თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2017, 17:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1470,
კომენტარები: 10
მოურინიო: "ფინალის შედეგი გავლენას არაფერზე იქონიებს"
"იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში ასპარეზობას ლიგის თასის ფინალისგან დამოუკიდებლად განაგრძობს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ "ბორნმუთთან" შეხვედრაში მისი გუნდი პრემიერ ლიგის ოთხეულში შესვლაზე ფიქრით მიუდგება და ყურადღებას არ მიაქცევს შედეგს ფინალისა, რომელიც კვირას გაიმართება.

ლიგის თასის ფინალში "წითელი ეშმაკები" "საუთჰემპტონს" შეხვდებიან და მოურინიო მიმდინარე სეზონში პირველი ტიტულის მოგებას ეცდება (ქომუნითი შილდის გარდა), რაც მას ისტორიაში შეიყვანს. პორტუგალიელი პირველი მწვრთნელი გახდება, რომელიც "იუნაიტედს" პირველივე სეზონში ტიტულს მოაგებინებს.

"წმინდანები" ფინალს ლიგის თასზე გოლის გაშვების გარეშე ჩატარებული მატჩების ისტორიით ხვდებიან და მოურინიო შესანიშნავად აცნობიერებს გუნდის შესაძლებლობებს.

"საუთჰემპტონი" საოცრად კარგად ასპარეზობს ამ ტურნირზე. ჩვენ რთული სერია გვქონდა, პრემიერ ლიგის სამ გუნდს შევხვდით; სახლში "ვესტ ჰემი" მივიღეთ, "ჰალთან" ორი მატჩი ჩავატარეთ და "მანჩესტერ სიტი". "საუთჰემპტონმა" ფენომენალურად იასპარეზა, ორი მატჩი ჰქონდათ "ლივერპულთან", გასვლაზე ეთამაშეს "არსენალს" და როგორც მახსოვს, "კრისტალ პალასსაც" შეხვდნენ საშინაო არენაზე [მოურინიოს "სანდერლენდთან" მატჩი გამორჩა]. ფენომენალური სერიაა, ყველა მატჩის მოგება და გოლის არ გაშვება, თასზე მოასპარეზე გუნდისთვის ფენომენალურია.

ვფიქრობ, ძალა და მოტივაცია უნდა გამოვნახოთ, მაშინაც კი, როცა შედეგი კარგი არ არის. "ბორნმუთს" ვხვდებით ფინალის შემდეგ და მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდება "უემბლიზე", "ოლდ ტრაფორდზე" აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ. საუკეთესო ოთხეულში შესვლა ან ამის შანსის ქონა თუ გვინდა, "ბორნმუთი" უნდა დავამარცხოთ. ფინალი უნდა დავასრულოთ და მერე "ბორნმუთია". თუ მოვიგებთ, ბედნიერება ყოველთვის დაგვეხმარება მომდევნო მატჩში."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
25 თებერვალი 2017 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Xazi gausva ro otxeuli ufro mnishvnelovania
0
№2
ავტორი: gela-manutd
25 თებერვალი 2017 17:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ციტატა: ikeoni
Xazi gausva ro otxeuli ufro mnishvnelovania

ხო ბაზარი არაა მარა არც ეს თასია ძედმეტი თან საუთემტონი ვინ ჩემი ვალბუენაა ბოლო ბოლო
1
№3
ავტორი: Manstark_United
25 თებერვალი 2017 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
რა თქმა უნდა ჟოზემ პრიორიტეტები სწორად დასახა.პირველ რიგში ოთხეული და ევროპა ლიგაა.ეს ორი გზაა ჩემპიონთა ლიგაზე დასაბრუნებლად.ლიგის თასი და ასოციაციის თასი არ არის აუცილებელი. თუ იქნება რა თქმა უნდა გამიხარდება,მაგრამ ლიგის თასიც რომ მოიგოს და ასოციაციის თასი დათმოს. არ გამიკვირდება !!! ამდენ ფრონტზე ბრძოლა მართლაც რთულია და იმიტომ !!!
1
№4
ავტორი: giorgisamnidze99
25 თებერვალი 2017 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ევროპა ლიგა დაგვიდე ჟოზ და პრემიერ ლიგაში 2 ან 3 დაამთავრე ასპარეზობა ხვალ რო ფინალი გვაქ ის მოიგე და ასოციასის თასზე ჩელსის გაცდი პრინციპის ამბავში ის 4 - 0 გამო
2
№5
ავტორი: LASHQARA
25 თებერვალი 2017 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ატრა-კ-ებ-ს როცა იძახის, რომ არ იმოქმედებსო მოთამაშეებზეო, ყველა ვარიანტში დადებითი და უარყოფითი მუხტი მიყვება ფეხბურთელს, რატო აირია ერთი პერიოდი იგივე მარსიალი, რომელსაც მერე აღარ მიდიოდა თამაში?? რაც უფრო მიგდის წაუგებელი სერიები უფრო დამაჯერებლად გამოდიხარ მინდორზე და რწმენა უფრო ძლიერია იმის, რომ მეტოქეს ძლევ, ამიტომ ფინალი უნდა მოიგოს გუნდმა, თან მითუმეტეს როცა იძახის, რომ მნიშვნელოვანია ეს თასი და ძლიერი შემადგენლობით გავდივართ მოედანზეოო, თასი დაიდოსს ჟოზეე love am
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
25 თებერვალი 2017 17:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გავლენას არ იქონიებს, რა თქმა უნდა, თუმცა ფინალი უნდა მოვიგოთ უეჭველი am
1
№7
ავტორი: ROI
25 თებერვალი 2017 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ციტატა: ikeoni
Xazi gausva ro otxeuli ufro mnishvnelovania

ასე როცა ტირის კარგად ააქვს დაცდილი:D მოვიგებნტ მეგორებო პინალსაც და ევროპა ლიგასაც და პახოდუ ოტხეულსჰიც დავიკავებნტ ადგილს:*
1
№8
ავტორი: The Special One
25 თებერვალი 2017 20:47
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
არც ერთი თასი არაა ზედმეტი და უმნიშვნელო,საბოლოო შედეგში როდესაც გუნდებს ერთმანეთს ადარებენ ან მსგავსი რამ ხდება,იქ მარტო პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა არ არის,არის როგორც ფა ქაფი ქომუნითი შილდი და სხვა თასები,ამიტომ ზედმეტი არაფერია. წინ იუნაიტედ !! am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№9
ავტორი: stepno
25 თებერვალი 2017 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: ROI
ციტატა: ikeoni
Xazi gausva ro otxeuli ufro mnishvnelovania

ასე როცა ტირის კარგად ააქვს დაცდილი:D მოვიგებნტ მეგორებო პინალსაც და ევროპა ლიგასაც და პახოდუ ოტხეულსჰიც დავიკავებნტ ადგილს:*

ეგ იქნება ჰეფი ედნი :)))
0
№10
ავტორი: mufc1878
26 თებერვალი 2017 03:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: Manstark_United
რა თქმა უნდა ჟოზემ პრიორიტეტები სწორად დასახა.პირველ რიგში ოთხეული და ევროპა ლიგაა.ეს ორი გზაა ჩემპიონთა ლიგაზე დასაბრუნებლად.ლიგის თასი და ასოციაციის თასი არ არის აუცილებელი. თუ იქნება რა თქმა უნდა გამიხარდება,მაგრამ ლიგის თასიც რომ მოიგოს და ასოციაციის თასი დათმოს. არ გამიკვირდება !!! ამდენ ფრონტზე ბრძოლა მართლაც რთულია და იმიტომ !!!



რო დომოდა დათმობა ბლექბერნთან წავაგებდით მაშინ

დათმობა რასქვია ევასება წინ წასვლა და ფინალებისკენ გამოვარდნა?აქამდე დათმობდა მაშინ ავრდებთან

ციტატა: stepno
ციტატა: ROI
ციტატა: ikeoni
Xazi gausva ro otxeuli ufro mnishvnelovania

ასე როცა ტირის კარგად ააქვს დაცდილი:D მოვიგებნტ მეგორებო პინალსაც და ევროპა ლიგასაც და პახოდუ ოტხეულსჰიც დავიკავებნტ ადგილს:*

ეგ იქნება ჰეფი ედნი :)))



ჰეფი ედნი რამე ახალია? lol
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top