თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2017, 19:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1560,
კომენტარები: 6
მოურინიო: "ზლატანი ფუნდამენტურ როლს ითამაშებს გუნდის ახალ დონეზე ასვლაში"
პორტუგალიელი ზაფხულში გუნდის ახალ დონეზე ასაყვანად ტრანსფერებს განახორციელებს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიოს იმედი აქვს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" სხვა დონეზე აყვანას შეძლებს და მისი რწმენით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამაში ფუნდამენტურ როლს ითამაშებს.

35 წლის შვედმა 26 გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში და "იუნაიტედი" მასთან კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას გეგმავს.

"წითლები" უმთავრეს სატრანსფერო სამიზნედ ანტუან გრიზმანს მოიაზრებენ და მის შეძენას იბრაჰიმოვიჩის დარჩენისგან დამოუკიდებლად ეცდებიან.

მოურინიო კი დარწმუნებულია, რომ ზლატანი მომდევნო სეზონშიც ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს გუნდის წარმატებისთვის.

"ზლატანს მომავალში ჩვენთან ვხედავ, რადგან მასთან მიღწეული შეთანხმებით ჩვენთან ერთი წელი უნდა გაეტარებინა და ჩვენ კონტრაქტის გახანგრძლივების საშუალება გვაქვს, ამიტომაც მგონია, რომ დარჩება.

საოცრად წარმატებული წელი ჰქონდა და მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდება სეზონის ბოლომდე. მის მიერ გატანილი გოლები, მოგებული ტიტული, გუნდზე მოხდენილი გავლენა და ორჯერ უმთავრესი როლის თამაში საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მის კარიერას წარმატებული უწოდო.

მაგრამ ამ გუნდმა ბევრ რამეში უნდა მოუმატოს. მომდევნო სატრანსფერო ფანჯარა კი გუნდს სხვა დონეზე აიყვანს, რადგანაც რამდენიმე ახალი მოთამაშის მოყვანას ვეცდებით.

ასე რომ, ვფიქრობ, ზლატანი მეორე წელს ფუნდამენტურ როლს ითამაშებს ამ გუნდში და მასაც სურს დარჩენა, თუმცა ეს ჩემი აზრია, მცდარი ან სწორი.

მე მხოლოდ ის ფეხბურთელები მჭირდება, ვისაც 100 პროცენტით სურს დარჩენა, მაგრამ ჩემი შეგრძნებით, ის ამაყობს საკუთარი თავით და ბედნიერია თავის სიტუაციაში მიღწეული წარმატებით, ამიტომაც მგონია, რომ დარჩება",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 მარტი 2017 19:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
უნდა დარჩეს ზლატანი და დარჩება კიდეც. უბრალოდ ლიგაზე აუცილებლად უნდა მოვხვდეთ, სხვა ვარიანტი არ არსებობს!!!
0
№2
ავტორი: ROI
3 მარტი 2017 20:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
კი კვლავაც აქააა უეცჰველი:*
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
3 მარტი 2017 20:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
საინტერესო ტრანსფერებს ველით
0
№4
ავტორი: giorgisamnidze99
3 მარტი 2017 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ლიგაზე მომავალ წელს რო ვიქნებით გრიზუც შემოგვიერთდება და პირდაპირ მერვედ ფინალში რეალს შევეტაკებოდი ამ ხალხს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავარწმუნო რო მანჩესტერი რეასლ არ ჩამოვარდება არაფრით ერთი ლიგა აქვენ ჩვენზე მეტი და ვსო მეტი არაფერი
0
№5
ავტორი: ikeoni
3 მარტი 2017 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
მჯერა რო დარჩება love
0
№6
ავტორი: nugo-nugo
3 მარტი 2017 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
მოუთმენლად ველოდები შემდეგ წელს.ძალაინ საინტერესო იქნბეა ჩვენთვის.ლიგაზე უნდა გავიდეთ და გავაკლთ კიდეც.გრიზუ უნდა ვიყიდოთ და ერთი კაი ჩამშლელი და სერიოზული გუნდი გვეყოლება am არ მინდა სქაუზერივით გამომივიდეს მაგრამ მომავლ წელს ნადვილ მანჩესტერს ვნახავთ .და ამაში დარწმინებული ვარ love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top