თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2017, 14:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2912,
კომენტარები: 14
წარდგენა: "სენტ-ეტიენი"
გაიგეთ მეტი "იუნაიტედის" მომდევნო მეტოქის შესახებ.
წარდგენა:
კლუბი 1919 წელს ყოფილ ინდუსტრიულ და სამადნო ქალაქ სენტ-ეტიენში დაარსდა ადგილობრივი სასურსათო მაღაზიის Groupe Casino-ს მუშების მიერ და გუნდის ფერად მწვანე იქცა. "ლეს ვერტსმა" თავისი ამჟამინდელი სახელი - "სენტ-ეტიენის სპორტული ასოციაცია" - 1933 წელს მიიღო, როცა პროფესიონალურ გუნდად ჩამოყალიბდა.

დიდების წლები

"სენტ-ეტიენმა" პირველ დივიზიონში აღზევების უფლება 1938 წელს შოტლანდიელი მწვრთნელის, უილიამ დაქვორტის ხელმძღვანელობისას მიიღო, რაც პირველი ნაბიჯი იყო სამომავლო წარმატებისკენ. ჩემპიონატის გამარჯვებული პირველად 1957 წელს გახდნენ და მომდევნო 24 წელიწადში კი ცხრაჯერ დაეუფლნენ საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს.

შვიდი და ექვსი ტიტულის მფლობელი ადგილობრივი კონკურენტები, "ლიონი" და "პარი სენ-ჟერმენი", ჯერ ვერ აღწევენ "სენტ-ეტიენის" რეკორდულ მაჩვენებს (10 ტიტული), რაც ნიშნავს, რომ ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბები ხვდებიან.

ევროპული მწვერვალი

"სენტ-ეტიენის" ევროპული ისტორია ისეთივე წარმატებული არ არის, როგორც "იუნაიტედისა", თუმცა 1976 წელს ევროთასის ფინალში გავიდნენ, სადაც მიუნხენის "ბაიერნთან" 1-0 წააგეს. "მწვანეების" განწყობას გლაზგოში განცდილმა მარცხმა ვერ შეუშალა ხელი, რადგანაც სეზონის ბოლოს მათ მორიგი ჩემპიონობა აღნიშნეს პარიზში.

ეს მოვლენა ნაწილობრივ მაინც ხსნის, რატომ არის "სენტ-ეტიენი" საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუნდი, გულშემატკივრები კი საშინაო და საგარეო სტადიონზე თავიანთი ხმაურით და ცოცხალი მხარდაჭერით იწონებენ თავს.

"ფრანგული ფეხბურთის ლივერპული"

მოკლედ, რომელ ინგლისურ კლუბს ადარებენ საკუთარ თავს? ახლახანს ჩაწერილს ინტერვიუში "ლეს ვერტსის" მწვრთნელმა კრისტოფ გალტიერმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი "ლივერპულის" მსგავსი იყო: "ლივერპულში გარკვეული დრო გავატარე და კლუბის ისტორია ვიცი. ფასეულობებისა და სულის მხრივ მსგავსები ვართ. ევროპის იმ იშვიათ კლუბთა სიაში ვართ, რომელთაც ფერის მიხედვით უწოდებენ სახელს. ხალხი იშვიათად ამბობს "სენტ-ეტიენი", ისინი "ლეს ვერტსს" გვეძახიან. ასევეა "ლივერპულის" შემთხვევაში - ხალხი ამბობს "წითლები". მწვანე ფერი ძალიან მნიშვნელოვანია და როცა მაისურს ვირგებთ, პასუხისმგებლობა გვეკისრება."

წინა შეხვედრები

"იუნაიტედი" და "სენტ-ეტიენი" ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ, 1977/78 წლების თასების მფლობელთა თასის პირველ რაუნდში. დეივ სექსტონის "იუნაიტედმა" 1-1 ითამაშა საფრანგეთში ჩატარებულ მატჩში, საპასუხო შეხვედრა კი სტიუარტ პირსონისა და სტივ კოპელის გოლებით 2-0 მოიგო. "იუნაიტედი" იძულებული გახდა, "საშინაო" მატჩი ნეიტრალურ მოედანზე - "პლიმუთ ჰოუმ პარკზე" - ჩაეტარებინა, რისი მიზეზიც საფრანგეთში გულშემატკივართ საქციელი გახდა.

ბოლო შედეგები

მიუხედავად იმისა, რომ "ლეს ვერტსი" ინგლისში ჩატარებულ სამივე მატჩში დამარცხდა, მიმდინარე სეზონში ევროტურნიზე ჩატარებულ 10 მატჩში დაუმარცხებლები არიან, მათ შორისაა საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული შეხვედრები და მეექვსი ტურის მატჩში "ანდერლეხტთან" გამარჯვება, რამაც გუნდს ჯგუფში პირველი ადგილი მოუპოვა.

გალტიემ, რომელიც არსენ ვენგერის შემდეგ ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ყველაზე დიდი ხანია მუშაობს ერთ გუნდში, "სენტ-ეტიენი" 2009 წლის დეკემბერში ჩაიბარა და მას შემდეგ გუნდის ბიუჯეტს უფრთხილდება, 2012/13 წლების სეზონიდან კი "მწვანეები" რეგულარულად შედიან ლიგა 1-ის საუკეთესო ექვსეულში.

მიმდინარე სეზონი საკმაოდ რთულად დაიწყეს, მაგრამ ამჟამად მეხუთე ადგილზე იმყოფებიან, რაშიც გრანდების წინააღმდეგ წარმატებულად ასპარეზობამ შეუწყო ხელი, რომელთა შორისაა ფრე "პარი სენ-ჟერმენთან", ფრე "მონაკოსთან" და გამარჯვება "ლიონთან". ჩემპიონატში მეორე ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი აქვთ (19 ბურთი).

წამყვანი ფეხბურთელები

სტეფან რუფიე ბოლო წელს ნამდვილად საუკეთესო ფრანგი მეკარეა. ტრავმის მოშუშების შემდეგ კვირას "ლორიენთან" 4-0 მოგებულ მატჩში დაბრუნდა და სავარაუდოდ, "ოლდ ტრაფორდზეც" ითამაშებს.

დიდი ხნის კაპიტანი ლოიკ პერინი აკადეემის აღზრდილი ფეხბურთელია, რომელიც გამოირჩევა პოზიციური თამაშითა და პასების კეთების უნარით გამოირჩა, კუთხურებზე კი ნამდვილად საყურადღებო მოთამაშეა. 31 წლის ნახევარმცველმა, რომელიც მცველად იქცა, თავისი პირველი მატჩი "სენტ-ეტიენის" რიგებში 2003 წელს ჩაატარა. დაცვის სხვა წევრებს შეტევაზე ორიენტირებული მარჯვენა მცველი კევინ მალკიტი, შვეიცარიელი ცენტრალრი მცველი ლეო ლაკრო და ფლორენტინ პოგბა, პოლის უფროსი ძმაა.

ნორვეგიელი ნახევარმცველი ოლე სელნესი დაცვის წინ მდგომი უზრუნველყოფს შეტევის ჩაშლას, ხოლო ჰენრი საივე, რომელიც აფრიკის ჩემპიონატიდან დაბრუნდა, როცა მისმა სენეგალმა "კამერუნთან" მეოთხედფინალში განიცადა მარცხი, "ლეს ვერტსის" ჩვეულებრივ 4-3-3 სქემაში კრეატიულობა და ტექნიკა შეაქვს. რომეინ ჰამუმა, ვინგერი, "სენტ-ეტიენის" საუკეთესო ბომბარდირია მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში გატანილი ექვსი გოლით.

წყარო: manutd.com
სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: I L C
15 თებერვალი 2017 14:19
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მოედანზე ძირითადი შემადგენლობა უნდა გავიდეს, გადახალისებული სასტავი მეტოქის დაუფასებლობა იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№2
ავტორი: ikeoni
15 თებერვალი 2017 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Chemi azrit advilad movugebt
0
№3
ავტორი: Phil Jones manchester
15 თებერვალი 2017 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
სენტეტიენი მაგარი გუნდია თან ახლა ძაან მაგარ ფორმაში არიან ჯგუფში ხო ყველა გუნდს დედა უტირეს, საფრანგეთის ჩემპიონატშიც პესეჟესთან და მონაკოსთან გასვლაზე ფრე ითამაშეს და ლიონს უშანსოდ მოუგეს, მაგარ ფორმაშია წელს სენტეტეიენი, თან მეწვრთნელი სენეტიენის გალტიე ძაან გამოცდილია. სენტეტიენის თამაშებსაც ვუყურე ამ სეზონში და მაგრად თამაშობდენენ, ევროპა ლიგაზე ყველას დედა უტირეს და ძალიან ჭკვიანურად და დალაგებულად თამაშობდნენ

ციტატა: ikeoni
Chemi azrit advilad movugebt

ადვილად ვერ მოვუდებთ პესეჟე ლიონი და მონაკო ვერ უგებენ ავილად და ჩვენც ვერ მოვუგებთ თან სენტეტიენის თამაშებს ვუყურე ამ სეზონში და მგარი იიგროკები ყავთ მგრად ყომარობენ
0
№4
ავტორი: gela-manutd
15 თებერვალი 2017 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
უნდა ამოვდოთ დიდი ანგარიში
0
№5
ავტორი: Phil Jones manchester
15 თებერვალი 2017 14:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
ციტატა: gela-manutd
უნდა ამოვდოთ დიდი ანგარიში

თუ შევძელით ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ
0
№6
ავტორი: dunkan
15 თებერვალი 2017 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
Tu evropa ligas movigebt ertaderti gundi viqnebit(ing)visa 3evropuli tasi eqneba
0
№7
ავტორი: Phil Jones manchester
15 თებერვალი 2017 15:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
თუ იცით ევროპა ლიგის განაცხადში ტუანზებე იქნება? manutd
0
№8
ავტორი: Sh-rati
15 თებერვალი 2017 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
მძიმე გუნდია და მებრძოლი ოლდტრაფორდზე უნდა მოუყომარნ თორე იქ არაფერს დათმობენ ნამდვილად
0
№9
ავტორი: Phil Jones manchester
15 თებერვალი 2017 15:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
ციტატა: Sh-rati
მძიმე გუნდია და მებრძოლი ოლდტრაფორდზე უნდა მოუყომარნ თორე იქ არაფერს დათმობენ ნამდვილად

ხო ძაან მებრძოლი გუნდია თან მაგარ ფორმაში არიან ევროპა ლიგაზე ყველა გუნდს რასც ქვია გადაუარეს
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
15 თებერვალი 2017 16:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მადლობა ავტორს კარგი სიახლეა...

თუ ამ ტურნირის მოგება გვინდა ბოლომდე უნდა იბრძოლონ, არაა ხელწამოსაკრავი მეტოქე სენტ-ეტიენე
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top