თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2017, 15:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2045,
კომენტარები: 13
მოურინიო: "არაფერზე ვნერვიულობ, მხოლოდ თამაშს ველოდები"
მოურინიო ფინალისთვის მზად არის.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მოუთმენლად ელის მიმდინარე კვირაში ლიგის თასის ფინალში გამოწვევას და "უემბლიზე" წარმატების მიღწევას ისახავს მიზნად.

"ჩელსიში" მუშაობის პერიოდში მოურინიომ სამჯერ მოიგო აღნიშნული ტიტული და შანსი აქვს, პირველი მწვრთნელი გახდეს "იუნაიტედის" ისტორიაში, რომელმაც პირველივე სეზონში მოახერხა ტიტულის მოგება.

მოურინიო მოუთმენლად ელის კვირას გასამართ შეხვედრას: "მე მხოლოდ თამაში მსურს, მოუთმენლად ველი. არ ვნერვიულობ. ფეხბურთში მრავალი წელი გავატარე, ბევრი ფინალი მითამაშია - ახლაც მხოლოდ თამაში მსურს.

გამარჯვება მსურს, თამაში მსურს, გამოწვევა მსურს. ფინალები და დიდი მატჩები მომწონს. პასუხისმგებლობის, დიდი პასუხისმგებლობის შეგრძნება მინდა - სულ ეს არის.

ჩემს ასისტენტებთან ერთად სადილად წავალ. პოზიტიურ განწყობაზე ვართ, ერთად ვართ და ახლა მხოლოდ მატჩზე ვფიქრობთ. უბრალო მორიგი თამაში არ არის, ყოველთვის განსაკუთრებული შეხვედრაა. ყველაფერი ნორმალურია - ვივარჯიშეთ, ვიმგზავრეთ, მზად ვართ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 თებერვალი 2017 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მე მგონი ეს ის კაცია ვინც გვიშველის... wink love
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
25 თებერვალი 2017 15:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შემართება კარგია, ყოველ მიზეზ გარეშე უნდა მოვუგოთ სოტონს winked
0
№3
ავტორი: giorgisamnidze99
25 თებერვალი 2017 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
გაქებ და გადიდებ და მალე გაისად ვიხილავთ ლიგაზს დადებულს ჟოზეს მწვრთნელობაში
0
№4
ავტორი: ikeoni
25 თებერვალი 2017 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ციტატა: ვახო ( G G M U)
მე მგონი ეს ის კაცია ვინც გვიშველის... wink love

აუცილებლად ბრატ
0
№5
ავტორი: MU RED
25 თებერვალი 2017 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
რა მაგარი ტიპია ჟოზეეე. ადვილი თამაში არიქნება ძაან სწრაფი შეტევა ყავთ რედმონდი ბუფალი ტადიჩი ლონგიი მემგონი ამათ ბაილი და სმოლინგი დახვდება როხო და ვალენსია ფლანგებზდ ან ბლინდი მაგრამ ბლინდი ნელია
0
№6
ავტორი: ROI
25 თებერვალი 2017 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
მიდი მოუ დაამხე ყველაფერი მეც მოუტბენლად ველიი დიდ გამარჯვებას:*
0
№7
25 თებერვალი 2017 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
100% დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებთ. am am am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№8
ავტორი: GeorgeBest
25 თებერვალი 2017 16:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
2-0 და ჩვენც მშვიდად ვიქნებით wink
0
№9
ავტორი: gela-manutd
25 თებერვალი 2017 17:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
იმედია ლინგარდს და იანგს არ ვნახავ დღეს
0
№10
ავტორი: Manstark_United
25 თებერვალი 2017 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
მაგარი იქნება ჟოზემ რომ ინგლისის სუპერ თასთან ერთად წელს ლიგის თასიც მოიგოს.ტიტულები აკლია ბოლო წლებში გუნდს და საგრძნობლად გაუმჯობესდება სტატისტიკა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top