თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2017, 12:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1756,
კომენტარები: 10
მოურინიო: "ყველას არ აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი"
ჟოზე აცხადებს, რომ თავის კარიერაში ბევრი ფეხბურთელის წაქეზება მოუხდა.
მოურინიო:
ლიგის თასის ფინალისთვის მზადების პროცესში ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ ყველა ფეხბურთელს სულაც არ აქვს ისეთივე გამარჯვებულის მენტალიტეტი, როგორც მას.

2005 წლის შემდეგ პრემიერ ლიგის ჩემპიონობის სამჯერ მოპოვებისა და "პორტუს", "ინტერსა" და "რეალთან" ერთად წარმატების მიღწევის შემდეგ პორტუგალიელმა ნამდვილად იცის, რაც არის ტიტულების მოგება.

"წითელ ეშმაკებს" სეზონის სტარტზე უკვე მოაგებინა ქომუნითი შილდი, როცა "ლესტერ სიტი" 2-1 დაამარცხა, ამის გარდა კი გუნდი ოთხ სხვადასხვა ტურნირზე იბრძვის.

ლონდონში გასამართი მატჩის წინ მოურინიომ მედიას მიმართა და აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტის დანერგვა, რათა ნიჭიერმა ფეხბურთელებმა უქმად არ დახარჯონ თავიანთი ტალანტი.

"ფეხბურთელებისთვისვეა კარგი, თუ მორიგ ტიტულს მოვიგებთ და უფრო მეტისთვის ვიბრძოლებთ. ამ კლუბის ისტორიას ყველა ვიცნობთ. ფეხბურთი იცვლება და ახლა უფრო რთული გახდა, ვიდრე მანამდე იყო.

წინა სეზონი კლუბისა და ფეხბურთელებისთვის ძალიან რთული გამოდგა. ყველამ ერთად, მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა, შეძლეს ტიტულის მოგება. კარგი შეგრძნებაა, ამიტომ ჩვენც ვეცდებით.

ჩემი კარიერის განმავლობაში რამდენიმე ფეხბურთელთან მქონია შეხება, რომელთა წაქეზებაც მომიხდა წარმატების მისაღწევად. მაგრამ ყველა არ იყო ასეთი.

მიუხედავად იმისა, რომ სუპერ ნიჭს ფლობდნენ, გამარჯვებისთვის დაბადებულნი სულაც არ იყვნენ, თუმცა ისეთებიც მხვდებოდნენ, ვინც ყოველდღე იბრძოდა გამარჯვებისთვის.

ძანეტისა და ლამპარდის მსგავსი ფეხბურთელების პოვნა ყოველდღე როდი შეიძლება. მაგრამ ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა მყავს, მიჩვენებენ, რომ ამ მატჩის მოგება სურთ და ახლა მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
25 თებერვალი 2017 12:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ყველა მოგებას ველოდებით ხვალ, არაა ეს შანსი ხელიდან გასაშვები :)
0
№2
ავტორი: stepno
25 თებერვალი 2017 12:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ჩემთვის რამხელა დარტყმა იქნება რო წააგონ და მთელი მანჩესტერისთვის წარმომიდგენია :)))
0
№3
ავტორი: misteryou
25 თებერვალი 2017 12:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
უეჭველი ვიგებთ ამ ფინალს, საუტჰამპტონი რა გუნდია იმენა ტრუსიკი
0
№4
ავტორი: giorgisamnidze99
25 თებერვალი 2017 12:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
თლად ადვილი იგრა არ იქნება მარა მოვიგებთ დარწმუნებული ვარ და მეორე ტიტულს დადებს ჟოზიტო
0
№5
ავტორი: Manstark_United
25 თებერვალი 2017 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
უნდა მოვიგოთ.ჟოზეს მეორე ტიტული.ქომუნითი შილდის შემდეგ ლიგის თასი.იმედია ევროპა ლიგაც მიყვება მესამედ.
0
№6
ავტორი: LASHQARA
25 თებერვალი 2017 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
არასწორი მიდგომაა როცა იძახიან რომ ეხლა უფრო რთულია ფეხბურთი, რატომ გიგზის, სქოულზის, ბექემის დროს არ იყო რთული, რამდენი კარგი ფეხბურთელი იყო მაშინ არ ჩამოვთვლი და ვერც, უეჭველი გამომრჩება ვიღაც და ამ დროშიც და იმ დროშიც იყვნენ გამორჩეულები, მაგრამ მანჩესტერი ახერხებდა გამორჩეულებში კიდევ უფრო გამორჩეული ყოფილიყო და ესეთი სულ 5 გუნდი იყო მაშინ ბაიერნი, რეალი, ბარსა,მილანი,მანჩესტერი. ეხლაც უნდა მოვახერხოთ და ყველასთვის ანგარიშ გასაწევ ძალად უნდა ჩამოვყალიბდეთ, არცერთი გუნდი არ უნდა სარგებლობდეს ფავორიტის სტატუსით როცა ჩვენთან ექნებათ დაპირისპირება, აი მაშინ როცა ეს მოხდება ვიტყვი, რომ ჟოზემ გაამართლა როგორც მწვრთნელმა და მე მგონია რომ ყველა მომდევნო მწვრთნელს გუნდის თავკაცებმა ეს უნდა მოთხოვონ სიტყვა სიტყვით love am
0
№7
ავტორი: ikeoni
25 თებერვალი 2017 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Xval vigebt Uechveli
0
№8
ავტორი: gaga1987
25 თებერვალი 2017 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
unda movigot.aramarto gamarjvebulis mentalitetistvis ,aramed sxva titulebze brdzolistvis.
0
№9
ავტორი: gela-manutd
25 თებერვალი 2017 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ხვალ უნდა გავხიოდ მოუ საუთემტონი
1
№10
ავტორი: GeorgeBest
25 თებერვალი 2017 16:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ხოდა მიაჩვიე გამარჯვებას, აღარაა ეს ფერგის გუნდი დიდი ხანია. ახალგაზრდებითაა სავსე და ტიტულების მოგების სურვილით უნდა თამაშობდნენ, არა ოთხეულში შესასვლელად
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top