”ფენერბაჰჩესს” ყოფილი პრეზიდენტის ალი შენის განცხადებით, თურქული გრანდის პრეზიდენტად ალი კოჩი მოვა, რის შედეგადაც ის დაიყოლიებს ”მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს.
როგორც თურქეთში ვარაუდობენ, კოჩი ”ფენერის” ამჟამინდელ პრეზიდენტს აზიზ ილდიმირს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მოღვაწეობს თურქულ გრანდში.
”თუ ალი კოჩი მოვა ”ფენერში” ჩემი აზრით ის დაიყოლიებს პორტუგალიელ ვარსკვლავს, რადგან შესთავაზებს იმას, რაც ახლა ყველაზე ძვირად ფასობს - ფულს. ნუთუ უარს იტყვის რა თანხასაც ის შესთავაზებს ? ის მსოფლიო დონის მწვრთნელია. თუ ახლა ფული ყველაფერია, მაშინ შესაძლებელია გუნდში ნებისმიერი მწვრთნელი ვიხილოთ, მათ შორის ”წითელი ეშმაკების” თავკაციც” - თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა.
”ფენერბაჰჩეს” ჟოზესთან ადრეც ჰქონია კავშირი.
2012 წელს მოურინიომ სტამბოლში ყოფინსას შემდეგი განცხადება გააკეთა:”მე როცა სამწვრთნელო კარიერა ”პორტუში” ავიწყვე, შემოთავაზება სწორედ პირველ უცხოურ კლუბისგან ”ფენერისგან” მქონდა. ის იყო ჩემთვის პირველი უცხოური კლუბი”.
კოჩი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პერსონაა თურქეთში. კოჩი ფლობს თურქულ კომპანია Fortune Global 500-ს, რომლის ბიუჯეტი $25,515 მილიარდს შეადგენს.