თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2017, 09:31
ავტორი: tedore,
ნანახია: 1778,
კომენტარები: 10
ერერა: "იუნაიტედის" სამკერდე ნიშანმა მოიგო ფინალი"
ერერას სჯერა რომ მანჩესტერს გამარჯვებაში მისი აურა და ხასიათი დაეხმარა
ერერა:
ნახევარმცველს, რომლის შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ ზლატანმა შეძლო გამარჯვების გოლის გატანა ფინალურ მატჩში, სჯერა, რომ მოურინიოს გამარჯვების მენტალიტეტი მთელ გუნდზე მოქმედებს. ჟოზემ უკვე მოახერხა მცირე დროში ორი ტიტულის მოგება გუნდთან ერთად.

"საუთჰემპტონმა ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ჩვენ ამას ვეძებდით მთელი სეზონი." ამბობს ერერა

"რამდენჯერ ვითამაშეთ ჩვენს მოწინააღმდეგეებზე უკეთესად და რამდენად უფრო მეტ მომენტების ვქმნიდით, ვიდრე ჩვენი მეტოქეები და ვერ ვიმარჯვებდით? მე ვამბობდი, რომ ადრე თუ გვიან გოლები მოვიდოდა და ვფიქრობ ჩვენ ძალიან, ძალიან დამაჯერებლები ვიყავით კვირას."

"ხანდახან თამაშს სამკერდე ნიშანი იგებს და ეს იყო ამის მაგალითი. ძალიან კარგი გრძნობაა. ჩვენი მეორე ტიტული ამ სეზონში, ჩემთვის მესამე და სამივე გამარჯვება მოხდა უემბლის სტადიონზე, რაც შესანიშნავია! ჩვენს ფანებს და შესანიშნავ ისტორიას კიდევ ერთი ტიტული შეემატა, ასე რომ ყველაფერი კარგადაა."


ნახევარმცველმა დაამატა: "მე ვფიქრობ კიდევ ერთი რამ, რაც ჟოზემ მოუტანა გუნდს, არის ის, რომ იგი გამარჯვებულია და ეს შეგრძნება მთელ გუნდს და შემადგენლობას გაგვიზიარა. ამ მომენტისთვის ჩვენი დამარცხება არც ისე ადვილია. ჩვენ წინ მივიწევთ, ეს ჩვენი მეორე ტიტულია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უკვე ფოკუსირებულნი ვართ "ბორნმუთთან" მატჩზე, ჩვენი მიზანია ოთხეულში მოხვედრა. გვსურს ვითამაშოთ ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგ სეზონში".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ROI
1 მარტი 2017 12:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
მიდტ ბიცჰებოოო:*
0
№2
ავტორი: ikeoni
1 მარტი 2017 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Ereraze magrad memgoni bevr manchesterels ar uyvars manchesteri)))❤️
0
№3
ავტორი: Phil Jones
1 მარტი 2017 13:40
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ერერას რო შეხედავ და დააკვირდები ნამდვილი მანჩესტერელია, გეგონება აქაური აკადემიის ფეხბურთელი იყოს, მგონი ყველაზე მონდომებულია ვალენსიასთან ერთად.
0
№4
ავტორი: gaga1987
1 მარტი 2017 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ესეთი მებრძოლი არვიცი რააა.სულს და გულს დებს ყველა თააშში.აი რაგაც მაკლია მაინც :)))))))
0
№5
ავტორი: stepno
1 მარტი 2017 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მაგას წყალი არ გაუვა რო ვითამაშებთ კიდეც
0
№6
ავტორი: gela-manutd
1 მარტი 2017 14:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ევროპაც უდა დადოთ
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
1 მარტი 2017 16:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ძლიერს გაუმართლა
0
№8
ავტორი: ibras fanebi
1 მარტი 2017 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ეს ვერაა მგონი derpgop 3d_2
0
№9
ავტორი: GeorgeBest
1 მარტი 2017 20:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირიქით იყო ყველაფერი, სხვა დროს ჩვენ გვაქვს უამრავი მომენტი და ვაგებთ ხოლმე, ეხლა საუთჰემპტონმა შექმნა საკმაოდ ბევრი, მარა ჩვენ მეტი გავიტანეთ
0
№10
ავტორი: Rooney-Herera
2 მარტი 2017 00:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
მანჩესტერის სული და გული. როგორ მევასება ეს კაცი. ამისი ემოციები და ჯარიმის დროს რა მაგარი ტიპია ხელების ჟესტიკულაციით რო ეკამათება მსაჯს. ძაან მებრძოლი და ერთგულია და თუ ასე გააგრძელა ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო იქნება თავის პოზიციაზე <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top