თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2017, 00:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4129,
კომენტარები: 15
მოურინიოს რეაქცია ლიგის თასის მოგებაზე
ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მოურინიოს რეაქცია ლიგის თასის მოგებაზე
ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც სადებიუტო სეზონში მოახერხა დიდი ტიტულის მოგება და "საუთჰემპტონთან" მატჩის შემდეგ მან ემოციური ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, რომელთაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი და "წმინდანები" შეუქო.

პორტუგალიელი უკვე მეოთხედ გახდა ლიგის თასის გამარჯვებული, რაც მას სერ ალექს ფერგიუსონისა და ბრაიან კლაფის მიღწევასთან ათანაბრებს.

გთავაზობთ ძირითად საკითხებს, რომლებზეც მოურინიომ მატჩის შემდეგ ისაუბრა...

თასი ზლატანმა მოიგო

"მან მოიგო მატჩი, საოცარი იყო. პოლ პოგბაც ამავე დონეზე თამაშობდა, მაგრამ ზლატანი საოცარი იყო მატჩში, რომელშიც მეტოქემ გვაჯობა უმეტეს ნაწილში. წაგებას არ იმსახურებდნენ, დამატებითი დრო ეკუთვნოდათ, მაგრამ ზლატანმა სხვაობა შექმნა და თასი მოიგო."

ქება "საუთჰემპტონს"

"ცოტა ემოციურად ვარ. ტიტულის ასე ხშირად მოგება ადვილი ადვილი არ არის, არც იმ ზეწოლასთან გამკლავებაა ადვილი, რომელშიც მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ვიგდებდი თავს. რთული მატჩი იყო, ამიტომ "საუთჰემპტონი" ქების ღირსია. თასი ჩვენს ხელშია, მაგრამ დამატებითი დრო უნდა გვეთამაშა. გამარჯვება ყოველთვის განსაკუთრებულია. დღე, როცა ემოციებს არ განვიცდი გამარჯვების გამო, სახლში წასვლის დღეა."

მოედანზე დაღლილები ვიყავით

"ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი. კლუბისთვის, გულშემატკივრებისთვის და ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. საკუთარ თავს ყოველთვის უკანა პლანზე ვაყენებ. რეალობაც მნიშვნელოვანია. საკუთარ თავს დიდი ზეწოლა დავუწესე. ყველა კლუბში მინდოდა ძირითადი ტიტულის მოგება და "მანჩესტერ იუნაიტედში" ამის გაკეთება რწმენის შეგრძნებას მმატებს. "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ტიტულის მოგება ჩემი დიდი მიზანი იყო, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ჩვენ მეტი გვსურს. ხანგრძლივი კონტრაქტი მაქვს, წინ კიდევ ორი წელია და პლუს ესეც, ამიტომ მიმდინარე სეზონში კიდევ რაღაცის მოგების იმედად ვარ. ვიცი, რომ რთული იქნება, მაგრამ რეალობა ის არის, რომ უფრო მეტისთვის უნდა ვიბრძოლოთ."

მეორე სეზონი იბრაჰიმოვიჩისთვის?

"ფეხბურთელს არასდროს ვაიძულებ კონტრაქტის გაფორმებას, არასდროს ვაიძულებ ჩემს გუნდში თამაშს. ერთ დღეს ზლატანმა "ინტერიდან" "ბარსაში" გადასვლა გადაწყვიტა. ძალიან დავმწუხრდი, მაგრამ მის შესაჩერებლად არაფერი მითქვამს. ფეხბურთელებს მე არაფერს ვაიძულებ, მაგრამ საჭირო რომ გახდეს, "იუნაიტედის" გულშემატკივრები მისი სახლის კართან გაათევენ ღამეს. ვფიქრობ, ნამდვილად მივლენ. ჩვენ გვინდა, გვჯერა, რომ კიდევ ერთი სეზონი გაატაროს აქ."

"წითლები" სწრაფად დაიძრებიან

"არ მინდა, ეს ტურნირი რამის პლატფორმად მივიჩნიო. მირჩევნია ისე შევხედო, როგორც რაღაც განაღდებულს. ეს არის ტურნირი, რომელიც ჩვენს გონებაში აღარ დევს. თითქმის მთელი თვის განმავლობაში ამაზე ვფიქრობდით. დასრულდა, აღარ არის. ეს მატჩი სახიფათო ფინალი გამოდგა. "საუთჰემპტონი" მზარდი გუნდია. კარგი ფეხბურთელები, კარგი მწვრთნელი ჰყავთ, მათი იმდენივე გულშემატკივარი ჩამოვიდა, რამდენიც ჩვენი, ამიტომაც იყო სახიფათო ფინალი. ამ ფინალის უფრო მეშინოდა, ვიდრე ისეთებისა, რომელშიც მეორე გრანდიც მონაწილეობს. სახიფათო ფინალი იყო."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
27 თებერვალი 2017 00:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
როგორც მოსალოდნელი იყო შეაქო სოტონი, რა სახეც ქონდა ის თქვა
1
№2
ავტორი: giorgisamnidze99
27 თებერვალი 2017 00:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
აბლოდისმენტები ჟოზ შენ ნამდვილათ იბრამ მოიგო ეგ ფინალი ულამაზესი გოლი ჯარიმიდან ეგ კაცი მეტისმეტია
0
№3
ავტორი: shotkin
27 თებერვალი 2017 00:30
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
სოტონი ძაან კარგი გუნდი როა და რაცმთავარია გუნდურად არის ძლიერი ეგ დღესაც გამოჩნდა, არდაფასება არ შეიძლება მაგ გუნდის ძაან კარგი გუნდია აი ძაან + მე იმაზე ვღადაობ ლინგარდს რამე სიმბოლური პრიზი გადასცენ რა , ტიპმა ბოლო 3 თამაშში უემბლიზე 3 ვეჯერ შეაგდო ბურთი :DD ძანან მაგარი კაცია
1
№4
ავტორი: ikeoni
27 თებერვალი 2017 00:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Zlatanishe ubralod sheudarebelia ❤️
2
№5
ავტორი: giorgisamnidze99
27 თებერვალი 2017 01:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
სიტის როდის ვხდებით თუ იცით ეპლში
0
№6
ავტორი: DARMIAN
27 თებერვალი 2017 02:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
Zlatanshe
0
№7
ავტორი: Ronni
27 თებერვალი 2017 06:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ბრავო საუთჰემპტონს! ჩვენდა სამწუხაროდ დომინირებდა მოედანზე და ნამდვილი ფინალური თამაში შემოგვთავაზა, ასეთ თამაშს არ ველოდი არც მათგან და არც ჩვენებისგან! რომ არა ზლატანის ეპიზოდური საოცრებები... ასეთი თამაშით არ უნდა იგებდეს ,,მანჩესტერ იუნაიტედი''!
0
№8
ავტორი: dachi_mu
27 თებერვალი 2017 07:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
aq dziritadad fizikam iqonia gavlena,dzaan magali presingi itamasha sotonma,mara bolos daiwva gundi da wasges kidec,damatebit dros ar eqneboda azri iq advilad movigebdit
0
№9
ავტორი: zardia
27 თებერვალი 2017 08:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
აუ იბრა იმენა მოვლენაა რა
1
№10
ავტორი: Mixito
27 თებერვალი 2017 09:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Kaia jer sad xar mou emociebi naxe evropa ligas da fa cup ro awev mere ukve sul sxva iqneba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top