ჟოზე მოურინიო ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "სენტ-ეტიენის" დაპირისპირებას ერთადერთი ადამიანი იქნება, ვინც იდარდებს ძმების დაპირისპირებაზე.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, პოლ პოგბა თავის 26 წლის ძმას, ფლორენტის თავის კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.
"იუნაიტედის" მწვრთნელი ამის შესახებ პოლს ესაუბრა, მაგრამ ქალბატონი პოგბას გამო სწუხს. "პოლმა და მე ვისაუბრეთ, მაგრამ ვისაუბრეთ მხოლოდ ხუმრობით. სასიამოვნო სიტუაციაა. მხოლოდ დედას ექნება პრობლემა.
ქალისთვის რთულია არჩევა. რთული არა, შეუძლებელია! პოგბასგან ვიცი, რომ დედას ფრე სურს. მაგრამ მომდევნო კვირაში ერთი ძმა ბედნიერი იქნება, მეორე კი არა.
მხოლოდ დედის პრობლემაა, ისინი კი ამით ისიამოვნებენ. კარგი რამეა", - განაცხადა მოურინიომ.