თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2017, 10:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3161,
კომენტარები: 14
"ბლექბერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
ინგლისის თასის მე-5 რაუნდის მატჩის პრევიუ.
"ბლექბერნ როვერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ივუდ პარკი", ბლექბერნი
მონაცემი: ინგლისის თასი, მე-5 რაუნდი
თარიღი: კვირა, 19 თებერვალი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი
მატჩის დასაწყისი: 20:15, (ჩვენი დროით)

"ბლექბერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ბლექბერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ბლექბერნ როვერსი"

ტრავმირებულები: გალაჰერი, კ. ევანსი, ჰინლი, უორდი
დისკვალიფიკაცია: აკპანი, ბენეტი
კითხვისნიშნისქვეშ: ლენიჰანი, გრირი
მიუწვდომელი: ჟოაუ (ითამაშა "შეფილდ უენსეის" რიგებში
განაცხადი:

"ბლექბერნის" შემადგენლობიდან მატჩს გაფრთხილებების გამო აკპანი და ბენეტი გამოტოვებენ, ასევე ვერ ითამაშებს იჯარის წესით აყვანილი ჟოაუ.


"ბლექბერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი:

შემადგენლობაში დაბრუნება შეუძლიათ ევროპა ლიგის მატჩში არმყოფი რუნი, კერიკი და მხითარიანი. როტაციის მიუხედავად თავისი ადგილი შეიძლება შეინარჩუნოს ანდერ ერერამ, რომელიც ევროპა ლიგის საპასუხო მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.


"ბლექბერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ბლექბერნ როვერსი"


23-ე ადგილი, 29 ქულა (ლიგა ერთი)

უკანასკნელი 6 შეხვედრა (ყველა ტურნირი: ფ-მ-წ-მ-ფ-წ

გასვლაზე "შეფილდ უენსეისთან" 2-1 დამარცხების შემდეგ "ბლექბერნი" 29 ქულით ჩემპიონშიპში 23-ე ადგილს იკავებს.

ბოლო 4 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს: 1 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება

"ივუდ პარკზე" გამართული ბოლო 5 მატჩიდან 1 წააგეს: 3 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.

ინგლისის თასზე

"ბლექბერნი" ინგლისის თასის 6-გზის გამარჯვებულია - 1884, 1885, 1886, 1890, 1891, 1928

ასევე ორჯერ ითამაშეს ტურნირის ფინალში: 1882, 1960

მიმდინარე გათამაშების მესამე რაუნდში ქპრ-ს სძლიეს 1-2, მეოთხე რაუნდში კი "ბლექპულს" 2-0.

"ბლექბერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 48 ქულა (პრემიერ ლიგა)

უკანასკნელი 6 მატჩი (ყველა ტურნირი): წ-მ-ფ-მ-მ-მ

"უოტფორდთან" გამარჯვების შემდეგ პრემიერ ლიგაში დაგროვილი 48 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო.

ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგეს: 6 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება.

ინგლისის თასი

ინგლისის თასის მოქმედ მფლობელებს 12-ჯერ აქვთ მოგებული ტურნირი ("არსენალთან" ერთად საუკეთესო შედეგია). უკანასკნელი წარმატება 2016 წლის მაისით თარიღდება, როცა "უემბლიზე" გამართულ ფინალში "კრისტალ პალასს" სძლიეს ანგარიშით 1-2.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" მეხუთე გუნდი შეიძლება გახდეს, რომელმაც ინგლისის თასი დაიცვა. პირველი ოთხი გუნდი "ნიუკასლი" (1951 და 1952), "ტოტენჰემი" (1961,1962 და 1981,1982), "არსენალი" (2002,2003 და 2014,2015) "ჩელსი" (2009,2010) იყვნენ.

ინგლისის თასის 12-გზის მფლობელებს შანსი აქვთ, ისტორიაში მეექვსე გუნდი გახდნენ, რომელმაც აღნიშნული თასის მოგება დაიცვა.

ტურნირის ფინალში შვიდჯერ დამარცხდნენ, ბოლოს "ჩელსის" წინააღმდეგ 1-0 ანგარიშით, 2007 წელს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის თასზე დაბალი დივიზიონის გუნდების წინააღმდეგ ჩატარებული 48 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო ("ლიდსთან" 2009/10 წლების სეზონში ანგარიშით 1-0) - 39 მოგება, 7 ფრე, 1 წაგება.

ჩემპიონშიპის გუნდების წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 26 მატჩში "იუნაიტედი" არ დამარცხებულა (21 მოგება, 4 ფრე), უკანასკნელი მარცხი 1981/82 წლებში "უოტფორდთან" განიცადა.

მიმდინარე გათამაშების მესამე რაუნდში საკუთარ მოედანზე "რედინგი" 4-0 გაანადგურეს, მე-4 რაუნდში ანალოგიური ანგარიშით სძლის "უიგანს".

"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებმა დაბალი დივიზიონის გუნდების წინააღმდეგ ინგლისის თასზე ჩატარებულ ბოლო 9 მატჩში 23 გოლი გაიტანეს - საშუალოდ 2.5 გოლი მატჩში.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" დაბალი დივიზიონის გუნდების წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 46 შეხვედრაში მხოლოდ 1 წააგო – 37 მოგება, 7 ფრე, 1 წაგება. ეს წაგება "იუნაიტედმა" 2010 წელს "ლიდსთან" განიცადა, როცა 0–1 დამარცხდა.

მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ბლექბერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ბლექბერნ როვერსი"


წამყვანი ბომბარდირი: გრემი - 11 გოლი (11 ლიგაში)

თუ მოედანზე უეს ბრაუნი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა ინგლისის თასის სამ ფინალში მიიღო მონაწილეობა - 2004 წელს მოიგო, ხოლო 2005 და 2007 წლებში დამარცხდა.

"ბლექბერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: იბრაჰიმოვიჩი - 23 გოლი (15 ლიგაში)

ინგლისის თასზე ჩატარებულ ბოლო 8 მატჩში ენტონი მარსიალმა 9 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 6 საგოლე გადაცემა).

უეინ რუნი "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირია ინგლისის თასზე გატანილი გოლების რაოდენობით - 22 გოლი.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს 112-ჯერ შეხვდნენ. "ბლექბერნმა" 32 მატჩი მოიგო, "იუნაიტედმა" 51, ხოლო 29 ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბლექბერნის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში არ მარცხდება: 3 მოგება, 3 ფრე.

ინგლისის თასზე


ინგლისის თასზე გუნდები ერთმანეთს რვაჯერ შეხვდნენ. 4 მატჩი "ბლექბერნმა" მოიგო, 2 მატჩი "იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 2 - ფრედ.

ინგლისის თასზე ეს გუნდები ბოლოს 1984/85 წლების სეზონის მე-5 რაუნდში შეხვდნენ, როცა "იუნაიტედმა" "ივუდ პარკზე" 0-2 იმარჯვა როვან ატკინსონის ხელმძღვანელობით და იმ წელს ტიტულის მფლობელიც გახდა.

უკანასკნელად "ბლექბერნმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" 1927/28 წლების სეზონის მე-6 რაუნდში დაამარცხა და იმ სეზონში ტიტულის მფლობელიც გახდა.

გუნდების ბოლო შეხვედრა პრემეირ ლიგაში


"ბლექბერნი" 0-2 "მანჩესტერ იუნაიტედი"

თარიღი: 2 აპრილი, 2012 წელი
მსაჯი: ჰოვარდ უები
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ვალენსია 81', იანგი 86

გუნდების ბოლო შეხვედრა ინგლისის თასზე


"ბლექბერნი" 0-2 "მანჩესტერ იუნაიტედი"

ინგლისის თასის მე-5 რაუნდი.

თარიღი: 15 თებერვალი, 1985 წელი.
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: სტრაჩანი 7', მაკგრატი 87'


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა მარტინ ატკინსონმა ყველა ტურნირზე 26 მატჩი განსაჯა, 97 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: ჰარი ლენარდი, სტივენ ჩაილდი
სათადარიგო არბიტრი: სტივენ მარტინი
მატჩის წინ
14 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
19 თებერვალი 2017 11:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
wynarad movigebt :)
0
№2
ავტორი: sefic
19 თებერვალი 2017 11:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ბლექბერნს გადავუვლით
0
№3
ავტორი: MU RED
19 თებერვალი 2017 11:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
შემდეგი ვინიქნებააა

მე ჩელსი მინდა
0
№4
ავტორი: Mixito
19 თებერვალი 2017 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Matchis shemdeg at daiwyot rato 6 it 0 i ar meigeso 3 it 0 ic sakmarisia
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
19 თებერვალი 2017 12:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვნახოთ რა შემადგენლობას დააყენებს
0
№6
ავტორი: ikeoni
19 თებერვალი 2017 12:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Saxes movutynavt Dzaan cudi gundia
0
№7
ავტორი: men1me
19 თებერვალი 2017 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
Dges isev mogebebs velodebi warmatebebi borjgalosnebs da manius
1
№8
19 თებერვალი 2017 13:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
რომერო
დარმიანი ბაილი როხო შოუ
ბასტი კერიკი
მხითარიანი რუნი მარსიალი
რაშფორდი
ეს შემადგენლობა გამოადგება მოუს. bully am am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№9
ავტორი: GeorgeBest
19 თებერვალი 2017 13:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მშვიდად უნდა მოუგვარონ, ტრავმების და ზედმეტი გადაღლის გარეშე
0
№10
ავტორი: Manstark_United
19 თებერვალი 2017 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ციტატა: ქრის სმოლინგი(12)
რომერო
დარმიანი ბაილი როხო შოუ
ბასტი კერიკი
მხითარიანი რუნი მარსიალი
რაშფორდი
ეს შემადგენლობა გამოადგება მოუს. bully am am

დარმიანის ნაცვლად ფოსუ მენსას დავაყენებდი და დანარჩენში გეთანხმები. ისე რომერო რა კარგი მეკარეა. მენანება სკამზე რო ზის,მარა დე ხეა როცაა რა ვქნათ ახლა love ასეთ მატჩებში ათამაშოს ხოლმე...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top