თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2017, 23:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2582,
კომენტარები: 8
"სენტ-ეტიენი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის პრევიუ.
"სენტ-ეტიენი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"(პრევიუ)


სტადიონი: "ჟოფრუა გიშარი", სენტ-ეტიენი
მონაცემი: ევროპა ლიგა. 1/16 ფინალი. მე-2 მატჩი
თარიღი: ოთხშაბათი, 22 თებერვალი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: დენიზ აითექინი (გერმანია)
მატჩის დასაწყისი: 21:00, (ჩვენი დროით)

"სენტ-ეტიენი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"სენტ-ეტიენი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"სენტ-ეტიენი"

ტრავმირებულები:
დისკვალიფიკაცია: არავინ
განაცხადი:

[center]"სენტ-ეტიენი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ჯონსი
დისკვალიფიკაცია: ერერა
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, O'Hara, Romero; Bailly, Blind, Fosu-Mensah, Rojo, Smalling, Valencia, Young; Carrick, Fellaini, Mata, Mkhitaryan, Pogba, Lingard, Schweinsteiger; Ibrahimovic, Martial, Rashford.
"მანჩესტერ იუნაიტედი" საფრანგეთში რუნის გარეშე 20-კაციანი შემადგენლობით ჩაფრინდა. კაპიტნის გარდა მანჩესტერში დარჩნენ ტრავმირებული ფილ ჯონსი და დისკვალიფიცირებული ანდერ ერერა.


"სენტ-ეტიენი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" "სენტ-ეტიენის" 10-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.

"პარი სენ-ჟერმენის" ყოფილმა ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ მატჩში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა და "სენტ-ეტიენის" წინააღმდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ თავის 14 მატჩში 17 გოლი დააგროვა.

წინა შეხვედრები


გუნდები ერთმანეთს 1977/78 წლების თასების მფლობელთა თასის პირველ რაუნდში შეხვდნენ. დეივ სექსტონის "იუნაიტედმა" საფრანგეთში ჩატარებულ მატჩში 1-1 ითამაშა, საპასუხო შეხვედრის ჩატარება კი "წითლე ეშმაკებს" მანჩესტერიდან 200 კილომეტრის დაშორებით მოუხდა, რისი მიზეზიც გულშემატკივართა უწესრიგობა გახდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" საპასუხო შეხვედრა პლიმუთში "ჰომ პარკზე" 2-0 მოიგო სტიუარტ პირსონისა და სტივ კოპელის გოლებით.

ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ჩატარებულ წინა 7 შეხვედრაში "მწვანეებმა" მხოლოდ ერთი მოიგეს (1 მოგება, 1 ფრე, 5 წაგება). საფრანგეთში ჩატარებულ მატჩებში "სენტ-ეტიენს" შემდეგი მაჩვენებელი აქვთ: 1 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ფრანგული კლუბების წინააღმდეგ 25 მატჩი ჩაატარა (13 მოგება, 10 ფრე, 2 წაგება). საფრანგეთში ჩატარებულ მატჩებში შემდეგი მაჩვენებელი აქვს: (3 მოგება, 7 ფრე, 2 წაგება.)

"სენტ-ეტიენი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გუნდების ფორმა


"მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროტურნირებზე 341 შეხვედრა ჩაატარა, "სენტ-ეტიენის" ანგარიშზე 118 მატჩია.

"სენტ-ეტიენი" მიმდინარე სეზონში 10 ევროპულ მატჩში არ მარცხდება (5 მოგება, 5 ფრე). "მწვანეებთან" ერთად ევროპა ლიგაზე მოასპარეზე გუნდებს შორის წაუგებლად მხოლოდ "აიაქსი", "შახტიორი" და "რომა" გამოდიან.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 23 მატჩში ერთადერთი მარცხი განიცადა (2-1 წაგება ლიგის თასზე "ჰალ სიტის" წინააღმდეგ).

8 დეკემბერს "ზარიასთან" 0-2 მოგებული მატჩით "წითელმა ეშმაკებმა" ევროპაში გასვლითი შეხვედრების 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს (1 ფრე, 6 წაგება).

"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპა ლიგის 1/16 ფინალში 2015/16 წლების სეზონშიც გავიდა, მაგრამ ეს ტურნირი არასდროს მოუგია. ევროპის საკლუბო ჩემპიონი სამჯერ გახდა 1968, 1999 და 2008 წლებში, თასების მფლობელთა თასი კი 1991 წელს მოიგო.

1976 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალისიტ "სენტ-ეტიენი" გასულ სეზონში ევროპა ლიგის გათამაშებას სწორედ 1/16 ფინალში "ბაზელთან" დამარცხების შემდეგ გამოეთიშა. ამ ტურნირზე გუნდის საუკეთესო მიღწევა მეოთხედფინალში გასვლაა, რაც 1980 და 1981 წლებში მოახერხეს.

"სენტ-ეტიენი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


კავშირი გუნდებს შორის და სხვა ფაქტები


სენტ-ეტიენსა და მანჩესტერს შორის მანძილი 1000 კილომეტრია.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა და "სენტ-ეტიენის" მცველი ფლორენტინ პოგბა შესაძლოა, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ძმებს ჯერ არასდროს ჩაუტარებიათ მატჩი ერთმანეთის წინააღმდეგ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩს "მწვანეების" წინააღმდეგ ყველა ტურნირზე 13 მატჩი აქვს ჩატარებული და 14 გოლი გატანილი.

ენტონი მარსიალი "მონაკოში" გადასვლამდე "სენტ-ეტიენის" მთავარი კონკურენტის, "ლიონის" ფეხბურთელი იყო. "მწვანეების" წინააღმდეგ ორ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული (1 მოგება, 1 ფრე) და მათგან ერთში, რომელიც 2015 წლის აპრილში 1-1 დასრულდა, გოლიც გაიტანა.

"იუნაიტედის" ფეხბურთელები, კრის სმოლინგი და უეინ რუნი "სენტ-ეტიენის" საშინაო მოედანზე, "ჟოფრუა რიშარზე" 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩში ინგლისის რიგებში სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშობდნენ, მათი თანაგუნდელი მარკუს რეშფორდი კი სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელი კაპიტანი უეინ რუნი საკუთარი კლუბის საუკეთესო ბომბარდირია ევროტურნირებზე - 39 გოლი.

გუნდების მწვრთნელები

ჟოზე მოურინიომ "იუნაიტედი" გასულ ზაფხულს ჩაიბარა. პორტუგალიელმა "პორტუ" უეფა-ს თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახადა, მოგვიანებით კი ეს უკანასკნელი ტურნირი "ინტერთან" ერთად მოიგო. მოურინიო ორჯერ გახდა "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი და ამ პერიოდში სამჯერ მოიგო პრემიერ ლიგა.

ამ ტურნირზე მოურინიო უკანასკნელად 2002/03 წლებში მონაწილეობდა. მაშინ მისმა "პორტუმ" უეფა-ს თასის ფინალში "სელტიკს" 3:2 სძლია.

"სენტ-ეტიენის" მწვრთნელი კრისტოფ გალტე კლუბში 2009 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით "მწვანეებმა" საფრანგეთის ლიგის თასი 2012/13 წლებში მოიგეს. სანამ მთავარი მწვრთნელი გახდებოდა, ალენ პერენის დამხმარედ მუშაობდა. თავისი საფეხბურთო კარიერია კი მცველის რანგში დაიწყო "მარსელში".

გუნდების ბოლო შედეგები თავიანთი ქვეყნების ჩემპიონატში:


11.02.2017. "მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" 2-0 (მატა 32, მარსიალი 60)

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, ვალენსია, სმოლინგი, ბაიი, ბლინდი, მატა (ფელაინი 72), პოგბა, ერერა, მხითარიანი (ლინგარდი 89), მარსიალი (რეშფორდი 81), იბრაჰიმოვიჩი.

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-6 ადგილი, 48 ქულა.

19.02.2017. "მონპელიე" -"სენტ-ეტიენი" 2-1 (ლასნი 49, მუნიე 68 - მონე-პაკე 12')

"სენტ-ეტიენი": რიუფე, მალკიუ, თეოფილ-კატრინი, ლაკრუა, პოგბა, ვერეტუ, სელნესი, ჟორჟე-ინტიმა, სევე, (პაჟო 80), მონე-პაკე (ბერიჩი 74), რუ (ამუმა 74).

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-5 ადგილი, 39 ქულა

გუნდების ბოლო პენალტების სერია ევროთასების მატჩებში


"სენტ-ეტიენი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"სენტ-ეტიენი"


"სენტ-ეტიენს" მხოლოდ ერთხელ აქვს UEFA-ს ტურნირების პენალტების სერიაში გამარჯვებული:

4-3 სახლში "კარდემირ კარაბიუქსპორტის" წინააღმდეგ - 2014/15 წლების ევროპა ლიგის პლეი-ოფი.

"სენტ-ეტიენი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო 3 პენალტების სერია ევროპაში: 1 მოგება, 2 წაგება

წაგება:

5-4 სტუმრად "ვიდეოთონთან" (უნგრეთი) – UEFA-ს თასის მეოთხედფინალი 1984-85
4-3 სტუმრად "ტორპედოსთან" (რუსეთი) – UEFA-ს თასის პირველი რაუნდი 1992-93.

მოგება:

6-5 ნეიტრალურ მოედანზე "ჩელსის" წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2007-08.
მატჩის წინ
8 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
22 თებერვალი 2017 00:31
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მონაკო სისტის ვუყურებ 2:1 იგებს მონაკო და რავი მაგ გუნდიდან თუ წამოვიყვანთ რამდენიმე კაცს ცუდი არიქნება ეს ბაკაყოკო რაკაია + ფერნანდო სილვა არის რაღაც სასწაული ფლობა აქვს ბურთის რაპატარაა და კორპუსს რაკარგად აყენებს და მბაბე იმენა ძაან გიჯი თავდამსხმელი გაიზრდება რა რავი მოუ :Dდდ დაადგი ვინმეს თვალი რა
0
№2
ავტორი: tedore
22 თებერვალი 2017 00:44
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
მოკლედ არც სიტია ლიგის ღირსი არსენალზე და ტოტენჰემზე ხომ არაფერს ვამბობ საერთოდ ნუ ლესტერი გასაგებია რატომაც მოხვდა აი მანჩესტერი ჩელსი და ლივერპული უნდა დაბრუნდეს ლიგაზე აუცილებლად თორემ ძაან დაიწია უკვე ინგლისური გუნდების დონემ ლიგაზე რაც ძალიან სამწუხაროა არ ვიცი რას იზამს სიტი მაგრამ ფაქტია რომ მერვედფინალს ვეღარ ცდებიან ე.წ. ინგლისური გრანდები
1
№3
ავტორი: LASHQARA
22 თებერვალი 2017 01:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მშვიდობით ეტიენ 3d_2 am
0
№4
ავტორი: tedore
22 თებერვალი 2017 01:40
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ერთერთი საუკეთესო თამაში იყო საღოლ დაიწყო ნამდვილი ჩემპიონთა ლიგა იმედია მომავალ წელს ჩვენც დავბრუნდებით
0
№5
ავტორი: ikeoni
22 თებერვალი 2017 10:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Ibram kide unda gautanos tavis bulkebs))
0
№6
ავტორი: gela-manutd
22 თებერვალი 2017 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
იბრამ და ბასტიმ უნდა თხაროს
0
№7
ავტორი: wkepla
22 თებერვალი 2017 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ციტატა: tedore
მოკლედ არც სიტია ლიგის ღირსი არსენალზე და ტოტენჰემზე ხომ არაფერს ვამბობ საერთოდ ნუ ლესტერი გასაგებია რატომაც მოხვდა აი მანჩესტერი ჩელსი და ლივერპული უნდა დაბრუნდეს ლიგაზე აუცილებლად თორემ ძაან დაიწია უკვე ინგლისური გუნდების დონემ ლიგაზე რაც ძალიან სამწუხაროა არ ვიცი რას იზამს სიტი მაგრამ ფაქტია რომ მერვედფინალს ვეღარ ცდებიან ე.წ. ინგლისური გრანდები

ასე მგონია სენტეტიენს საფრანგეთში ვერ მოვუგებთ. ისე მართალი ხარ ინლისური კლუბების დონემ ევროპა ლიგაზე ცდა ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან დაიწწია არც არსენალი და არც ტოტენხემია მაგის ღირსი, აი სიტიც ვერაფერს შვება დარწმუნებული ვარ მეორე თამაშს მონაკო მოიგებს და გავა
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
22 თებერვალი 2017 15:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოგებას უნდა ეცადონ, მთავარია სვარკა არ იყოს wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top