 114-ჯერ აიღო მეტოქის კარი.
ამჟამად რუნიმ პრემიერ ლიგის 148 მატჩში გაიტანა გოლი. წინ მხოლოდ ალან შირერი (190), ფრენკ ლამპარდი და ენდი კოული (149) არიან.
"ბორნმუთის" წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ ორივე მატჩში რუნიმ გოლი გაიტანა და ერთ-ერთ მათგანში საგოლე გადაცემაც გააკეთა. უეინს არასდროს გაუტანია რომელიმე კონკრეტული გუნდის წინააღმდეგ ჩატარებულ თავის პირველ მატჩში, ამის გაკეთება კი შაბათს შეეძლება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კაპიტანს პრემიერ ლიგის ეგიდით საშინაო სტადიონზე ჩატარებულ ცხრა მატჩში არ გაუტანია გოლი, რაც მის კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგია.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 2017 წელს 9 გოლი გაიტანა, რაც ერთი ნაკლებია, ვიდრე "ბორნმუთის" მთელი შემადგენლობის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა ამავე პერიოდში.
"ბორნმუთი"
წამყვანი ბომბარდირი: კინგი - 7 გოლი (7 ლიგაში).
თუ მოედანზე ჯოშუა კინგი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.
"წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში მეკარე არტურ ბორუცი კარის "მშრალად" შენახვას ვერ ახერხებდა - 2 მატჩი "საუთჰემპტონის" რიგებში, 2 მატჩი "სელტიკის" რიგებში.
მიმდინარე სეზონში მსაჯები ყველაზე ხშირად პენალტს რაიან ფრეიზერზე წესების დარღვევის გამო დებენ - 4 პენალტი.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 11-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" გამარჯვება 7 შეხვედრაში იზეიმა, "ბორნმუთმა" 2-ში, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.
კლუბებს შორის პრემიერ ლიგის ეგიდით შემდგარი პირველი მატჩი "ბორნმუთის" გამარჯვებით 2-1 დასრულდა.
"ბორნმუთი" "მანჩესტერ იუნაიტედის" სტადიონზე ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში დამარცხდა - ამ მატჩებში გოლი არ გაუტანია და ჯამში 15 ბურთი გაუშვა და მხოლოდ 1 აიტანა - ამ გოლის ავტორი კრის სმოლინგია, რომელმაც სეზონის ბოლო მატჩის ბოლო წუთებზე საკუთარი კარი აიღო.
"ბორნმუთმა" "იუანიტედის" წინააღმდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო - 1984 წლის ინგლსის თასზე და 2015/16 წლების სეზონში "დინ კორტზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩში.
სახლში და გასვლაზე
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 2 მოგება, "ბორნმუთი" - 1 მოგება, ფრე - 0.
"იუნაიტედის" სტადიონზე
პრემიერ ლიგა: "იუნაიტედი" - 1 მოგება, "ბორნმუთი" - 0 მოგება, ფრე - 0.
გასული სეზონის ანალოგიური შეხვედრა
თარიღი: სამშაბათი, 17 მაისი, 2016
მსაჯი: ჯონათა მოსი
სწრებადობა: 74363
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: რუნი 43', რეშფორდი 74', იანგი 87'
მატჩში მონაწილე გუნდების შემადგენლობები
მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები
მსაჯთა ბრიგადა:
მთავარმა მსაჯმა კევინ ფრენდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 24 მატჩი განსაჯა, 88 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა.
გვერდითი მსაჯები: დარენ კანი, მეთიუ უილკსი
სათადარიგო არბიტრი: ლი პრობერტი