თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2017, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1662,
კომენტარები: 10
რაიოლა: "ზლატანი მარსზეც კი წარმატებული იქნებოდა"
შვედის აგენტს მიაჩნია, რომ იბრაჰიმოვიჩი უცხო პლანეტაზეც მიაღწევდა წარმატებას.
რაიოლა:
მინო რაიოლას მიაჩნია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლიგის თასის ფინალში თავის გამოჩენით კრიტიკოსებს არა მარტო ინგლისში წარმატებულობა, არამედ მთვარესა და მარსზე ამის მიღწევის უნარიც დაუმტკიცა.

შვედმა დუბლით გამოიჩინა თავი "საუთჰემპტონთან" მატჩში, რის შედეგადაც "წითლებმა" მიმდინარე სეზონში პირველი ტიტული მოიგეს.

ეს ტიტული მეორე თასია იბრაჰიმოვიჩისთვის, რომელიც ინგლისურ მიწაზე მოიგო და ამისთვის მხოლოდ რამდენიმე თვე აღმოჩნდა საკმარისი.

რაიოლას კი მიაჩნია, რომ ზლატანმა უკვე დაუმტკიცა თავის კრიტიკოსებს თავისი შესაძლებლობების პრემიერ ლიგაში ჩვენების უნარიც.

"ბევრი რამ აქვს მოგებული, მაგრამ ლიგის თასზე მიღწეული წარმატება ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია პრემიერ ლიგის მხრიდან მისდამი გამოვლენილი ურწმუნოების გამო.

ეს ერთ-ერთი გამოწვევა იყო, რომელიც მივიღეთ. მას შეეძლო, უფრო მეტი ფულისა თუ სხვა კლუბში თამაშისთვის სხვაგან გადასულიყო, მაგრამ ერთ-ერთი გამოწვევა პრემიერ ლიგაში გადასვლა და იმის დამტკიცება იყო, რომ აქაც შეძლებდა გოლების გატანას.

ერთი წუთითაც კი არ შემპარვია ეჭვი, რომ ამას მოახერხებდა, მაგრამ პრემიერ ლიგასა თუ ინგლისურ ფეხბურთში მოღვაწე ბევრ ადამიანს ეპარებოდა. არა მგონია, კიდევ ვინმე ფიქრობდეს ასე, თუმცა რას გაიგებ!"
- განაცხადა რაიოლამ.

მინო გაკვირვებულია, რომ იბრაჰიმოვიჩში პრემიერ ლიგის კლუბებს ეჭვი ეპარებოდათ.

"ინგლისის რამდენიმე კლუბი იყო, რომლებიც ეჭვობდნენ, იმავეს შეძლებდა თუ არა აქ და ამ შეკითხვით ცოტა შეძრული ვიყავი, რადგან ინგლისში სიმწვავე ასეთი მნიშვნელოვანია - შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი პრემიერ ლიგაში.

არ ვიცი, რაში ეპარებოდათ ეჭვი, მის უნარებში თუ სიმწვავეში, ეს შეკითხვა მათ უნდა დაუსვათ. მე კი არასდროს დავეჭვებულვარ. თუ ეს ყველგან შეძლო, სადაც იყო, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ადამიანია მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ, რატომ ვერ გააკეთებს სხვაგან? ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მარსზე ან მთვარეზეც კი წარმატებული იქნებოდა."


როცა ჰკითხეს, ინგლისიდან მანამდე თუ გამოიჩინეს ინტერესი, რაიოლამ უპასუხა: "არა იმ დონეზე, რაც გვსურდა. რთულიც იყო, რადგან ამის დრო არ დამდგარა. თავისუფალი აგენტი არასდროს ყოფილა, რადგან ყოველთვის ტოპ-კლუბებს სურდათ მისი შეძენა. მაგალითად, დიდ ალექს ფერგიუსონს არასდროს უთხოვია მისი შეძენა.

რთულია იპოვო ვინმე, ვისაც მისნაირი მენტალური სწრაფვა, მონდომება, ფიზიკური მომზადება და ტექნიკური უნარები ერთდროულად აქვს.

წლების განმავლობაში ვამბობდი, რომ საუკეთესოა, რადგან არცერთი ის ტოპ-მოთამაშე, რომლებიც ამჟამად ასპარეზობენ, ასეთი სრულყოფილი არ არის.

არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ 10-15 წელი ერთ კლუბში ყოფნა სრულიად განსხვავდება კლუბების გამოცვლისგან, ახალად შეგუებისგან და წარმატების მიღწევისგან. მას ეს შეუძლია."


წყარო: goal.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ROI
1 მარტი 2017 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
love
0
№2
ავტორი: Phil Jones
1 მარტი 2017 13:43
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ისე წარმოიდგინეთ ეს კაცი ამ ფიზიკით ერთი 10 წლის წინ რომ მოსულიყო პრემიერლიგაში, მაგალითად ბერბატოვის მაგივრად თავის დროზე ანნ ტევესის.
0
№3
ავტორი: giorgi_mg
1 მარტი 2017 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გრიზმანის აგენტი ვინ არის ხომ არ იცით? შემთხვევით ეს ხომ არა? smile
0
№4
ავტორი: gela-manutd
1 მარტი 2017 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
იბრაკადაბრა მართლაც მაგარია
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
1 მარტი 2017 16:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მარსზე რო ფეხბურთს ითამაშებ wink
0
№6
ავტორი: kvadrata
1 მარტი 2017 19:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
იბრა ისეთი ცენზურაა ყველგან წარმატებული იქნებოდა
0
№7
ავტორი: Mixito
1 მარტი 2017 19:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Agantic misnairi yoliaaa dddd
0
№8
ავტორი: GeorgeBest
1 მარტი 2017 20:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საოცარი ფეხბურთელია, რამდენიმე წელი კიდევ თავისუფლად ითამაშებს მაღალ დონეზე ისეთი ფიზიკური მონაცემები აქვს
0
№9
ავტორი: ikeoni
1 მარტი 2017 23:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Sheudarebeli kacia ❤️
0
№10
ავტორი: stepno
2 მარტი 2017 03:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Yvelas daumtkicaa ibraam roo asakiis miuxedavad tamaahi premierligashic idealurad sheudzlia
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top