"იუნაიტედის" დადასტურებული განაცხადი "სენტ-ეტიენთან" მატჩისთვის.
ბასტიან შვაინშტაიგერი ევროპა ლიგის ეგიდით "სენტ-ეტიენთან" გასამართი მატჩისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში შეიძლება დაბრუნდეს.
გერმანელი ფეხბურთელი სასტუმრო "ლოურიში" "იუნაიტედის" სხვა ფეხბურთელებთან ერთად მივიდა და ბოლო 11 თვის განმავლობაში პირველი ევრომატჩის ჩატარების საშუალება შეიძლება მიეცეს.
ბასტიანი ევროპა ლიგის განაცხადში "იუნაიტედმა" ჯგუფური ეტაპის გადალახვის შემდეგ დაამატა.
ენტონი მარსიალი სასტუმროში დამოუკიდებლად მივიდა, ხოლო ლუკ შოუ თანაგუნდელებთან ერთად არ შეიმჩნეოდა, რაც იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ "იუნაიტედის" ზედიზედ მე-4 მატჩის გამოტოვება მოუწევს.
დეილი ბლინდი და ჰენრიხ მხითარიანი, რომლებიც მანჩესტერის ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროსთან ახლოს ცხოვრობენ, თანაგუნდელებს ავტობუსიდან ჩამოსვლის პროცესში შეუერთდნენ.
ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ დაცვის ოთხეულს წინა მატჩთან შედარებით არ შეცვლის და დეილი ბლინდის, ერიკ ბაიის, კრის სმოლინგისა და ანტონიო ვალენსიას კვარტეტს დააყენებს.
"იუნაიტედის" დადასტურებული შემადგენლობა: დავიდ დე ხეა, სერხიო რომერო, კირენ ო'ჰარა, ანტონიო ვალენსია, მატეო დარმიანი, კრის სმოლინგი, ერიკ ბაიი, მარკოს როხო, პოლ პოგბა, ბასტიან შვაინშტაიგერი, მარუან ფელაინი, ანდერ ერერა, ეშლი იანგი, ჯესი ლინგარდი, ხუან მატა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მარკუს რეშფორდი, ენტონი მარსიალი.
წყარო:
M.E.N.