თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2017, 01:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4027,
კომენტარები: 28
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)
ლიგის თასის ფინალური მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)


სტადიონი: "უემბლი", ლონდონი
მონაცემი: ლიგის თასი, ფინალი
თარიღი: კვირა, 26 თებერვალი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: ანდრე მარინერი
მატჩის დასაწყისი: 20:30, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: მხითარიანი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ჯონსი
განაცხადი:De Gea, O'Hara, Romero, Henderson, Darmian, Shaw, Bailly, Blind, Jones, Fosu-Mensah, Rojo, Smalling, Valencia, Young, Herrera, Carrick, Fellaini, Mata, Pogba, Lingard, Schweinsteiger, Ibrahimovic, Martial, Rashford, Rooney
მატჩის წინა პრესკონფერენციაზეჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ გუნდში მხოლოდ ორი ტრავმირებულია - ფილ ჯონსი და ჰენრიხ მხითარიანი, თუმცა ინგლისელის მდგომარეობა ჯერ კიდევ შესასწავლია. მაიკლ კერიკმა "სენტ-ეტიენთან" მიღებული ტრავმა მოირჩინა და თამაშს შეძლებს. მატჩში მონაწილეობა შეუძლია უეინ რუნის, რომელმაც კუნთოვანი ტრავმა განიკურნა. შემადგენლობას უნდა დაუბრუნდეს საფრანგეთში დისკვალიფიკაციის გამო არ მყოფი ანდერ ერერა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)

"საუთჰემპტონი"


ტრავმირებულები: მაკკარტი, ტარგეტი, აუსტინი, ვან დეიკი, რიდი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ბუფალი
განაცხადი: Forster, Taylor, Bertrand, Yoshida, Caceres, Gardos, Cedric, Hesketh, Romeu, Clasie, Ward-Prowse, Isgrove, Tadic, Redmond, Boufal, Lewis, Stephens, Hojbjerg, McQueen, Sims, Rodriguez, Gabbiadini, Long.

მარტი კასერესსა და სოფიან ბუფალს გუნდის დახმარების იმედი ექნებათ. ურუგვაელი მცველის დებიუტი "უემბლიზე" შეიძლება შედგეს, ის ახლახანს შეუერთდა "წმინდანების" ბანაკს თავისუფალი აგენტის სტატუსით.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 48 ქულა (პრემიერ ლიგა)


ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი): გ-მ-მ-მ-მ-მ


წამყვანი ბომბარდირი: იბრაჰიმოვიჩი - 24 გოლი (15 ლიგაში)


"უოტფორდთან" სახლში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ 48 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფებიან პრემიერ ლიგაში.

ყველა ტურნირზე ზედიზედ მეევსე გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან.

ინგლისის თასზე

"წითელი ეშმაკები" 50-ე სეზონს ატარებენ ლიგის თასზე. პირველად მონაწილეობა 1960/61 წლებში მიიღეს, როცა მეორე რაუნდში "ბრედფორდმა" დაამარცხა.

ლიგის თასზე გუნდმა სულ 191 შეხვედრა ჩაატარა - 110 მოგება, 30 ფრე, 51 წაგება. ბურთების სხვაობა 338-221 (+127). გამარჯვებათა პროცენტი - 57.6.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ეცდება, მეხუთედ მოიგოს ლიგის თასი. აქამდე აღნიშნული ტიტული მას 1992, 2006, 2009, და 2010 წლებში ერგო.

"იუნაიტედისთვის" ეს მე-9 ფინალი იქნება ლიგის თასზე. აქამდე რვაჯერ ითამაშეს ფინალში და მხოლოდ 4 მათგანი მოიგეს. ამ ფინალებიდან 6 "უემბლიზე" ჩატარდა, ხოლო 3 "მილენიუმზე".

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლიგის თასის ბოლო 25 მატჩიდან 21-ში მოახერხა გოლის გატანა, ხოლო ის მატჩები, რომლებშიც მან მეტოქის კარი ვერ აიღო, 2010 წელს "ვესტ ჰემთან" 4-0 წაგებით დასრულდა, 4 წლის შემდეგ იმავე ანგარიშით "მკ დონსთან" წაგებით, ხოლო 2015 წელს "მიდლსბროსთან" ნულოვანი ფრით.

მხოლოდ "ლივერპულს" აქვს ლიგის თასის ფინალში ნათამაშები უფრო მეტჯერ (12), ვიდრე "იუნაიტედს" (9), მაგრამ მხოლოდ "არსენალი" მარცხდებოდა ამ ტურნირის ფინალში უფრო ხშირად (5-ჯერ), ვიდრე "იუნაიტედი" (4).

ლიგის თასზე "იუნაიტედის" მონაწილეობით გამართულ შეხვედრაში ყველაზე დიდი აუდიტორია 1983 წლის 23 მარტს გამართულ ფინალზე შეიკრიბა, როცა 99 304 ადამიანი ადევნებდა "ლივერპულთან" მატჩს თვალს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირი ლიგის თასზე ბრაიან მაკკლეირია, რომელმაც 1987 წლიდან 1998 წლებში სულ 19 გოლი გაიტანა.

ლიგის თასზე "იუნაიტედის" მხრიდან ყველაზე მეტი მატჩი ბრაიან რობსონს აქვს ჩატარებული - 51. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე ბრაიან მაკკლეირი იმყოფება (45), ხოლო მესამე ადგილზე რაიან გიგზი (41).

"იუნაიტედის" მონაწილეობით ლიგის თასზე ყველაზე დიდი ანგარიში 1976 წლის 21 ოქტომბერს დაფიქსირდა, როცა ტურნირის მე-4 რაუნდში "ოლდ ტრაფორდზე" "ნიუკასლი" 7-2 დამარხდა, გორდონ ჰილმა კი მასპინძელთა რიგებიდან ჰეთ-ტრიკით გამოიჩინა თავი.

"იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი ნორმან უაითსაიდი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე-ავტორია გოლისა, რომელიც კლუბის მაისურით გაუტანიათ. მან ეს 17 წლისა და 324 დღის ასაკში მოახერხა, როცა "ლივერპულს" 1982/83 წლების ფინალში გაუტანა.

"ოლდ ტრაფორდზე" ასპარეზობისას მაიკლ ოუენმა ლიგის თასზე ჩატარებულ 7 მატჩში 7 გოლი გაიტანა. იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც 5-ზე მეტი მატჩი ჩაატარეს ამავე ტურნირზე, მხოლოდ კარლოს ტევესი შეედრება მას, რომელმაც 6 თამაშში 6 გოლი გაიტანა.

"წითელმა ეშმაკებმა" გასულ სეზონში ლიგის თასზე ასპარეზობა მე-4 რაუნდში შეწყვიტეს, რამეთუ "მიდლსბროსთან" პენალტების სერიაში (1-3) დამარცხდნენ.

ლიგის თასის მიმდინარე გათამაშების მესამე რაუნდში მოურინიოს გუნდმა "ნორთჰემპტონი" დაამარცხა გასვლაზე 1-3, მე-4 რაუნდში კი "სიტი" 1-0, მეოთხედფინალში "ვესტ ჰემი" 4-1, ხოლო ნახევარფინალში "ჰალ სიტის" ორი მატჩის ჯამში 3-2 სძლია (2-0 და 1-2).

მოურინიოსთვის ეს მეოთხე ფინალი იქნება ლიგის თასზე. აქამდე მან თავისი სამივე ფინალი მოიგო "ჩელსისთან" ერთად 2005, 2007 და 2015 წლებში.

პორტუგალიელზე ხშირად ლიგის თასი მხოლოდ 2 მწვრთნელს აქვს მოგებული - ბრაიან კლაფი და სერ ალექს ფერგიუსონი (ორივეს 4).

მოურინიოს ინგლისის სათასო ტურნირების ფინალები არასდროს წაუგია. ლიგის თასის სამჯერ მოგების გარდა, მან ინგლისის თასიც მოიგო, როცა 2007 წელს "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა "ჩელსით".

ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" პირველი მწვრთნელი შეიძლება გახდეს, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" მოღვაწეობის პირველივე წელს მოიგებს ტიტულს (გარდა ინგლისის სუპერთასისა).

კვირის გასამართი მატჩი "იუნაიტედისთვის" 49-ე იქნება ჩატარებული შეხვედრა იქნება "უემბლიზე" და ამ მაჩვენებლით იგი "არსენალს" გაუთანაბრდება. მესამე ადგილზე "ლივერპული" იმყოფება 38 მატჩით, "ტოტენჰემსა" და "ჩელსის" 31 და 29 მატჩი აქვთ ჩატარებული შესაბამისად.

"უემბლიზე" ჩატარებულ 48 მატჩიდან "იუნაიტედმა" მხოლოდ 15 წააგო, ბურთების შეფარდება კი +17 აქვს, ხოლო გამარჯვებათა პროცენტი - 43.75

ჰენრიხ მხითარიანს ლიგის თასის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული (3).

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 4 სათასო ფინალში 4 გოლი გაიტანა პსჟ-ში ასპარეზობისას. 2015 წელს მან დუბლი შეუსრულა "ბასტიას, ზოლო 2016 წელს ასევე ორი ბურთი გაუტანა "მარსელს".

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (პრევიუ)

"საუთჰემპტონი"


მე-11 ადგილი, 30 ქულა (პრემიერ ლიგა)

ბოლო 6 მატჩი (ყველა ტურნირი): მ-მ-წ-წ-მ-მ

წამყვანი ბომბარდირი: ოსტინი - 6 გოლი (6 ლიგაში)


სტუმრად "სანდერლენდთან" გამარჯვების შედეგად პრემიერ ლიგაში 30 ქულით მე-11 ადგილს იკავებენ.

ლიგის თასზე


"საუთჰემპტონი" ლიგის თასზე მეორე ფინალს გამართავს. პირველად მათ 1979 წელს ითამაშეს ლორი მაკ-მენემის ხელმძღვანელობით და "ნოტინგემ ფორესტთან" 3-2 დამარცხდნენ.

"წმინდანები" ლიგის თასზე მოასპარეზე მეორე გუნდს წარმოადგენენ, რომლებმაც "უემბლიზე" ფინალში ისე გააღწია, რომ გოლი არ გაუშვია. აქამდე ეს მხოლოდ "ტოტენჰემმა" მოახერხა 1981/82 წლების სეზონში, მაგრამ ფინალი "ლივერპულთან" 3-1 დათმო.

მიმდინარე გათამაშების მესამე რაუნდში სახლში "კრისტალ პალასი" დაამარცხეს 2-0, მე-4 რაუნდში ასევე სახლში "სანდერლენდი" 1-0, მე-5 რაუნდში "არსენალს" გასვლაზე სძლიეს 0-2 და ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში "ლივერპულს" მოუგეს 2-0 (1-0 და 0-1)

"საუთჰემპტონის" ამჟამინდელმა მწვრთნელმა კლოდ პიუელმა თავის კარიერაში მხოლოდ ერთხელ გაიყვანა თავისი გუნდი სათასო ტურნირის ფინალში. 2001 წელს მისმა გაწვრთნილმა "მონაკომ" საფრანგეთის ლიგის თასის ფინალის დამატებით დროში "ლიონთან" განიცადა მარცხი ანგარიშით 2-1.

კვირას "საუთჰემპტონი" პირველად ითამაშებს "უემბლიზე" 2010 წლის შემდეგ, როცა "კარლაილის" დამარცხების შედეგად საფეხბურთო ლიგის თასის მფლობელი გახდა.

"ასტონ ვილასა" და "ლივერპულის" შემდეგ "საუთჰემპტონი" მესამე გუნდი გახდება, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" ლიგის თასის ფინალიც აქვს ნათამაშები და ინგლისის თასის ფინალიც.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 119-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 62-ჯერ იზეიმა გამარჯვება, "საუთჰემპტონმა" 27-ში, ხოლო 30 მატჩი ფრედ დასრულდა.

ლიგის თასზე გუნდები სულ 5-ჯერ შეხვდნენ და 2 გამარჯვება "იუნაიტედის" ანგარიშზეა, 1 "საუთჰემპტონის", დანარჩენი 2 კი ფრედ დასრულდა.

ეს მეორე ურთიერთდაპირისპირება იქნება ინგლისური თასების ფინალში.

1976 წლის ინგლისის თასის ფინალში მეორე დივიზიონში მოასპარეზე "საუთჰემპტონმა" "იუნაიტედი" 1-0 დაამარცხა. ეს თასი "წმინდანების" სათასო ისტორიაში ყველა მნიშვნელოვანია.

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა პრემიერ ლიგაში


"მანჩესტერ იუნაიტედი" 2 - 0 "საუთჰემპტონი

თარიღი: 19 აგვისტო, 2016
მსაჯი: ენტონი ტეილორი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: იბრაჰიმოვიჩი 32' (პენალტი), 56'

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა ლიგის თასზე


"მანჩესტერ იუნაიტედი" 3 - 2 "საუთჰემპტონი
ინგლისის თასის მე-5 რაუნდის გადათამაშება

თარიღი: 23 იანვარი 1991 წელი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ჰიუზი 51,61, 79
გოლები "საუთჰემპტონის" რიგებში: შირერი 53, 87 (პენალტი)

მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა ანდრე მარინერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 27 მატჩი განსაჯა, 102 ყვითელი და 6 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: სტიუარტ ბარტი, რიჩარდ უესტი
სათადარიგო არბიტრი: კევინ ფრენდი
მატჩის წინ
28 კომენტარი
№1
ავტორი: gela-manutd
25 თებერვალი 2017 01:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ეს ტასი ჩვენია
0
№2
ავტორი: LASHQARA
25 თებერვალი 2017 01:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
წინ დიდი გამარჯვებები გველოდება ეს თასი და ევროპა ლიგა უეჭველი ჩვენი უნდა გახდეს და მჯერა რომ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, პრემიერლიგაში მესამე ადგილიც დაგვაკმაყოფილებს წელს love am
0
№3
ავტორი: Manchester_M
25 თებერვალი 2017 01:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ძან საეჭვოდ გავიდა მხითარიანი მოედნიდან არც რამე ცუდი ინციდენტი შემინიშნავს ვინმეს მოეჩეხა ან რამე თან ზედმეტად მობდლმებული იყო და აქტიურობდა ბოლომდე და რომ გავიდა ჟოზესთან არც მისულა და რამე სხვა პრობლემა ხო არაა რა უნდა აკიდებინა 22 წუთში ასეთი :/

ძან დიდი დანაკლისი იქნება დიდ კრეატივს და სისწრაფეს ძენს გუნდს მასთან ერთად უფრო მარტივი იქნებოდა :/
1
№4
ავტორი: RojoDiablo
25 თებერვალი 2017 01:23
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Manchester_M
ძან საეჭვოდ გავიდა მხითარიანი მოედნიდან არც რამე ცუდი ინციდენტი შემინიშნავს ვინმეს მოეჩეხა ან რამე თან ზედმეტად მობდლმებული იყო და აქტიურობდა ბოლომდე და რომ გავიდა ჟოზესთან არც მისულა და რამე სხვა პრობლემა ხო არაა რა უნდა აკიდებინა 22 წუთში ასეთი :/

ძან დიდი დანაკლისი იქნება დიდ კრეატივს და სისწრაფეს ძენს გუნდს მასთან ერთად უფრო მარტივი იქნებოდა :/

თვითონაც დაპოსტა სოციალურ ქსელში, რომ ტრავმა მივიღეო და ძალიან მინდა უემბლიზე თამაშიო, მაგრამ ჯერ არ ვიცი, მოვახერხებ თუ არაო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: giorgisamnidze99
25 თებერვალი 2017 02:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მხითო რატომღაც მგონია ითამაშებს
2
№6
ავტორი: tornike shavishvili
25 თებერვალი 2017 10:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
gaumarjos sastavs
0
№7
25 თებერვალი 2017 10:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
მიდით ბიჭებო ხვალ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოსაგებად და ყველას დაუმტკიცოთ რომ მანჩესტერ იუნაითედი ყველაზე ყველაზე ძლიერი გუნდია მსოფლიოში. am am am love am
შემადგენლობას რაც შეეხებაა,ჩემი აზრით მოურინიომ ეს შემადგენლობა უნდა აირჩიოს. bully
დე ხეა
ვალენსია ბაილი სმოლინგი ბლინდი
ერერა პოგბა
ლინგარდი მატა მარსიალი
იბრა
am am am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№8
ავტორი: tornike shavishvili
25 თებერვალი 2017 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
ციტატა: ქრის სმოლინგი(12)
მიდით ბიჭებო ხვალ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოსაგებად და ყველას დაუმტკიცოთ რომ მანჩესტერ იუნაითედი ყველაზე ყველაზე ძლიერი გუნდია მსოფლიოში. am am am love am
შემადგენლობას რაც შეეხებაა,ჩემი აზრით მოურინიომ ეს შემადგენლობა უნდა აირჩიოს. bully
დე ხეა
ვალენსია ბაილი სმოლინგი ბლინდი
ერერა პოგბა
ლინგარდი მატა მარსიალი
იბრა
am am am

magas damtkiceba unda?? :D
0
№9
ავტორი: ROI
25 თებერვალი 2017 11:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
უნდა მოვიგოტ უეცჰვლი დზალინ გაასწორებს აბა მეგობრებო ვანახოტ კლას:*
0
№10
ავტორი: rene harrison_
25 თებერვალი 2017 12:16
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
მიკის ტრავმა ტეხავს, მარა უნდა მოვიგოთ
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top