თასზე გასამრთ მატჩზე "ფულჰემის" წინააღმდეგ, "იუნაიტედის" ახალგაზრდა ნახევარმცველი ტომ ქლევერლი იმ განწტობით ხვდება მატჩს, რომ ახალ ტიტულს მოიპოვებს, უკვე მეორედ ინგლისში...
ახლა ტომი 23 წლისაა და ამ დროისთვის "იუნაიტედმა" ხუთჯერ შეძლო ფა თასის მოგება, მაგრამ "წითლებს" თასი იმის შემდე არ მოუგიათ, რაც ტომმა თავისი პროფესიული კარიერა დაიწყო. ახალგაზრდა ფეხბურთელი კი იმაზეა მიმართული, რომ ეს გამოასწოროს.
"ჩვენს შემადგენლობაში, მხოლოდ გამარჯვებულები არიან, ამიტომ ჩვენ არ გვსურდა ამ თამაშის დათმობა. – განაცხადა ტომმა. – მე მხედველობაში მაქვს მესამე წრის თამაში, სადაც რობინის გოლმა "იუნაიტედს" მეორე შანსი აჩუქა. დიდი ხანია ამ ტურნირში, არ გაგვიმარჯვებია. ბოლოს, კი ეს 2004 წლეს მოხდა, ასე რომ ძალიან გვსურს ამ ტიტულის მოპოვება. ამას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კლუბში არის რამოდენიმე ფეხბურთლი, რომელსაც არც ერთი სერიოზული ტიტული არ აქვს ხელში დაჭერილი, ამიტომ მსურს ყველა ტურნირში გავიმარჯვო."
ქლევერლი სერ ალექსის გუნდს, ინგლისის სუპერ თასის მოგებაში დაეხმარა 2011 წელს, ეს იყო მისი ერთ–ერთი თამაში "უემბლის" სტადიონზე, კლუბის შემადგენლობაში. "უემბლიზე" გამოსვლა ჩემი კარიერისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. – გამოტყდა ტომი United Review–თან. – მე მქონდა ის ბედნიერება, რომ ამ სტადიონზე ხუთი–ექვსი მატჩი ჩამეტარებინა, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა."
"მახსოვს რაიან გიგზი, რომელმაც ამ ჩემპიონატზე "არსენალს" გაუტანა გოლი, როდესაც მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. – აცხადებს ტომი. – ის სეზონი დაზუსტებით არ მახსოვს (1999 წელს), რადგან ათი წლის ვიყავი, მაგრამ ის მატჩი ჩემს გონებას შემორჩა. "იუნაიტედი" ათი კაცით თამაშობდა, ბექემმა ანგარიში გაათანაბრა და შემდეგ რაიან გიზმა გაიტანა გამარჯვების გოლი."