ევროპა ლიგის 1/16 ფინალის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" -"სენტ-ეტიენი" (პრევიუ)
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ევროპის ლიგა. 1/16 ფინალი. მე-2 მატჩი
თარიღი: ხუთშაბათი, 16 თებერვალი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)
მატჩის დასაწყისი: 23:59, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Henderson; Bailly, Blind, Darmian, Fosu-Mensah, Rojo, Smalling, Tuanzebe, Valencia; Fellaini, Herrera, Lingard, Mata, Mkhitaryan, Pogba, Schweinsteiger, Young; Ibrahimovic, Martial, Rashford.
მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ფილ ჯონსი კვლავ ტრავმირებულია, ხოლო უეინ რუნისა და მაიკლ კერიკს მცირე პრობლემები აქვთ, რის გამოც ვერ ითამაშებენ. რაც შეეხება მარკოს როხოს, იგი სრულიად ჯანმრთელია და სათამაშოდ მზად არის. პორტუგალიელმა ასევე განაცხადა, რომ ლუკ შოუ არ ითამაშებს და დაცვის ოთხეულს ვალენსია, ბაიი, სმოლინგი და ბლინდი შეადგენენ.
"სენტ-ეტიენი"
ტრავმირებულები:
დისკვალიფიკაცია: არავინ
განაცხადი:
"მანჩესტერ იუნაიტედი" მორიგ ნაბიჯს გადადგამს ტიტულისთვის ბრძოლაში, რომელიც არასდროს მოუგია და შეხვდება "სენტ-ეტიენს", რომელთანაც 1977 წლის შემდეგ არ უთამაშია.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროტურნირებზე ფრანგული კლუბების წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 12 საშინაო მატჩში არ დამარცხებულა.
ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის მატჩი ძმები პოგბების დაპირისპირების საშუალებაც შეიძლება გახდეს.
წინა შეხვედრები
გუნდები ერთმანეთს 1977/78 წლების თასების მფლობელთა თასის პირველ რაუნდში შეხვდნენ. დეივ სექსტონის "იუნაიტედმა" საფრანგეთში ჩატარებულ მატჩში 1-1 ითამაშა, საპასუხო შეხვედრის ჩატარება კი "წითლე ეშმაკებს" მანჩესტერიდან 200 კილომეტრის დაშორებით მოუხდა, რისი მიზეზიც გულშემატკივართა უწესრიგობა გახდა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" საპასუხო შეხვედრა პლიმუთში "ჰომ პარკზე" 2-0 მოიგო სტიუარტ პირსონისა და სტივ კოპელის გოლებით.
"მანჩესტერ იუნაიტედს" ფრანგული კლუბების წინააღმდეგ ევროტურნირის საშინაო მატჩი არასდროს წაუგია (9 მოგება, 2 ფრე). ფრანგული გუნდების წინააღმდეგ კი სულ 24 მატჩი აქვთ ჩატარებული (12 მოგება, 10 ფრე, 2 წაგება).
ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ჩატარებულ წინა 6 შეხვედრაში "მწვანეებმა" მხოლოდ ერთი მოიგეს (1 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება). ინგლისში ჩატარებული თავიანთი სამივე შეხვედრა კი წააგეს.
გუნდების ფორმა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროტურნირზე მიმდინარე სეზონში ჩატარებული თავისი ყველა საშინაო შეხვედრა მოიგო, ბოლო 14 შეხვედრაში კი არ მარცხდება (11 მოგება, 3 ფრე). გუნდის უკანასკნელი წაგება "ოლდ ტრაფორდზე" მადრიდის "რეალთან" მატჩში 2013 წლის მარტით თარიღდება.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროტურნირებზე 340 შეხვედრა ჩაატარა, "სენტ-ეტიენის" ანგარიშზე 117 მატჩია.
"სენტ-ეტიენი" მიმდინარე სეზონში 10 ევროპულ მატჩში არ მარცხდება (5 მოგება, 5 ფრე). "მწვანეებთან" ერთად ევროპა ლიგაზე მოასპარეზე გუნდებს შორის წაუგებლად მხოლოდ "აიაქსი", "შახტიორი" და "რომა" გამოდიან.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 22 მატჩში ერთადერთი მარცხი განიცადა (2-1 წაგება ლიგის თასზე "ჰალ სიტის" წინააღმდეგ).
"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპა ლიგის 1/16 ფინალში 2015/16 წლების სეზონშიც გავიდა, მაგრამ ეს ტურნირი არასდროს მოუგია. ევროპის საკლუბო ჩემპიონი სამჯერ გახდა 1968, 1999 და 2008 წლებში, თასების მფლობელთა თასი კი 1991 წელს მოიგო.
1976 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალისიტ "სენტ-ეტიენი" გასულ სეზონში ევროპა ლიგის გათამაშებას სწორედ 1/16 ფინალში "ბაზელთან" დამარცხების შემდეგ გამოეთიშა. ამ ტურნირზე გუნდის საუკეთესო მიღწევა მეოთხედფინალში გასვლაა, რაც 1980 და 1981 წლებში მოახერხეს.
კავშირი გუნდებს შორის და სხვა ფაქტები
სენტ-ეტიენსა და მანჩესტერს შორის მანძილი 1000 კილომეტრია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა და "სენტ-ეტიენის" მცველი ფლორენტინ პოგბა შესაძლოა, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ძმებს ჯერ არასდროს ჩაუტარებიათ მატჩი ერთმანეთის წინააღმდეგ.
ზლატან იბრაჰიმოვიჩს "მწვანეების" წინააღმდეგ ყველა ტურნირზე 13 მატჩი აქვს ჩატარებული და 14 გოლი გატანილი.
ენტონი მარსიალი "მონაკოში" გადასვლამდე "სენტ-ეტიენის" მთავარი კონკურენტის, "ლიონის" ფეხბურთელი იყო. "მწვანეების" წინააღმდეგ ორ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული (1 მოგება, 1 ფრე) და მათგან ერთში, რომელიც 2015 წლის აპრილში 1-1 დასრულდა, გოლიც გაიტანა.
"იუნაიტედის" ფეხბურთელები, კრის სმოლინგი და უეინ რუნი "სენტ-ეტიენის" საშინაო მოედანზე, "ჟოფრუა რიშარზე" 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩში ინგლისის რიგებში სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშობდნენ, მათი თანაგუნდელი მარკუს რეშფორდი კი სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელი კაპიტანი უეინ რუნი საკუთარი კლუბის საუკეთესო ბომბარდირია ევროტურნირებზე - 39 გოლი.
გუნდების მწვრთნელებიჟოზე მოურინიომ "იუნაიტედი" გასულ ზაფხულს ჩაიბარა. პორტუგალიელმა "პორტუ" უეფა-ს თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახადა, მოგვიანებით კი ეს უკანასკნელი ტურნირი "ინტერთან" ერთად მოიგო. მოურინიო ორჯერ გახდა "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი და ამ პერიოდში სამჯერ მოიგო პრემიერ ლიგა.
ამ ტურნირზე მოურინიო უკანასკნელად 2002/03 წლებში მონაწილეობდა. მაშინ მისმა "პორტუმ" უეფა-ს თასის ფინალში "სელტიკს" 3:2 სძლია.
"სენტ-ეტიენის" მწვრთნელი კრისტოფ გალტე კლუბში 2009 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით "მწვანეებმა" საფრანგეთის ლიგის თასი 2012/13 წლებში მოიგეს. სანამ მთავარი მწვრთნელი გახდებოდა, ალენ პერენის დამხმარედ მუშაობდა. თავისი საფეხბურთო კარიერია კი მცველის რანგში დაიწყო "მარსელში".
გუნდების ბოლო შედეგები თავიანთი ქვეყნების ჩემპიონატში:
11.02.2017. "მანჩესტერ იუნაიტედი" -
"უოტფორდი" 2-0 (მატა 32, მარსიალი 60)"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, ვალენსია, სმოლინგი, ბაიი, ბლინდი, მატა (ფელაინი 72), პოგბა, ერერა, მხითარიანი (ლინგარდი 89), მარსიალი (რეშფორდი 81), იბრაჰიმოვიჩი.
მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-6 ადგილი, 48 ქულა.12.02.2017. "სენტ-ეტიენი" -
"ლორიანი" 4:0(პერენი 18, ვერეტუ 20, აკუმა 58, ჟორჟე ინტიმა 90)"სენტ-ეტიენი": რიუფე, მალკიუ, თეოფილ-კატრინი, პერენი, პოგბა, ვერეტუ (ლემუანი 75), პაჟო, ინტიმა, სევე, მონე-პაკე (კორნე 82), ამუმა (რუ 67).
მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-5 ადგილი, 39 ქულა.