მინო რაიოლა აცხადებს, რომ სერ ალექს ფერგიუსონს დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებული შეხედულება ჰქონდა პოლ პოგბას ღირებულებასთან დაკავშირებით, როცა ფრანგმა "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა.
პოგბამ "იუნაიტედში" დაბრუნების შემდეგ უკვე მოიგო თავისი პირველი ტიტული, როცა "საუთჰემპტონს" მისმა გუნდმა ლიგის თასის ფინალში სძლია და რაიოლა მისი პროგრესით მოხარულია.
"ფერგიუსონთან დავა არ ყოფილა, მხოლოდ განვიხილეთ, რამდენად ძვირფასი ფეხბურთელი იყო იმ მომენტში. ვფიქრობ, სერ ალექსს დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებული შეხედულება ჰქონდა პოლ პოგბას თაობაზე და ეს მისი უფლებაა.
პოლმა დაამტკიცა, რამდენად კარგი მოთამაშეა და შესაძლოა, იმ დროს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო "იუნაიტედის" დატოვება, ახალი გამოცდილების მიღებაც და ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით თამაშიც მნიშვნელოვანი იყო.
ალექს ფერგიუსონის მიმართ არავითარ ბოღმას არ ვგრძნობ. სერ ალექსს თუ ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება, არ ვიცი, რადგან იმ დროს ჩვენ შორის არავითარი დავა არ მომხდარა. ცოტა შეძრული ვიყავი მის წიგნში ჩემ შესახებ დაწერილი სიტყვებით, მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს", - განაცხადა რიოლამ.
რაიოლამ "ჩელსის" ამჟამინდელი მწვრთნელი, ანტონიო კონტე შეაქო, რომელმაც პოგბასთან მაღალ დონეზე თამაშის საწყისი წლები გაატარა. "ოდნავ მსგავსია ზლატან იბრაჰიმოვიჩისა, რომელიც "იუვენტუსში" - საოცარ კლუბში - გადავიდა. ზლატანმა ფაბიო კაპელო იპოვა და პოლი როცა გადავიდა იქ, კონტე დახვდა. ჩემი ფეხბურთელების კარიერაზე ორივე მწვრთნელმა დიდი გავლენა იქონია.
წასვლის შემდეგ უკეთესი მოთამაშე გახდა, ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ახლა არის და ამიტომაც შეძლო ასეთი დონის მიღწევის შემდეგ დაბრუნება - შესაძლოა, რომ დარჩენილიყო, ასეთი ფეხბურთელი ვერც გამხდარიყო. ვერასდროს მიხვდები.
ორი თუ სამი საათი დაგვჭირდება ჩემი და ფერგიუსონის დავაზე საუბრისთვის. ის სერია, მე მის დონეზე ასვლა მსურს და ამიტომ კარგ დამოკიდებულებას შევინარჩუნებ. მას თავისი აზრი აქვს - ჩემგან ვერასდროს გაიგონებთ ცუდ სიტყვებს მისტერ ალექს ფერგიუსონის შესახებ".