თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2017, 10:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1629,
კომენტარები: 10
იბრაჰიმოვიჩი: "უფრო მეტის მოგება მსურს"
ზლატანი მეტი ტიტულის მოგებას გეგმავს.
იბრაჰიმოვიჩი:
ზლატან იბრაჰიმოვიჩის გვიანდელმა გოლმა "მანჩესტერ იუნაიტედს" ლიგის თასის ფინალში "უემბლიზე" გამარჯვება მოუპოვა, თუმცა თავდამსხმელი არ აპირებს მიღწეულზე გაჩერებას.

შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე შვედის მიერ გატანილმა თავურმა გოლმა "საუთჰემპტონთან" დრამატულ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში, 3-2 დააფიქსირა.

"წითლებმა" მანამდე ქომუნითი შილდი მოიგეს და ჯერ კიდევ ასპარეზობენ სამ სხვადასხვა ტურნირზე, ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი კი უფრო მეტ მიზანს ისახავს წინ.

როცა ჰკითხეს, ყოველთვის გამარჯვებულია თუ არა, ზლატანმა კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას უპასუხა: "ასე ჩანს. სადაც არ უნდა წავიდე, ვიმარჯვებთ და ამის გამო ბედნიერი ვარ. ხანგრძლივი და ფანტასტიკური კარიერა მქონდა. ინგლისში მოსვლამდე შემეძლო უბრალოდ დავმჯდარიყავი და იმით დავკმაყოფილებულიყავი, რასაც მივაღწიე. მაგრამ მე ასეთი არ ვარ, მე კმაყოფილი არასდროს ვარ, უფრო მეტი მინდა, ჯერ კიდევ დამშეული ვარ, ამ ასაკშიც კი.

"იუნაიტედთან" ერთად მოგებული ჩემი მეორე ტიტულია და სუპერ ბედნიერი ვარ. აქ მოსაგებად მოვედი და ვიგებ კიდეც. "საუთჰემპტონმა" ძალიან კარგად ითამაშა, ჩვენ კი ვერ ვთამაშობდით ისე, როგორც ჩვეულებრივ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი ღვაწლი არ უნდა დაფასდეს, მათ ხომ კარგი შეხვედრა ჩაატარეს. 2-0 ჩამორჩენიდან ანგარიში 2-2 გახადეს, რაც ადვილი არ არის. ვულოცავ მათ კარგ თამაშს, მაგრამ თასი ჩვენია.

საოცარი შეგრძნებაა, რადგან მატჩი მოვიგეთ. ადვილი არ იყო, რთული გამოდგა, კარგი მეტოქე გვყავდა, მაგრამ ყველაფერი გამარჯვების საკითხია. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად კარგი ხარ ან რამდენად ცუდად თამაშობ, თუ იმარჯვებ, იმას აღწევ, რაც გინდოდა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
27 თებერვალი 2017 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
იბრა შე ბებერო ლომო fellow
1
№2
ავტორი: mirza
27 თებერვალი 2017 11:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
აუ ეს კაცი რო არა მართლა რა ეშველებოდა მანჩესტერს არვიცი, საღოლ იბრა ერთი ბებიაჩემს არ ეტყობა ასაკი და მეორე ამას
1
№3
ავტორი: buta
27 თებერვალი 2017 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ციტატა: mirza
აუ ეს კაცი რო არა მართლა რა ეშველებოდა მანჩესტერს არვიცი, საღოლ იბრა ერთი ბებიაჩემს არ ეტყობა ასაკი და მეორე ამას

ვაიმე ცუდად ვარ wink wink wink
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
27 თებერვალი 2017 11:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იბრაკადაბრა სასწაული ფეხბურთელი :)
1
№5
ავტორი: tyeshela1
27 თებერვალი 2017 12:29
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
მთავარია მომენტები გამოვიყენეთ
0
№6
ავტორი: PaLoMo
27 თებერვალი 2017 13:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
საგოლ საგოლ იმენა უბერებელია მასტი :)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: ikeoni
27 თებერვალი 2017 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Sagol ibra sagol martla uberebelia ❤️
0
№8
ავტორი: giorgisamnidze99
27 თებერვალი 2017 16:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ამ კაცს მანიუ შეუყვარდა როგორც ვხედავ და ალბაათ აქ დაამთავრებს თავის კარიერას და ჩავახუტებთ ჩემპიონთა ლიგას და გირსეულად დატოვებს ფეხბურთის სამყაროს

ამ კაცს მანიუ შეუყვარდა როგორც ვხედავ და ალბაათ აქ დაამთავრებს თავის კარიერას და ჩავახუტებთ ჩემპიონთა ლიგას და გირსეულად დატოვებს ფეხბურთის სამყაროს
0
№9
ავტორი: levionok
27 თებერვალი 2017 17:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ორნახევარი მომენტიდან სამი გავიტანეთ ასეთი რამე ამ სეზონში არ ხდება ხოლმე...იმედია ეს გადაედება შემდეგ თამაშებს,ესეიგფი ბევრი თამაში მოვიგეთ სადაც კარგათ არ გამოვიყურებოდით და ბევრი ქულა დავკარგეთ სადაც იდეალურთან ძალიან ახლოს ვიყავით იბრა გენიოსია და მომავალ წელს პრემიერლიგა უნდა დაიდგას თავზე და წავიდეს თუ ლიგა იქნება ხო საერთოდ,როგორც ვიცი და მახსოვს ლიგა არ აქვს მოგებული
0
№10
ავტორი: MEMPHIS 7
27 თებერვალი 2017 17:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
გიჟიხარ შეჩემააა:D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top