"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპა ლიგის ეგიდით რუსეთში გასამართ მატჩზე დამსწრე გულშემატკივრებს ვიზის ხარჯებს დაუფარავს.
"იუნაიტედი" 9 მარტს "როსტოვს" სტუმრად ეთამაშება და კლუბმა თავის თავზე აიღო 118.2 ფუნტის გადახდა დაახლოებით 500 გულშემატკივარისთვის.
როსტოვი მანჩესტერიდან დაახლოებით 2000 მილის დაშორებით მდებარეობს და გულშემატკივრებს საკმაო ხარჯის გაწევა მოუწევდათ საყვარელი კლუბის საქომაგოდ, რომ არა "იუნაიტედის" ჩართულობა.
გულშემატკივრებს, რომლებიც წარმატებით გაართმევენ თავს მატჩზე დასწრების საკითხს, სთხოვეს, ოთხშაბათს დილის რვა საათიდანვე მიაწოდონ კლუბს მგზავრობის შესახებ დეტალები, ხოლო ისინი, ინგლისს უფრო ადრე ტოვებენ, თანხას სასტუმროში მიიღებენ.