თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2017, 00:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3073,
კომენტარები: 19
მოურინიო კენჭისყრის შედეგს გამოეხმაურა
ჟოზე მოურინიო "ჩელსისთან" სამომავლო დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.
მოურინიო კენჭისყრის შედეგს გამოეხმაურა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ არ ფიქრობს ინგლისის თასის მეოთხედფინალში თავისი ყოფილი გუნდის, "ჩელსის" წინააღმდეგ თამაშზე.

"წითლებმა" ინგლისის თასის მე-5 რაუნდში სტუმრად "ბლექბერნ როვერსს" სძლიეს 1-2, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ მოურინიოს შეგირდები მე-6 რაუნდში "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსის" დაუპირისპირდებიან.

შეხვედრის თარიღი ჯერ უცნობია და 10-13 მარტის ჩათვლით რომელიმე დღეს გაიმართება, რის გამოც "საუთჰემპტონთან" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩასატარებელი შეხვედრა გადაიდება, მანამდე კი "იუნაიტედი" ევროპა ლიგის ეგიდით გამართავს შეხვედრას, თუკი 1/8 ფინალში გავა.

მოურინიო მხოლოდ მომდევნო მატჩებზეა კონცენტრირებული და აცხადებს, რომ "ჩელსისთან" დაპირისპირებაზე მაშინ იფიქრებს, როცა ამის დრო მოვა.

"კენჭისყრასთან დაკავშირებით არავითარი რეაქცია არა მაქვს, რადგან "სენტ-ეტიენის" წინააღმდეგ უნდა ვითამაშო და მერე ფინალი მაქვს, რის შემდეგაც, იმედია, ევროპა ლიგაზე მომდევნო მეტოქე გვეყოლება. მე უნდა ვიბრძოლო პრემიერ ლიგის ოთხეულში მოსახვედრადაც, ასე რომ, ძალიან ბევრ რამეზე მიწევს ფიქრი.

"ჩელსი" კი მხოლოდ ინგლისის თასზე იფიქრებს, რადგან უკვე არის პრემიერ ლიგის ჩემპიონი, ჩემი აზრით, და მეტი არაფერი აქვთ სათამაშო, ამიტომაც მგონია, რომ ინგლისის თასი მათთვის მნიშვნელოვანია. ეს შეხვედრა ერთი თვის შემდეგ გაიმართება და ჯერ არ მინდა ამაზე ლაპარაკი",
- განაცხადა "იუნაიტედის" მწვრთნელმა "ბლექბერნთან" გამარჯვების შემდეგ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
19 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
20 თებერვალი 2017 00:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Midi joze midi revanshi gvaq asagebii
1
№2
ავტორი: nugo-nugo
20 თებერვალი 2017 00:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
სალამი ბიჭებს,ახალი ვარ ხო მიმიღებთ gun2
1
№3
ავტორი: stepno
20 თებერვალი 2017 00:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: nugo-nugo
სალამი ბიჭებს,ახალი ვარ ხო მიმიღებთ gun2

Mugebuli xar :-D ukve chempionio jozem datarsa damijeret :-DDDD
1
№4
ავტორი: tyeshela1
20 თებერვალი 2017 00:40
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ციტატა: nugo-nugo
სალამი ბიჭებს,ახალი ვარ ხო მიმიღებთ gun2

ატკაზი ჩემგან

აუ კომენტარებს რო ვკითხულობ ხოლმე მაგრად მეცინება :ddd ეს გუნდი შეიძლება ბევრა არ იცით მაგრამ ისტორია გააჩნია, და წლიდან წლამდე ერთადერთი რასაჩდილობს ფა ქაფზე წარმატების მიღწევა და პირ ელ დივიზიონში გადმოსვლაა ეს იმას ნიშმავს, რომ შუაზე გაიხეოდნენ და ყველაფდრს ჩადებდნენ ამ მატჩსი, იუნზიტედს კი თავისი ორი წამყვანი მოთამაშე სკამზე ეჯდა. მიუხედავად ყველაფრისა მაინც კარგი მატჩი ჩაატარეს თანაც გადვლაზე. ეს არი იყო ჩვეულებრივი მატჩი ეს იყო ურთულედი თამაში ბლექბერნთან გასვლაზე ასე რომ ყველაფრით კმაყოფილი ვარ და ტყუილად ნუ იგრუზავთ თავებს. ყველაფერი იდეალურად მიდის გუნდში
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
20 თებერვალი 2017 00:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბევრი თამაში მოგროვდ ერთა და ვნახოთ როგორ დაძლევ გუნდი ამ რთულ სიტუაციას
0
№6
ავტორი: gela-manutd
20 თებერვალი 2017 00:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მოუ უნდა მოვიგოთ გინდაც ავტო გოლით იბრას გოლით სულ ერთია
0
№7
ავტორი: pogba.
20 თებერვალი 2017 01:03
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
მეეჭვება გასვლაზე რამე მოვუხერხოთ ამ კალენდრის პატრონებმა
0
№8
ავტორი: giorgisamnidze99
20 თებერვალი 2017 02:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მოუ მჯერა შენი ოსტატობის
0
№9
ავტორი: mufc1878
20 თებერვალი 2017 02:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: nugo-nugo
სალამი ბიჭებს,ახალი ვარ ხო მიმიღებთ gun2


ჯერ პირადობა წარადინე
0
№10
ავტორი: Sh-rati
20 თებერვალი 2017 05:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
მანიუ წელს მოიგებს ერტ ფინალს ეხა თასზე და შევა ოთხეულსი უეჭველია.აი ევროპის ლიგა და ეს თასი მგონია გაყვება შავ წყალს.მართლა ცუდი გრაფიკი აქვთ ეგენიც ხალხია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top