როგორც კატალონიური "ბარსელონას" ოფიციალური საიტი იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდები "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" ლეგენდებს 30 ივნისს შეხვდებიან.
შემადგენლობა ჯერ-ჯერობთ უცნობიია, თუმცა პოლ სქოულზი, დუაით იორკი და დენის ირვინი ამერიკაში, ამ თვეში გასამართ ლეგენდების შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ.
მატჩი საქველმოქმედო იქნება და შემოსული თანხა მთლიანად "ბარსელონას" ფონდში ჩაირიცხება. ბილეთების ფასი დაახლოვებით 10-დან 21 ევრომდე იქნება.
გამომდინარე ლეგენდათა მატჩის ფორმატიდან, "ოლდ ტრაფორდი" ამ გუნდების საპასუხო შეხვედრას 2017 წლის 2 სექტემბერს უმასპინძლებს.
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.