ალბათ რობინ ვან პერსი არის "პრემიერ ლიგაში" ბოლო ფეხბურთელი, რომელსაც უკნიდან ფეხის ამორტყმა სჭირდება.
მაგრამ... აბა რუნის ჰკითხეთ.
"ტოტენჰემთან" მატჩის წინ "მანჩესტერული" დუეტი ხურდებოდა, თან შორეულ დარტყმებს ასრულებდნენ. რამდენიმე დარტყმის შემდეგ, პერსიმ ზუსტად დაარტყა კარში, ეხლა რუნის ჯერია. გამოქანება... დარტყმა... და არის, თუმცა რუნის ფეხი არა ბურთს არამედ ვან პერსის მოხვდა.
საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ვან პერსისაც არანაირი რეაგირება არ მოუხდენია ამ ფაქტზე.