"სენტ-ეტიენთან" მატჩში 70-ე წუთზე ხუან მატას შეცვლის შედეგად მოედანზე შესვლით მარკუს რეშფორდმა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში 50-ე მატჩი ჩაატარა.
მისი გავლენა მალევე დაეტყო გუნდს, როცა ჰეთ-ტრიკის ავტორ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მეორე გოლის გატანაში დაეხმარა.
19 წლის ფეხბურთელმა აღნიშნულ ნიშნულს ერთ წელზე ნაკლებ ვადაში მიაღწია. "იუნაიტედის" აკადემიაში აღზრდილმა ფეხბურთელმა თავისი სადებიუტო შეხვედრა 2016 წლის 25 თებერვალს ევროპა ლიგაზე "მიდტიულანდთან" მატჩში ჩაატარა, სადაც დუბლით გამოიჩინა თავი და კლუბის ყველაზე ახალგაზრდა გოლეადორი გახდა ევროთასებზე.
ევროტურნირებზე მარკუსს სულ 8 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო ინგლისის თასებზე 11, დანარჩენი 31 მატჩი კი პრემიერ ლიგაზე მოდის.