”მანჩესტერ იუნაიტედისა” და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ერიკ კანტონამ საკუთარ ინტერვიუში ზლატანზე ისაუბრა.
იბრაჰიმოვიჩმა 37 მატჩიდან 24 გოლი გაიტანა და ამით ჟოზეს აიძულა ახალგაზრდებისთვის (იგულისხმება მარსიალი და მარკუს რეშფორდი) შედარებით მცირე დრო დაეთმო, ვიდრე ისინი იმსახურებენ.
” ზლატან იბრაჰიმოვიჩი ძალიან ძლიერი პერსონაა. მან ითამაშა ისეთ დიდ კლუბებში, როგორიცაა ”მილანი” და ”ბარსელონა”, შესაბამისად ოდნავ, მაგრამ მაინც არის მასზე ზეწოლა, უფრო და უფრო მეტი მოეთხოვება, მაგრამ თუნდაც ზემოთ აღნიშნულ გუნდებში თამაში ასახავს, თუ რაოდენ დიდი ფეხბურთელია ის” - ამბობს ”მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურ გვერდზე.
”არსებობს ორი სახის ვეტერანი, ანუ შედარებით ასაკში შესული ფეხბურთელები. პირველი არის ფეხბურთელები, რომლებიც ცდილობენ ცდილობენ დაჩაგრო ახალგაზრდა ფეხბურთელი და თავი მასზე უკეთესად წარმოაჩინონ, ხოლო მეორე ტიპის ფეხბურთელები არიან რომლებიც პირიქით ეხმარებიან ამ ახალგაზრდებს”.
”მახსოვს 17 წლის ვიყავი, მე ანჯეი სზარმაჩთან ერთად ვთამაშობდი. ის იყო პოლონელი ვეტერანი. მან მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ორჯერ ითამაშა. უდიდესი პიროვნება და სამაგალითო ბევრისთვის ფეხბურთელი. ბევრი რამ მასწავლა და როცა დავბერდი, ვცდილობდი ახალგაზრდებისთივის ის მაგალითი მიმეცა, როგორსაც ის იძლეოდა. ვფიქრობ, ზლატანიც ასე იმოქმედებს”.
”გავიმეორებ, ის არის უდიდესი ფეხბურთელი და პერსონა, აგრეთვე ფეხბურთისთვის მოხუცებული მოთამაშე, რომელსაც სურს დაეხმაროს ახალგაზრდებს . დამიჯერეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შენზე გაცილებით გამოცდილი ფეხბურთელი მითითებას გაძლევს” - ამბობს ერიკი.
იბრაჰიმოვიჩი 2016 წელს ერთ წლიანი კონტრაქტით ”წითელ ეშმაკებს” შეუერთდა.