ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ჯერ არ მიუღია "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენის გადაწყვეტილება, თუმცა მის გადაწყვეტილებაზე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მოხვედრა არ იქონიებს გავლენას.
"იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლიგის თასის მატჩის შემდგომ გულშემატკივრებს ხუმრობით მოუწოდა, იბრაჰიმოვიჩის სახლთან შეიკრიბნონ და მთელი ღამის განმავლობაში იქ დარჩნენ, რათა შვედს დარჩენა აიძულონ, მაგრამ 35 წლის ფორვარდი აცხადებს, რომ ჯერ მიმდინარე სეზონში დარჩენილ 2 თვეზეა აქცენტირებული და "ოლდ ტრაფორდზე" კიდევ ერთი წლის გატარებას ჯერჯერობით არ განიხილავს. "ამ სეზონში ჯერ კიდევ ორი თვეა დარჩენილი, ვნახოთ, რას მოვიფიქრებ, რა სიტუაცია იქნება.
ვიღაცამ ამბავი შეთხზა, თითქოს ჩემპიონთა ლიგაზე თუ ვერ გავედით, კონტრაქტს არ გავახანგრძლივებ. ამას არავითარი კავშირი არ აქვს ჩემს გადაწყვეტილებასთან", - განაცხადა "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირმა.