ჯესი ლინგარდი ვერავითარ მიზეზს ვერ ხედავს იმისა, თუ რატომ გააქვს გოლები "უემბლიზე" გამართულ ფინალებში.
ლიგის თასის ფინალურ დაპირისპირებაში ჟოზე მოურინიომ ჯესი სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა, რაც ინგლისელმა გატანილი გოლით აღნიშნა.
ეროვნული სტადიონი ლინგარდის მეორე საშინაო არენა ხდება, რამეთუ მან ასევე გამარჯვების გოლებით გამოიჩინა თავი ინგლისის თასზე "კრისტალ პალასთან" გასულ მაისს ჩატარებულ მატჩში და მიმდინარე სეზონის სტარტზე ქომუნითი შილდის მატჩში "ლესტერ სიტისთან".
როცა ჰკითხეს, რატომ იტანდა გოლებს "უემბლიზე" ასე ხშირად, ინგლისელმა უპასუხა: "ნამდვილად არ ვიცი. ვფიქრობ, პირველი გოლისა და ტიტულის მოგების შემდეგ გიჟური შეგრძნება მქონდა და ამის შენარჩუნება მსურდა, დანარჩენი კი უბრალოდ "უემბლიზე" თამაშია".
24 წლის ფეხბურთელი "კრისტალ პალასთან" ინგლისის თასის ფინალში გატანილ გოლს მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა როცა ჰკითხეს, "საუთჰემპტონის" კარში გატანილი ბურთიც იყო თუ არა მორიგი მიღწევა, უპასუხა: "დიახ, არის. ეს გოლი გუნდს ტიტულის მოგებაში დაეხმარა და მოედანზე სწორედ იმისთვის გადიხარ, რომ გუნდს ყოველთვის დახმარება გაუწიო".