თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2017, 16:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1405,
კომენტარები: 4
მოურინიო: "უემბლიზე" დაბრუნება ყოველთვის მომწონდა"
მოურინიო "საოცარ სტადიონზე" დაბრუნებას მოუთმენლად ელის.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ "უემბლის" საოცარი სტადიონი უწოდა და განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ლიგის თასის ფინალში "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ თამაშს.

"წითლები" მეხუთედ ეცდებიან ლიგის თასის მოგებას, "წმინდანების" დამარცხების შემთხვევაში კი მოურინიო მეოთხედ გახდება ამ ტიტულის მფლობელი, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ პირველი მწვრთნელი იქნება, ვინც "ოლდ ტრაფორდზე" მუშაობის პირველივე წელს მოიგო დიდი ტიტული.

პორტუგალიელმა "იუნაიტედის" მწვრთნელის რანგში უკვე ჩაატარა ინგლისის ეროვნულ სტადიონზე ერთი მატჩი - აგვისტოში "ლესტერ სიტის" წინააღმდეგ ქომუნითი შილდის შეხვედრა - და მოუთმენლად ელის იქ დაბრუნებას.

"ფანტასტიკურია. ძველ "უემბლიზე" მისტერ ვან გაალის ასისტენტის რანგში ვიყავი, როცა ჩემპიონთა ლიგის მატჩში "არსენალი" და "ბარსელონა" შეხვდნენ ერთმანეთს, ეს საოცარი იყო. დიდებული შეგრძნება.

მერე 96 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩს დავესწარი, რომელშიც პოლ გასქოინმა შოტლანდიის წინააღმდეგ გაიტანა. საოცარი.

პირველი ინგლისის თასის ფინალური მატჩიც სწორედ "უემბლიზე" ჩავატარე და ყოველთვის მომწონდა დაბრუნება, ქომუნითი შილდზეც კი. სათამაშოდ საოცარი სტადიონია",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
26 თებერვალი 2017 16:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სილამაზითაც და ატმოსფეროთიც ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია
0
№2
ავტორი: ikeoni
26 თებერვალი 2017 17:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Martla magari stadionia
0
№3
ავტორი: GeorgeBest
26 თებერვალი 2017 18:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დღეს ტიტული უნდა დადო!
0
№4
ავტორი: stepno
27 თებერვალი 2017 02:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Ulamazesi stadionia
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top