ტომ ქლევერლი:"ჩვენ არ გვსურს რომ წინა სეზონი განმეორდეს"
ინტერვიუში, ოფიციალურ საიტ manutd.com–თან ტომ ქლევერლიმ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მიდის მისი მიმდინარე სეზონი, რამდენად სერიოზულად იმოქმედა გასულმა სეზონმა კლუბზე და ბევრ სხვა რაღაცაზე...
"აპტონ პარკზე" გოლი შენთვის მეოთხე გამოდგა "იუნაიტედის" მაისურში. თქვენს თუ გაქვთ რაიმე მიზანი ამ სეზონში, გატანილ გოლებთან დაკავშირებით? დიახ მაქვს, მაგრამ ჯერ არ მსურს ამაზე საუბარი. გატანილი გოლები – ეს გამომდის მიმდინარე სეზონში. მე ამას არენდის დროს ვახერხებდი, ამიტომ ვიცი რომ "იუნაიტედში" გატანილი გოლები – ეს უბრალოდ დროის საკითხია. ბედნიერი ვიყავი, როდესაც "ვესთ ჰემს" გავუტანე გოლი. დავინახე, რომ იუსი იასკელეიმანი ერთ მხარეს გადაიწია და ამიტომ, მე საპირისპირო მიმართულებით დავარტყი.
რას ფიქრობთ იმ გოლზე, რომელიც რობინ ვან პერსიმ გაიტანა, იმ მატჩში? დარწმუნებული ვარ, რომ ეს გოლი ყველამ განიხილა, რომელშიც ორმა უდიდესმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთის ხედვით, ყველაზე ლამაზი იყო, რობინის გოლი. ეს იყო, მსოფლიო კლასის ფეხბურთი.
დრო დაგჭირდათ, რადგან სასტარტო შემადგენლობაში გეთამაშათ. გაგიჭირადთ, თუ არა ეს? ცოტა არ იყოს, გამიჭირდა. მე რამოდენიმე, თამაში გამოვტოვე ინგლისში, მაგრამ ისეთ ადგილზე ვარ, სადაც ჩემზე ზრუნავენ. ვარჯიშებზე ვმუშაობდი, რათა ფორმა აღმედგინა რენე მალესტინას ხელმძღვანელობით, ამან კი შედეგი გამოიღო. მე ვერ შვჩერდები, რადგან მინდა სულ წინ სვლა.
იცით, რომ ამ სეზონში იმდენივე გოლი გაქვთ გატანილი, რამდენიც პატრის ევრას და ჯონი ევანსს? დიახ ვიცი! თითოს ოთხი.ყველაზე მთავარი, კი ისაა, რომ მატჩებს ვიგებთ და ქულებს ვკრეფთ. ის, რომ ფეხბურთელები ამდენ გოლს იტანენ, უბრალოდ მეხმარება მე. ეს გუნდური მუშაობაა. ახალა ჩვენს გუნდში საუკეთესო ატმოსფეროა.
როგორ მიდის, თქვენი მიმდინარე სეზონი? სეზონის დასაწყისში, უბრალოდ არ მინდოდა ტრავმის მიღება. თუ არ ჩავთვლით ოლიმპიადის მატჩებს, მიმდინარე სეზონში 30 მატჩი ჩავატარე. ეს ძალიან კარგია. მე უფრო მეტი თამაში ჩავატარე მიმდინარე სეზონში, ვიდრე წინა სეზონში. ახლა მხოლოდ იანვარია და ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. მსურს რაც შეიძლება მეტი მატჩი ჩავატარო, რომ კლუბს დავეხმარო.
კლუბი აჩვენებს ტავის აუკეტესო თამაშს, როდესაც მაღალი ტემპით თამაშობს. ეს თქვენს თამაშის სტილს ემთხვევა? ჩვენ ვაჩვენებთ საუკეთესო თამაშს, როდესაც ერრთ შეხებაზე ვთამაშობთ. მე ეს სრულებითაც მაწყობს და ვიმედოვნებ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდები. როდესაც ჩვენ გამოვდივართ საკუთარ სტადიონზე, არ ვაძლევთ მოწინააღმდეგეს ქულების წართმევის საშუალებას.
რამდენად მნიშვნელოვანია, წინა სეზონის გამოცდილება ახალგაზრდა ფეხბურთლებისთვის? ძალიან ღირებულია. მე ვფიქრობ, რომ წინა სეზონში არ ვიყავით ჩვენი თავებით კმაყოფილნი. ენ სულ, რამოდენიმე მატჩი ჩავაგდეთ და ამაზე დავისაჯეთ. ყოველ შემთხვევაში, არ გვსურს, რომ წინა სეზონი განმეორდეს. იმ გრძნობამ, რომელიც ჩვენ ბოლო მატჩში "სანდერლენდთან" გვქონდა, გვაიძულა ყოველ დღე გვევარჯიშა.
რით არის განსხვავებული წინა სეზონი, მიმდინარე სეზონისგან? ჩვენ მივიღეთ წინა სეზონიდან გამოცდილება და ასევე გავიგეთ წაგების გემო. გუნდში მოვიდნენ შინჯი კაგავა, ალექს ბიუნტნერი და ნიკ პაუველი. ყველა კარგად ჩაერთო გუნდში. ამ სეზონში, ჩვენს კლუბში შესანიშნავი გუნდური სული სუფევს. ეს ძალიან კარგია. ვიმედოვნებ, რომ ტიტული ჩვენს ხელში აღმოჩნდება, სეზონის ბოლოს.
კლუბის მოთამაშეებს აქვთ, თუ არა იმის ფიქრი, რომ ეს სეზონი კლუბისთვი საუკეთესო გამოდგება? ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, ამაზე ვოცნებობ, მაგრამ ჯერ ხომ იანვარია. ჩვენ უბრალოდ ყველა თამაშს კონცენტრირებულები ვხვდებით და იმას ვაკეთებთ, რისი გაკეთების ძალაც შეგვწევს.