"მანჩესტერ იუნაიტედის" იაპონელმა ნახევარმცველმა შინჯი კაგავამ განაცხადა,რომ ის ჯერ კიდევ არ არის კმაყოფილი თავისი თამაშით.იაპონურ გამოცემასთან ინტერვიუში კაგავამ განაცხადა,რომ ის ყოველთვის ცდილობს აჩვენოს საუკეთესო თამაში,მაგრამ ექსპერტების აზრით მას თავისი მაქსიმუმის ჩვენებაში ტრავმებმა შეუშალა ხელი.შინჯიმ ასევე ინტერვიუში ისაუბრა სერ ალექს ფერგიუსონზე და კლუბზე.
"იმ კლუბს სადაც მე ვთამაშობ შესანიშნავი ისტორია აქვს."მანჩესტერ იუნაიტედში" ადრე თამაშობდნენ ბევრი ლეგენდარული ფეხბურთელი.მე ძალიან ბედნიერი ვარ აქ,რადგან მე ვთამაშობ გამოცდილ ფეხბურთელებთან და ყოველთვის ვცდილობ მათი გამოცდილებიდან ვისწავლო რაღაც.როდესაც ჩვენ მოედანზე გავდივართ ჩვენ იქ ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ,მაგრამ ჩვენთვის პირველ რიგში გუნდის წარმატებაა მნიშვნელოვანი." - განაცხადა შინჯიმ.
"მე ვიბრძვი იმისთვის,რომ გუნდისთვის წარმატებული ფეხბურთელი ვიყო,მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემი კარიერის დასაწყისში ვიგრზენი იმედგაცრუება ტრავმების სახით.ეს დაზიანებები მე არ მაძლევს შანს,რომ წინ სვლა გავაგრძელო.ამიტომ მე ვერ ვიტყვი,რომ ამ ეტაპზე ჩემი კარიერა წარმატებულია ამ მხვრივ,მაგრამ მე ვთამასობ "მანჩესტერ იუნაიტედში" და ეს უკვე დიდი ნაბიჯია.მე ყველანაირად შევეცდები ამ დაბრკოლებების გადალახვას.მე ყოველთვის ბედნიერი ვიქნები ჩემი გუნიდის წარმატების დროს."
"სერ ალექს ფერგიუსონი გენიალური პიროვნებაა.ის ყოველთვის ცდილობს ყველა ფეხბურთელს მისცეს განვითარების შანსი.მას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ძირითადი ფეხბურთელების არჩევისას,როდესაც მე გავდივარ მოედანზე ყოველთვის ვფიქრობ,რომ მას იმედები არ გავუცრუო." - დაასრულა კაგავამ.