თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2017, 11:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1987,
კომენტარები: 9
კანტონას მოლოდინი "იუნაიტედისგან"
ერიკ კანტონა "წითლებზე" თავის მოსაზრებას გამოთქვამს.
კანტონას მოლოდინი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდას, ერიკ კანტონას მიაჩნია, რომ "წითლები" სეზონს წარმატებით დაასრულებენ.

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი წინა კვირას მანჩესტერში იმყოფებოდა და გულშემატკივრებს თავისი დიდებული კარიერის შესახებ ესაუბრა.

ქალაქში ყოფნის დროს "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბრისას მან გუნდზე, მოურინიოსა და იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, ამ სეზონში ერთზე მეტ ტიტულს მოიგებენ და პირველი ლიგის თასი იქნება. მოურინიო გამარჯვებულია, ბევრი რამ აქვს მოგებული და დიდებული მწვრთნელია. ვფიქრობ, "იუნაიტედი" ბევრ რამეს მოიგებს.

პირველი მნიშვნელოვანია. "იუნაიტედის" მსგავს კლუბში, რა თქმა უნდა, გაქვს ტიტულების მოგების ვალდებულება, ამიტომ ერთის მოგების შემდეგ ნაკლებ ზეწოლას განიცდი, მაგრამ ხალხი უფრო მეტს ითხოვს და მოურინიოს ამ სახის ზეწოლასთან დაკავშირებით არ აქვს რაიმე პრობლემა. ფეხბურთში დიდი ხანია მოღვაწეობს, ბევრი დიდი კლუბის მწვრთნელი იყო და თითოეულ მათგანთან ერთად მოიგო რაღაც, გუნდს მუდმივად აუმჯობესებდა, ამიტომაც მჯერა, რომ მოიგებს. ისინი მოიგებენ, არ იდარდოთ!

ვფიქრობ, ჩვეულებრივზე მეტად შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ცდილობს, კლუბის მოლოდინს ჩასწვდეს. ძალიან ჭკვიანი და განათლებული ადამიანია, კარგი იუმორის გრძნობა აქვს. სანამ "იუნაიტედში" მოდიოდა, მუდამ ამას ვამბობდი. მთელ ზეწოლას საკუთარ თავზე იღებს და არცერთი არ აღელვებს. დიდებული ფსიქოლოგია. მთელი ზეწოლის საკუთარ თავზე აღებით სხვებს უმცირებს ზეწოლას, რის გამოც მათ სიამოვნების მიღების საშუალება აქვთ."


ხასიათიდან და კლუბზე მომხდარი გავლენიდან გამომდინარე უკვე გაჩნდა შედარებები კანტონასა და იბრაჰიმოვიჩისა. რაც ძალიან მოსწონს ერიკს, შვედის მხრიდან ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მხარდაჭერის გამოხატვაა.

"დიდებული ფეხბურთელი და ძლიერი ადამიანია, "მილანისა" და "ბარსელონას" რიგებში ითამაშა, ამიტომ კარგად ესმის, რა არის ზეწოლა და დაამტკიცა, რომ კარგი კაცია. ასაკოვანი ფეხბურთელების ორი ტიპი არსებობს - ისინი, ვინც ახალგაზრდებს ვერ იტანენ, რადგან მათ თამაში სურთ და შეუძლიათ გაანადგურონ, და ისინი, ვინც ახალგაზრდებს ეხმარება.

მახსოვს, 17 წლის რომ ვიყავი, ანდრეი შარმახთან ერთად ვთამაშობდი. პოლონელი იყო, მსოფლიო ჩემპიონატის ორ ნახევარფინალში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, დიდებული მოთამაშე იყო და ძალიან მეხმარებოდა. როცა გავიზარდე, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მეც ასე მოვიქცეოდი და დარწმუნებული ვარ, იბრაჰიმოვიჩიც ამას აკეთებს. ახალგაზრდებს ძალიან ეხმარება, რადგან ძლიერი პიროვნება და დიდებული მოთამაშეა, შესაბამისი ადამიანია იმისათვის, რომ ახალგაზრდებს ასწავლო. ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილი მოთამაშის ყოლა, რათა სხვებს მაგალითი მისცე."


ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: zazuka
26 თებერვალი 2017 11:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
ლეგენდა
0
№2
ავტორი: gaga1987
26 თებერვალი 2017 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
erik she beberoo
0
№3
ავტორი: Manstark_United
26 თებერვალი 2017 12:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ერიკ love
ჩემი აზრით ლიგის თასს და ევროპა ლიგას მოვიგებთ.+ოთხეულში დავასრულებთ სეზონს.
0
№4
ავტორი: ROI
26 თებერვალი 2017 13:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ისინი მოიგებენ, არ იდარდოთ! ერიკ მევასები სჰე ბებერო ლეგენდა:*
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
26 თებერვალი 2017 13:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მეფე ერიკი
0
№6
ავტორი: GeorgeBest
26 თებერვალი 2017 13:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლიგის თასი და ევროპა ლიგა იდეალური იქნებ, თუმცა მოვლენებს წი ნუგავასწორებთ
0
№7
ავტორი: ikeoni
26 თებერვალი 2017 17:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Chveni legenda❤️
0
№8
ავტორი: ROONEY-RUNI
26 თებერვალი 2017 20:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ერიკ ლეგენდაა ჩვენი და ყოველთვის ასე დარჩება ბებერი მგელია
0
№9
ავტორი: stepno
27 თებერვალი 2017 01:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Umagresiiiii kaciiii
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top