ჟოზე მოურინიო "ბორნმუთთან" მატჩის წინ გამართული პრესკონფერენცია ჟურნალისტების შეკითხვის გარეშე დაიწყო და "ევერტონში" უეინ რუნის დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.
"კანფეტების" მთავარმა მწვრთნელმა და სპორტულმა დირექტორმა ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის საკუთარ გუნდში დაბრუნების იმედი გამოთქვეს. მიუხედავად იმისა, რომ რუნიმ საჯაროდ დაადასტურა "იუნაიტედში" დარჩენის სურვილი, მედიაში არ წყდება ჭორები მისი მომავლის თაობაზე.
მოურინიომ თავის მხრივ კვლავ გამოთქვა რუნის შენარჩუნების სურვილი და განაცხადა, რომ გუნდის კაპიტანს თავისი ნებით არ გაყიდის, თუმცა მის ბედნიერებას წინ ვერ აღუდგება.
"შეკითხვების გარეშე დავიწყებ, კარგით? ესე იგი, უეინ რუნი "ევერტონში". მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ფინალში 2-2 ანგარიშზე, როცა გუნდს უჭირდა, როცა გუნდს შესაძლო 40 წუთი ჰქონდა წინ სათამაშო, რუნი მზად იყო მოედანზე გასასვლელად.
ის არ არის მოთამაშე, რომელსაც ბოლო წუთებზე ათამაშებ, არც ის ფეხბურთელია, რომელსაც უკვე მოგებულ ფინალში გაიყვან მოედანზე და ამას ერთგვარ ჯილდოდ აქცევ, ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ენდობი და შენი უმთავრესი შეცვლა უნდა იყოს, ყველაზე ბოლო.
ვფიქრობ, ამ დეტალების ცხადყოფით გიდასტურებთ, რომ "ევერტონის" თაობაზე გავრცელებული საუბრები ჩემთვის სისულელეა", - განაცხადა მოურინიომ.