თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2017, 18:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1537,
კომენტარები: 7
მოურინიომ რუნისა და შოუს თამაშის ალბათობაზე ისაუბრა
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ.
მოურინიომ რუნისა და შოუს თამაშის ალბათობაზე ისაუბრა
ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ ლუკ შოუ და უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" განაცხადში იქნებიან, როცა "ოლდ ტრაფორდზე" "ბორნმუთი" ჩავა სათამაშოდ.

"წითლებს" სამი კვირის განმავლობაში არ უთამაშიათ ინგლისის ჩემპიონატში, რადგანაც ინგლისის თასის მეხუთე რაუნდისა და ლიგის თასის ფინალური მატჩები ჩაატარეს.

შოუ კი 29 იანვრის შემდეგ არ გასულა მეოდანზე, მაგრამ პორტუგალიელმა დაადასტურა, რომ მარცხენა მცველი ედი ჰაუს გუნდის წინააღმდეგ მატჩში განაცხადში იქნება.

პარასკევს გამართულ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა ჟურნალისტებს განუცხადა: "თქვენთვის "კარგი ამბავი მაქვს ლუკ შოუს შესახებ. ხვალინდელი მატჩის განაცხადში იქნება, ასე რომ, აღარ არის საჭირო სასტუმრო "ლოურიში" გუნდისთვის ფოტოების გადაღება და სიის შედგენა, რადგან ლუკი ხვალ იქნება.

კვლავაც, ეს მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯია განაცხადში მოუხვედრელობის, ფინალში არყოფნის, სათადარიგოთა სკამზე უმყოფელობის შემდეგ. ახლა, რუნის მსგავსად ისიც იქნება განაცხადში და სათადარიგოთა სკამზე იქნება თუ ითამაშებს, ჩვენთვის ერთ-ერთი არჩევანია."


შოუს შრომით ეთიკაზე საუბრისას მწვრთნელმა განაგრძო: "ლუკი ბევრს შრომობს გასაუმჯობესებლად. ფიზიკური თვალსაზრისით უკეთესი გახდა და დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა, რომ კარგი სპეციფიური სამუშაო გასწია და ახლა მოედანზე დროის გატარება სჭირდება, რათა სათამაშო სიცოცხლე შეიგრძნოს. მოედანზე უნდა დაამტკიცოს, რომ ევოლუცია მხოლოდ ფიზიკურობას კი არ ეხება, გლობალურიცაა, რადგან ფეხბურთელობა გლობალურობას ნიშნავს და არა მხოლოდ ფიზიკური კონდიციებს."

რუნის თაობაზე, რომელიც შოუს მსგავსად განაცხადში იქნება, ჟოზემ თქვა: "მეორე, რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რუნი ხვალინდელი მატჩის განაცხადშიც იქნება და ან სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს მატჩს, ან შეცვლაზე შემოვა. იმ მომენტიდან, როცა დარჩენა და გუნდის დახმარება, "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ბრძოლა გადაწყვიტა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია".

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
3 მარტი 2017 18:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ძაან მინდა რო ათამაშოს შოუ. როხომ ისე ითამაშა მარცხენა მცველად ფინალში დავიჯერო იმაზე უკეთ ვერ ითამაშებს? belay
0
№2
ავტორი: dachi_mu
3 მარტი 2017 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
shreki ar unda wavides <3
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 მარტი 2017 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
როხოს თამაშს თუ გავიხსენებთ ფინალში წესით მარცხენა ფლანგზე ისევ როხო არ იქნება, მაგრამ საქმე ისაა რო არც შოუა უკეთეს ფორმაში recourse
0
№4
ავტორი: Mixito
3 მარტი 2017 19:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Rojo ki mara wlevandel sezonshi rojo ufro karg formashia
0
№5
ავტორი: ikeoni
3 მარტი 2017 19:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Imedia miecema orives shansi
0
№6
ავტორი: ROI
3 მარტი 2017 22:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
როხო ცენტრსჰი უკეტესია მე როოუზი მინდა დავიტრიოტ დზაან მომწონს აი რუნის რაც სჰეეხება მინდა ხვალ რომ იყოს და გოლსაც გაიტანს:*
0
№7
ავტორი: stepno
4 მარტი 2017 06:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რუნი და შოუ ორივე ძირითადშიიი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top