"წითელი ეშმაკების" ყოფილმა ნახევრამცველმა, რომელმა გასულ ორშაბათს აღნიშნა თავისი38 წლის იუბილე, მუშაობს რეზერვების გუნდის მთავარი მწვრთნელის დამხმარედ. ჯოისი დარწმუნებულია, რომ ნიკი ბატი იდეალური მაგალითია ახალგაზრდა მოთამაშეებისთის, რადგან ის გამოირჩეოდა ძალით და ბრძოლის უნარიანობით: "კარგია, რომ რეზერვების მოთამაშეები ხედავენ, "იუნაიტედის" ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს. ნიკი ყოველთვის ისე მისმენს, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელები. ეს მას ყოველთვის ეხმარება იმის დაზუსტებაში, თუ რისი გაუმჯობესებაა საჭირო." - განაცხადა ჯოისმა manutd.com-თან.
"ეს კარგია, გამოცდილების მიღებაა ჩვენი მოთამაშეებისთვის. მათ წინ არის ცოცხალი მაგალითი, რომელმაც ბევრ წარმატებას მიაღწია კლუბთან ერთად. ამასთან ერთად, ის ძალიან თავმდაბალი და შრომის მოყვარეა. ვფიქრობ რეზერვების ყველა მოთამაშემ დაინახა, თუ რა შესაძლებლობები უნდა გქონდეს "იუანიტედში" სათამაშოდ. ვცდილობთ ამ ბიჭებს რაღაც ვასწავლოთ. ჩვენ ვცილობთ მათ ცოდნა გავუზიაროთ, არა მარტო ტექნიკაში, ტაქტიკაში და ფიზიკაში, არამედ მათი ინდივიდუალურობის ჩამოყალიბებაში."