სეზონის უცუდეს გუნდში Goal.com-მა "იუნაიტედის" ორი ფეხბურთელი შეიყვანა.
ცნობილმა გამოცემა Goal.com-მა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ყველაზე ცუდი გუნდი შეადგინა, რომელშიც მოქმედი ჩემპიონები ჭარბობენ და "იუნაიტედის" მხრიდან ორი ფეხბურთელი მოხვდა.
მარცხენა მცველი ლუკ შოუ ნამდვილად ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რასაც მისგან "საუთჰემპტონში" ჩატარებული მატჩებიდან გამომდინარე ელოდნენ და შედეგად ბევრი მატჩის გამოტოვებაც უხდება. ჟოზე მოურინიო მის გაყიდვას გამორიცხავს და ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ ინგლისელი მცველისგან სარგებლის მიღებას შეძლებს, მაგრამ სანამ ეს მოხდება, შოუ პრემიერ ლიგის ყველაზე ცუდი გუნდის მარცხენა მცველია.
"წითელი ეშმაკების" მეორე წარმომადგენელი კი ინგლისის ნაკრების კაპიტანი უეინ რუნია, რომელმაც კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი მოიპოვა, თუმცა ჩემპიონატში მხოლოდ ორი გოლი აქვს გატანილი, რაც ნამდვილად არ არის მისთვის ჩვეული მოვლენა.
პრემიერ ლიგის ყველაზე ცუდი თერთმეტეული: მეკარე: ლუკაშ ფაბიანსკი ("სუონსი")
მცველები: ლუკ შოუ ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ჯონ სტოუნსი ("მანჩესტერ სიტი"), უეს მორგანი ("ლესტერ სიტი"), ხავი მანკილიო ("სანდერლენდი")
ნახევარმცველები: უეინ რუნი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), დენი დრინქუოტერი ("ლესტერ სიტი"), ემრე ჯანი ("ლივერპული").
თავდამსხმელები: მუსა სისოკო ("ტოტენჰემი"), ჯეიმი ვარდი ("ლესტერ სიტი"), რიად მარეზი ("ლესტერ სიტი").