თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2017, 23:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2536,
კომენტარები: 4
მოურინიოს ვერდიქტი "ბლექბერნთან" გამარჯვებაზე
"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის კომენტარი ინგლისის თასის მატჩში გამარჯვებაზე.
მოურინიოს ვერდიქტი
ჟოზე მოურინიომ ინგლისის თასზე "ბლექბერნ როვერსთან" მოგებული მატჩის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების მიდგომა შეაქო და სპეციალური სიტყვებით მოიხსენია შეცვლაზე შესული პოლ პოგბა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელთა წყვილმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.

"წითლები" იძულებულნი იყვნენ "ივუდ პარკზე" დენი გრემის მიერ მე-17 წუთზე გატანილი გოლის შედეგად ერთბურთიანი ჩამორჩენა აღმოეფხვრათ. მარკუს რეშფორდმა წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინა, როცა ჰენრიხ მხითარიანის საგოლე გადაცემით ისარგებლა. შეხვედრის მეორე ტაიმში კი შეცვლაზე შესულმა პოგბამ საგოლე პასი გაუკეთა შეცვლაზე შესულ იბრაჰიმოვიჩს, რომელთაც გუნდის მეოთხედფინალის საგზური მოუპოვა.

მატჩის შემდეგ მწვრთნელმა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

ფიქრები შედეგზე

"თითოეული ფეხბურთელის მიდგომა დიდებული იყო, სხვა მიდგომის შემთხვევაში დავმარცხდებოდით, რადგან "ბლექბერნი" ძალიან კარგად თამაშობდა. ისინი გაცილებით უკეთესები იყვნენ, ვიდრე ჩემპიონშიპის "ბლექბერნია". საოცარი მიდგომა და საოცარი რწმენა გამოავლინეს. ნამდვილად რთული მატჩი გვქონდა და ვიმეორებ, რომ არა ასეთი მიდგომა, ამ მატჩს წავაგებდით. ასე რომ, ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ."

იბრაჰიმოვიჩისა და პოგბას კარგი თამაში

"როცა სკამზე ნამდვილად მნიშვნელოვანი ფეხბურთელები მყავს, გავლენის მოხდენა შემიძლია. ხანდახან ეს არ ამართლებს, მაგრამ ეს მათ მენტალობაზეცაა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, შესვენებაზე პოლსა და ზლატანს ვესაუბრე. საჭიროების შემთხვევაში მზად იყვნენ გუნდის დასახმარებლად მოედანზე გასასვლელად. ამიტომ გამარჯვებით ბედნიერი ვარ. მოგება დავიმსახურეთ. "ბლექბერნმა" "ოლდ ტრაფორდზე" ჩასვლა დაიმსახურა, მაგრამ ასე უკეთესია, რადგან ძალიან რთულ ჩემპიონშიპზე კონცენტრირებას შეძლებენ".

გადათამაშების თავიდან არიდებით მოხარულობა

"მიმაჩნია, რომ მეორე მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" კატასტროფა იქნებოდა. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, სათადარიგოთა სკამზეც კი, რომლებსაც არ უთამაშიათ და ყოველთვის მზად არიან სათამაშოდ. რა თქმა უნდა, ასე უკეთესია."

შექება გულშემატკივრებს, მსაჯებს... და ბურთის მომტან ბიჭს

"საოცარი გულშმატკივრები გვყავს, აბსოლუტურად საოცარი. ძალიან ვწუხვარ, რომ პრემიერ ლიგაში ამდენ ბილეთს არ აძლევენ გასვლით მატჩში. ვფიქრობ, მსაჯებიც მშვიდები და კარგები იყვნენ. ყველაფერს აკონტროლებდნენ. ჩემგან მარჯვნივ მყოფი ბურთის მომტანი ბიჭიც ბრწყინვალე იყო. ჭკვიანი ბავშვია!".

ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
19 თებერვალი 2017 23:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
burtos momtani bichio :))))magari bazari ak raaaa))))
0
№2
ავტორი: ikeoni
20 თებერვალი 2017 00:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
Ashkarad undoda gunds mogeba da moviget kidec ❤️
0
№3
ავტორი: stepno
20 თებერვალი 2017 00:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Is bichi ra gaxarebuli ikneba :-DDDD
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
20 თებერვალი 2017 00:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დაახლოევით ასეთ თამაშს ველოდი... მთავარია მოიგეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top