თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2017, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1997,
კომენტარები: 10
პოგბა და იბრაჰიმოვიჩი მატჩის შემდგომ
გოლისა და საგოლე გადაცემის ავტორების ინტერვიუ.
პოგბა და იბრაჰიმოვიჩი მატჩის შემდგომ
"ბლექბერნ როვერსთან" მატჩის მეორე ტაიმში შეცვლის შედეგად შესული ზლატან იბრაჰიმოვიჩი და პოლ პოგბა მოხარულები არიან, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

"წითლებს" ჩემპიონშიპის კლუბის წინააღმდეგ ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუხდათ "ივუდ პარკზე" გამართულ რთულ მატჩში, რომელშიც მასპინძელთა მხრიდან დენი გრემმა გახსნა ანგარიში, რასაც პირველ ტაიმში მარკუს რეშფორდმა გამათანაბრებელი გოლით უპასუხა. 1-1 ანგარიშზე კი მოურინიომ მატჩში პოგბა და იბრაჰიმოვიჩი ჩართო, რომლებმაც 75-ე წუთზე საგოლე გადაცემა და გოლი მიითვალეს შესაბამისად.

ზლატანი თავმდაბლურად გამოეხმაურა მატჩზე მის მიერ მოხდენილ გავლენას, მაგრამ მოხარული იყო, რომ გუნდი მომდევნო რაუნდში გავიდა: "გუნდი ჩვენს შემოსვლამდეც კარგად თამაშობდა, ბევრს შრომობდნენ და ცოტა არ გაუმართლათ გაშვებული გოლის დროს, მაგრამ თავი ხელში აიყვანეს და დონეს მიაღწიეს.

მეორე ტაიმში კი ცოტა უფრო მეტი დონე ვაჩვენეთ და პოლმა კარგი პასი მომცა, მე კი მიხარია, რომ გამოვიყენე და გოლის ავტორი გავხდი. კარგი გუნდური თამაში იყო. ბევრს ვშრომობდით და შედეგს მივაღწიეთ, რაც უფრო მეტ თავდაჯერებულობას გვძენს ყოველ მატჩში წინსვლისათვის."


გამარჯვების გოლი მეექვსე შემთხვევა იყო, რომ პოგბამ იბრაჰიმოვიჩს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რაც ხაზს უსვამს ამ წყვილის კავშირს.

პოგბა: "მე მხოლოდ გუნდის დახმარებას ვცდილობ. მის მოძრაობას და ჩარბენებს ვამჩნევ, დღეს კი ამან გაამართლა. ხანდახან ასევე ამართლებს, მაგრამ ხანდახან არა. საბედნიეროდ, დღეს ასე მოხდა და გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც მახარებს".

"იუნაიტედს" ლანკაშირის შუადღეს წვიმიან ამინდში მოუხდა თამაში და იბრაჰიმოვიჩი შესანიშნავად აცნობიერებს რთულ პირობებში მოპოვებული გამარჯვების მნიშვნელობას.

"ინგლისში ჩამოსვლის დღიდან ყველა მატჩი რთული იყო. ერთი გუნდი ვერ დომინირებს თამაშში. მატჩის მოგება თუ გინდა, ცოტა ნაკლები შეცდომა უნდა დაუშვა.

ყოველი მატჩი განსაკუთრებულია, ინგლისის თასზე ჩატარებული ყოველი მატჩი. იქნება ეს პრემიერ ლიგის გუნდი თუ ჩემპიონშიპის, მნიშვნელობა არ აქვს. როგორც შაბათს დავინახეთ, ყველა ფავორიტი გუნდი როდი გადის მომდევნო რაუნდში და ჩვენც უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ფავორიტობის დამტკიცება საქმით შეგვიძლია, რაც დღეს მოვახერხეთ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
20 თებერვალი 2017 10:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11434
Saocar wyvilad yalibdebian cvetshi umaglesi klasia❤️
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
20 თებერვალი 2017 11:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ზეგავლენა რო მოახდინეს თამაშზე ფაქტია, შემოვიდნენ და გააკეთეს მატჩი
0
№3
ავტორი: Lady in red
20 თებერვალი 2017 12:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
პოგბას შესანიშნავი გრძელი პასი და ზლატან დამპყრობელის შესრულება love
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 თებერვალი 2017 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პოგბას პასმა სქოულზის თამაში გამახსენა, იმან იცოდა ხოლმე ესეთი გრძელი და ზუსტი პასები love
( რა თქმა უნდა პოლს სქოულზს არ ვადარებ ) ( ისე სახელები რა მაგრად ემთხვევა, მე მგონი ერთი და იგივე სახელი ქვიათ... wink )
0
№5
ავტორი: stepno
20 თებერვალი 2017 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: ვახო ( G G M U)
პოგბას პასმა სქოულზის თამაში გამახსენა, იმან იცოდა ხოლმე ესეთი გრძელი და ზუსტი პასები love
( რა თქმა უნდა პოლს სქოულზს არ ვადარებ ) ( ისე სახელები რა მაგრად ემთხვევა, მე მგონი ერთი და იგივე სახელი ქვიათ... wink )

Sqoulzamde ki bevri uklia magram tu gaagrdzele winsvla mivs mag donemdec
0
№6
ავტორი: pavlovic
20 თებერვალი 2017 14:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
იბრამ თქვა და დაასრულა
0
№7
ავტორი: Mixito
20 თებერვალი 2017 15:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Es chemisai martla ramagaria too

Ibraze vambob
0
№8
ავტორი: gela-manutd
20 თებერვალი 2017 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
იმენა იბრაკადაბრა უბერებელია
0
№9
ავტორი: giorgisamnidze99
20 თებერვალი 2017 16:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მართლა გოლის როგორ გაიტანოს ეგ იცის იბრამ
0
№10
ავტორი: Giorgi Changelia
20 თებერვალი 2017 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
სიახლე დამიდეთ!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top