"მანჩესტერ იუნაიტედმა" უელსელი შემტევი ნახევარმცველი, ლევენთ გიუდოგანი შეიძინა, რის შესახებაც ფეხბურთელის ყოფილი კლუბი იტყობინება.
14 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ასევე თავდამსხმელის პოზიციაზე შეუძლია თამაში, "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან შეთანხმებას მიაღწია ექვსკვირიანი შემოწმების შედეგად და "ნომადსის" აკადემიაში გატარებული 2 წლის შემდეგ "იუნაიტედში" გადაბარგდა.
გიუნდოგანმა "იუნაიტედის" სკაუტების ყურადღება მაშინ მიიპყრო, როცა მათი ერთ-ერთი ასაკობრივი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.
ნიჭიერი თინეიჯერი სამხრეთ უელსელებმა გუნდის განვითარებისთვის აიყვანეს და მოსალოდნელია, რომ მალე იგი უელსის 16-წლამდელთა ნაკრებშიც მოხვდება.