"მანჩესტერ იუნაიტედი" მაიკლ კერიკის საპატივცემულოდ 2017 წელს მატჩს გამართავს, რათა კლუბში გატარებული 11 წელი სიმბოლურად აღნიშნოს.
"იუნაიტედის" ვიცე-კაპიტნის მოთხოვნისამებრ, მატჩზე შემოსული თანხა მთლიანად მის მიერ ახლაგად შექმნილ "მაიკლ კერიკის ფონდს" გადაერიცხება, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა.
საქველმოქმედო მატჩის მთავარი აფიშად "მანჩესტერ იუნაიტედის 2008 წლის თერთმეულისა" და "მაიკლ კერიკის ოლ-სტარის" დაპირისპირება გამოდგება, რომელიც 2017 წლის 4 ივნისს, კვირა დღეს "ოლდ ტრაფორდზე" შედგება. "იუნაიტედის" გუნდის დადასტურებულ წევრებს ედვინ ვან დერ სარი, გარი ნევილი, რიო ფერდინანდი, პოლ სქოულზი და რაიან გიგზი წარმოადგენენ, ხოლო "ოლ სტარის" გუნდის სტივენ ჯერარდი, ფრენკ ლამპარდი და მაიკლ ოუენი. თუმცა ეს სრული ჩამონათვალი არ არის, რა თქმა უნდა.
მატჩზე შესული შეწირულობა მანჩესტერსა და ნიუკასლში მცხოვრებ ახალგაზრდათა განვითარებას მოხმარდება. "მაიკლ კერიკის ფონდის" შექმნის უმთავრეს მიზანს ბავშვებისთვის უსაფრთხოების, თვითრეალიზებისა და მოტივაციის უზრუნველოფა წარმოადგენს.
კერიკი აცხადებს: "უდიდეს კლუბში 11 წლის გატარებით ვამაყობ და პატივია, რომ საპატივცემულო მატჩი გაიმართება. შეხვედრა განსაკუთრებული იქნება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, იმედი მაქვს, ასევე დასამახსოვრებელი იქნება მასში მონაწილე თითოეული ფეხბურთელისთვის.
პრივილეგიაა ასეთი შესაძლებლობის ქონა და აღელვებული ვარ, რომ ყოფილი თანაგუნდელებისა და საუკეთესო ფეხბურთელების მოყვანა შემიძლია, რომელთა წინააღმდეგაც მიმაჩნია. წლების განმავლობაში მიღებული საოცარი მხარდაჭერის გამო მადლიერი ვარ, მაგრამ ამაგს ვერასდროს გადავუხდი გულშემატკივრებს. რადგანაც ამის შესაძლებლობა ფეხბურთით მეძლევა, მგონია, რომ გარკვეულწილად მადლობას ამითაც გამოვხატავ.
მატჩზე შემოსული ფინანსები ქველმოქმედებას მოხმარდება. მაქსიმალური თანხის მიღების იმედი მაქვს, რათა ჩემი ფონდით ბავშვების სიცოცხლე შევცვალო. ძალიან მსურს ამის გაკეთება და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ მატჩის ჩატარებაში მიიღო მონაწილეობა."
ჟოზე მოურინიო: "მოხარული ვარ, რომ მაიკლი საპატივცემულოდ მატჩით დააჯილდოეს. ფენომენალური ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალია. ჩვენს თამაშში სტაბილურობა შეაქვს და სხვა ფეხბურთელებს მენტალურ თავისუფლებას ანიჭებს, რათა უფრო მეტად შეტევაზე იფიქრონ. მაიკლისა და მისი ოჯახისთვის საუკეთესო საშუალება იქნება 11 წლის განმავლობაში მიღწეულის აღსანიშნად და თავისი ფონდისთვისაც დიდ სამსახურს გასწევს."