ხუან მატა "მანჩესტერ იუნაიტედის" მეორე საუკეთესო ბომბარდირია მიმდინარე სეზონში და ესპანელი აღნიშნავს, რომ გოლები ყოველთვის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება მის თამაშში. ბოლო ორ თამაშში გატანილი ორი გოლის შემდეგ ჩვენმა კრეატიულმა რვა ნომერმა ზედიზედ მესამე სეზონში 10-ბურთიანი ნიშნულის მიღწევა დაისახა მიზნად.
მატამ 2016/17 წლების სეზონში უკვე გატანა ცხრა გოლი და იგი მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩამორჩება, რომელსაც თავის მხრივ 20 გოლი აქვს. "ლესტერ სიტისა" და "უოტფორდთან" ჩატარებულ ბოლო მატჩებში გატანილი გოლებით ხუანი "იუნაიტედს" მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებაში დაეხმარა და ესპანელი იმავეს გაკეთებას დღეს ევროპა ლიგის მატჩში აპირებს.
"იუნაიტედის" ოფიციალურ ჟურნალთან საუბრისას მატამ თავისი ბოლოდროინდელი გოლების შესახებ ისაუბრა: "ჩემი გოლებით ბედნიერი ვარ. უკვე ცხრა მაქვს დაგროვილი და იმედია, სეზონის ბოლომდე უფრო მეტს გავიტან, რაც ნამდვილად კარგი სეზონის ჩატარებას ნიშნავს.
თებერვალში ამდენი გოლის გატანა ნახევარმცველისთვის სულაც არ არის ცუდი. მიზანი არ დამისახავს, მაგრამ იმედი მაქვს, კვლავ მოვახერხებ და 10 გოლს გავიტან ზედიზედ მესამე სეზონში".
მატა არის მოთამაშე, რომელსაც "იუნაიტედში" გატარებული კარიერის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი გოლი გაუტანია, მათ შორის "ენფილდზე" 2015 წელს "ლივერპულის" კარში გატანილი ულამაზესი ბურთი და ინგლისის თასის ფინალში ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი.
როცა ჰკითხეს, ჟოზე მოურინიო სთხოვდა თუ არა, უფრო ხშირად ეთამაშა საჯარიმოში, მატამ უპასუხა: "დიახ, ვფიქრობ, ძალიან აფასებს სხვადასხვა უნარს სხვადასხვა ფეხბურთელებში, ამიტომ, როცა ვთამაშობ, ყოველთვის ისეთ პოზიციაზე ყოფნას ვცდილობ, საიდანაც მომენტის შევქმნი ან გავიტან.
ხანდახან გაგაქვს, ხანდახან ვერა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ შესაბამის პოზიციაზე იმყოფებოდე. ბურთით თამაშს ვცდილობ - ფლობა, პასი, საგოლე პასი - მაგრამ გოლის გატანაც ასევე დიდი ნაწილია ჩემი კარიერისა."