ანტონიო ვალენსია აღიარებს, რომ ზედიზედ მეხუთე "მშრალი" მატჩის ჩატარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ხუთშაბათს ფრანგულ კლუბს ევროპა ლიგის 1/16 ფინალურ მატჩში უმასპინძლებს და თადარიგში ზედიზედ ოთხმატჩიანი "მშრალი" სერია აქვს. ლიგის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში "ჰალ სიტისთან" გაშვებული ორი გოლის გარდა "წითლებმა" 2017 წელს მეტოქისგან მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს, როცა ჯეიმს მილნერმა 11-მეტრიანი დარტყმა გოლად გარდასახა.
თუმცა, ხუან მატა იყო ის უიღბლო ფეხბურთელი, რომელმაც "იუნაიტედის" კარში გატანილი გოლით ავტოგოლი მიითვალა.
ვალენსიას მიაჩნია, რომ გოლის გაშვების გარეშე ჩატარებული მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ორმატჩიან დუელში: "მნიშვნელოვანია "მშრალი" მატჩის ჩატარება და კარგი თავდაცვა. ვიცით, რომ ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც გოლის გატანა ნებისმიერ სიტუაციიდან შეუძლიათ. თუმცა, ჩვენი კარის სიახლოვეს კი აუცილებლად ფრთხილად უნდა ვიყოთ".
"იუნაიტედს" ევროტურნირის მატჩი 8 დეკემბრის შემდეგ არ ჩაუტარებია, როცა 2-0 მოუგო "ზარიას" და პლეი-ოფში გავიდა. თუმცა ფეხბურთელებს სულაც არ აღელვებთ ის ფაქტი, რომ განსხვავებული სტილის ფეხბურთს კვლავ უბრუნდებიან.
"ჩვენთვის სულაც არ არის პრობლემა. უკვე ხუთშაბათზე ვფიქრობთ და ამაზე ვართ ფოკუსირებული. მატჩის მოგება გვსურს, რადგან ბოლომდე გასვლას ვცდილობთ.
ვიმედოვნოთ, რომ ამ მატჩებში კარგად ვითამაშებთ და ბევრს ვიშრომებთ, კომფორტულად გავიმარჯვებთ და გულშემატკივრებს ბედნიერად გავგზავნით სახლში. ვფიქრობ, გასვლაზე სხვა მატჩი იქნება, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლის იმედი გვაქვს.
ძალიან მნიშვნელოვანია საპასუხო მატჩში კარგი უპირატესობით ჩასვლა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მოხდება ხუთშაბათს. იმედი ვიქონიოთ, მოვიგებთ და საქმეს შევასრულებთ; ასეც უნდა იყოს."