თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2017, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1656,
კომენტარები: 9
სოარეში: "იუნაიტედს" უფრო დიდი პასუხისმგებლობა აქვს"
"საუთჰემპტონის" მცველი ფინალისთვის მზად არის.
სოარეში:
"საუთჰემპტონის" მცველი სედრიკ სოარეში ფიქრობს, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობა მას დიდ სამსახურს გაუწევს ლიგის თასის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაპირისპირებისას.

"წმინდანები" და "ეშმაკები" ერთმანეთს კვირას "უემბლიზე" დაუპირისპირდებიან, რათა ინგლისური ფეხბურთის დიდი ტიტულის მფლობელის ვინაობა გაარკვიონ.

სედრიკმა თავისი როლი შეასრულა პორტუგალიის გამარჯვებაში საფრანგეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში და ახლა იმედი აქვს, რომ ასეთივე ემოციას გამოცდის "იუნაიტედთან" მატჩის შემდეგაც.

"2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი კარიერისთვის. ეს არის მატჩი, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება. ასეთი მატჩები უფრო გაძლიერებს, როგორც ფეხბურთელს და დაძაბული მატჩებისთვის გამზადებს.

საოცარია, ერთ წელში ორი ფინალის თამაში დიდებულია.

"მანჩესტერ იუნაიტედს" გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე ჩვენ. ისინი ხომ ფეხბურთში დიდ სახელს წარმოადგენენ. ყველამ იცის მათ შესახებ. მათ დიდებული ფეხბურთელები, დიდებული შემადგენლობა და დიდებული მწვრთნელი ჰყავთ.

მაგრამ მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ და გვჯეროდეს იმის, რასაც ვაკეთებთ. ჩვენს ფეხბურთელებს თამაშში ცვლილების შეტანა შეუძლიათ. "საუთჰემპტონთან" ერთად ტიტულის მოგება საოცარი შეგრძნება იქნება, რადგან ეს კლუბი ჩემი უნარებისადმი რწმენას ავლენს. ეს არის კლუბი, რომლისთვისაც ვიბრძვი",
- განაცხადა პორტუგალიელმა მცველმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
24 თებერვალი 2017 09:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არამგონია დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიოს სოტონმა როგორსაც ვითომ ელოდება ბევრი. ნუ რათქმაუნდა კარგ ფორმაში მყოფი, კარგი გუნდია მაგრამ იმხელა დატვირთვა აქვს მანუსთვის ამ თამაშს და მოურინიოსთვის ამ ტიტულს, რომ სადაც აქამდე მოვიდაა მთელ სულ და გულს ჩადებენ და თამაშს მოიგებენ. ნამდვილად არამგონაი მანჩესტერი თავს რო გაიგიჟებს სოტონმა რამე გააწყოს, დღევანდელი მანჩესტერის უკვე ძალიან მეიმედება. feel
0
№2
ავტორი: tedore
24 თებერვალი 2017 09:27
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
მოუთმენლად ველოდები და მჯერა გამარჯვების იმდენად დამაჯერებლად ვთამაშობთ ბოლო პერიოდში რომ ეჭვი არ მეპარება ტიტული ჩვენი იქნება
0
№3
ავტორი: ikeoni
24 თებერვალი 2017 09:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Darwmunebuli var ro advilad movugebt
0
№4
ავტორი: giorgi_mg
24 თებერვალი 2017 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მე არ მგონია რო ადვილად მოვიგებთ, რა გუნდსაც არ უნდა ხვდებოდე, ფინალში ყველა თავს მოიკლავს ისე ითამაშებს
0
№5
ავტორი: ROI
24 თებერვალი 2017 11:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ეეჰ სამწხაროდ იმედეი უნდა გაიცრუვდეს :D:D:D:DD:
0
№6
ავტორი: gaga1987
24 თებერვალი 2017 11:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ადვილი თამში ნამდვილად არიქნება.ფინალია ბოლოს და ბოლოს.თან ძალიან ცუდი გუნდიც არაა ნორმალური შემადგენლობაც ყავს.
0
№7
ავტორი: PaLoMo
24 თებერვალი 2017 12:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4128
სოტონს სხვა შანსი არ აქ ლიგაში ცხრილის შუაშია და ეს ფინალი მათთვის ბევრს ნიშნავს :)) ბოლობოლო 1 ტიტული რო დადონ იდეალური იქნება მათთვის ასე,რომ ადვილად ვერ მოვიგებთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: SANDROGRIGA
24 თებერვალი 2017 15:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არ შეიძლება ამ ფინალის დათმობა!
0
№9
ავტორი: blezera
26 თებერვალი 2017 09:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
სედრიკი სწრაფი და ტექნიკურია ფლანგზე გამოგვადგება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top