თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2017, 14:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2464,
კომენტარები: 10
მთავარი დაპირისპირება: ერერა VS რომეუ
ლიგის თასის ფინალისტების მნიშვნელოვანი ფეხბურთელები.
მთავარი დაპირისპირება: ერერა VS რომეუ
ლიგის თასის ფინალში ყველას ყურადღება მსოფლიო დონის ცნობილი ფეხბურთელებისკენ იქნება მიპყრობილი, მაგრამ საყრდენ ზონაში მოთამაშე ანდერ ერერა და ორიოლ რომეუ ორივე გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურაა.

გასულ სეზონში ნ'გოლო კანტე კლაუდიო რანიერის გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა, როცა "ლესტერ სიტიმ" სენსაციურად მოიგო პრემიერ ლიგა. ამ სეზონში კი ფრანგი თავის დიდებას ლონდონის "ჩელსიში" ასპარეზობისას ამართლებს: "ლურჯები" დამაჯერებლად მარშირებენ პირველ ადგილზე და დაქვეითებას სულაც არ აპირებენ. ამის შემდეგ 2016/17 წლების სეზონში მშრომელი ნახევარმცველები ტრენდად იქცა და პრემეირ ლიგის ბევრი გუნდი მორჩილად დაეძებს მას. ეს ეხებათ ინგლისის ლიგის თასის ფინალისტებსაც. ანდერ ერერა და ორიოლ რომეუ უდიდეს სამუშოს ასრულებენ და თავიანთ გუნდში შეუცვლელი ფეხბურთელები არიან.

თუმცა, ერთსა და იმავე პოზიციაზე თამაშის ფონზეც კი კონტრასტული ამ ფეხბურთელების სტილი. მოდით, ამ მომენტს ახლოდან შევხედოთ.

მთავარი დაპირისპირება: ერერა VS რომეუ


ერერას, რომეუსა და კანტეს შედარება

მთავარი დაპირისპირება: ერერა VS რომეუ


"ეშმაკების" სიღრმისეული ფლეიმეიქერი

ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობისას ანდერ ერერა "მანჩესტერ იუნაიტედში" იშვიათად ბრწყინავდა, მაგრამ ჟოზე მოურინიოს გუნდში ესპანელი გაიხსნა და სიღრმიდან მოქმედი ფლეიმეიქერის როლში ნათლად ანათებს.

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ერერამ მიმდინარე სეზონში უფრო მეტი ორთაბრძოლა მოიგო, უფრო მეტი ჩაჭრა და პასი განახორციელა, ვიდრე კანტემ, თუმცა 4 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. საშუალოდ კი ერთ მატჩში თითქმის იმდენივე წართმევას ახორციელებს, რამდენსაც ფრანგი.

მთავარი დაპირისპირება: ერერა VS რომეუ


27 წლის ნახევარმცველმა მეტოქის ნახევარზე 1028 პასი გააკეთა. ნახევარმცველებს შორის მეხუთეა, ვინც ოთხნიშნა რიცხვი აჩვენა ამ სტატისტიკაში.

ეს ციფრები ცალსახად გვიჩვენებს, რომ ანდერი შეუცვლელია არა მარტო მის დაცვით საქმიანობაში, არამედ წამყვანი ჭანჭიკია გუნდის შეტევაშიც.

მთავარი დაპირისპირება: ერერა VS რომეუ


"წმინდანების" მყარი ფარი

"ბარსელონას" აღზრდილმა ორიოლ რომეუმ "ჩელსიში" ასპარეზობის 4 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა თავის გამოჩენა. 2015 წლის ზაფხულში იგი 5 მილიონ ფუნტად "საუთჰემპტონს" შეუერთდა, როცა "წმინდანების" საყრდენმა ზონამ ვიქტორ ვანიამა დაკარგა.

ამის შემდეგ კი რომეუ ინგლისის სამხრეთ მხარეში წარმატებით ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში რომეუ საშუალოდ ერთ მატჩში განხორციელებული წართმევითა და ჩაჭრით კანტეს გაუთანაბრდა. მოგებული ორთაბრძოლები, მათ შორის საჰაეროც, და ბურთის დაბრუნება ჯამში ნ'გოლოზე მეტიც კი აქვს.

მთავარი დაპირისპირება: ერერა VS რომეუ


ერერასგან განსხვავებით 25 წლის საყრდენი უფრო ღრმად თამაშობს და უფრო მეტ დაცვით ფუნქციას ითავსებს. თავისი მცველებისთვის ფარია. თავისი პასების 46% საკუთარ ნახევარზე აქვს გაკეთებულია, ძირითადად კი საკუთარი საჯარიმოს სიახლოვისა და ცენტრალურ რგოლში გამყოფ ხაზზე მოქმედებს.

რომეუ თავის დაცვას იცავს და მისი თამაშის წყალობით "საუთჰემპტონს" ჯერ არცერთი გოლი არ გაუშვია ლიგის თასზე.

მანჩესტერელებმა ამ ფარის გატეხვა კვირასვე უნდა სცადონ, თუმცა "წმინდანებსაც" მოუწევთ გარღვევა დაცვისა, რომელმაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 21 გოლი გაუშვა.

წყარო: skysports
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
26 თებერვალი 2017 14:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამ გათამაშებაში გოლი არ არვთ გაშვებული და ეს უკვე ბევრს ნიშნავს, თუმცა ფინალი უკვე სულ სხვა რამაა და აქ ფინალამდე გამოვლილი გზა აღარაფერს ნიშნავს winked
0
№2
26 თებერვალი 2017 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ერერა საუკეთესო ხარ ამათ შორის,დღესაც უნდა დამტკიცო რომ შენს პოზიციაზე შეუდარებელი ხარ. am am am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№3
ავტორი: ROI
26 თებერვალი 2017 14:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
რომეუ არაა იის კიდე დგს ნახოს მაგან:D
0
№4
ავტორი: giorgisamnidze99
26 თებერვალი 2017 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
პირველი ჟოზეს ტიტული იწყება მანჩესტერის ხანა
0
№5
ავტორი: გაბადაძე
26 თებერვალი 2017 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
წელს ერერიტო საუკეთესო სეზონს ატარებს მანჩესტერში და საერთოდაც ბრწყინვალე სეზონი აქვს ეს რო მევასება ისე რავი რა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№6
ავტორი: MU RED
26 თებერვალი 2017 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
ერერა მართლა დაუფასებელია მარტო ჟოზე აფასებს და სულ ათამაშებს მაგარი ბიჭია
0
№7
ავტორი: GeorgeBest
26 თებერვალი 2017 16:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ რაც არ უნდა სტატისტიკები დაიდოს ძაა აშკარაა რომ კანტე თავის პოზიციაზე დღეს საუკეთესოა პრემიერ ლიგაში, ვინც უყურებს მაგის თამაშებს მიხვდება. ნუ ეს ჩემი აზრია მაინც და მგონია უმეტესობაც ასე ფიქრობს

რაც შეეხება ერერას დიდი პროგრესი აქვს და აშკარად მაგრად მოუმატა ამ პოზიციაზე, ერთ--ერთი საიმედოა და კარგ სეზონს ატარებს, ნელ-ნელა შეუცვლელ ფიგურად ყალიბდება
1
№8
ავტორი: zazuka
26 თებერვალი 2017 16:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
ციტატა: GeorgeBest
პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ რაც არ უნდა სტატისტიკები დაიდოს ძაა აშკარაა რომ კანტე თავის პოზიციაზე დღეს საუკეთესოა პრემიერ ლიგაში, ვინც უყურებს მაგის თამაშებს მიხვდება. ნუ ეს ჩემი აზრია მაინც და მგონია უმეტესობაც ასე ფიქრობს

რაც შეეხება ერერას დიდი პროგრესი აქვს და აშკარად მაგრად მოუმატა ამ პოზიციაზე, ერთ--ერთი საიმედოა და კარგ სეზონს ატარებს, ნელ-ნელა შეუცვლელ ფიგურად ყალიბდება

მეც გეთანხმები კანტე მარტო პრემიერ ლიგაში კი არა მსოფლიოში საუკეთესოა თავის პოზიციაზე სწრაფი ბურთს არ კარგავს და ართმევაზეც კარგია აუ რა მაგარი იქნებოდა ჩელსიმდე კანტე ჩვენ რო გვეყიდა კანტე პოგბა მატა ერერა ეს ოთხეული
0
№9
ავტორი: ikeoni
26 თებერვალი 2017 17:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Yvelaze mondomebuli da tavdadebuli kaciii ❤️
0
№10
ავტორი: stepno
27 თებერვალი 2017 02:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Daugalaviii da yvelaze shromismoyvareeee
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top