100 მეტრი? პრობლემა არ არის. 200 მეტრი? პრობლემა არ არის. 4X100 მეტრი? პრობლემა არ არის. ბუნებრივი მანქანა უეინ რუნის მსგავსი საფეხბურთო კარიერის ქონას გეგმავს.
ბოლო ათწლეულის სპრინტის მეფემ, ბოლტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუჩერებელია, მოიგო რა 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სამი ოქროს მედალი.
იამაიკელი თავის კარიერიას წელს დაასრულებს და საფეხბურთო კარიერის სურვილს გამოთქვამს, მისი საყვარელი კლუბი, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი სასურველ გუნდთა სიის სათავეშია.
ბუნდესლიგის გრანდ დორტმუნდის "ბორუსიასთან" ერთად ვარჯიშის კვირამ უსეინ ბოლტს პროფესიონალური ფეხბურთის გემო შეაგრძნობინა და მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ადამიანი სპორტის კიდევ ერთ სახეობაში თავისი შესაძლებლობების გამოცდას გეგმავს.
"ბევრი რამის გაკეთება მინდა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, სად დავიწყებ, ჯერ მხოლოდ მოდუნება მსურს.
ყოველთვის მინდოდა ფეხბურთის თამაში, ასე რომ, ეს უმთავრესი სურვილია, ვნახოთ, რა მოხდება.
"დორტმუნდი" ვარჯიშის შანსს მაძლევს, რაც კარგია. ვგონებ, ერთი კვირით ვივარჯიშებ.
რამდენიმე ადამიანი მირჩევდა სხვადასხვა გუნდს და ფეხბურთში შესვლის სხვადასხვა გზებს, მაგრამ ჯერ დარწმუნებული არაფერში ვარ.
ნებისმიერ შემთხვევაში მე მხოლოდ იმის ხილვა მსურს, ვიქნები თუ არა კარგი, რადგან ჩემს მეგობრებთან ერთად ყოველთვის ვთამაშობდი ფეხბურთს და ვფიქრობ, კარგადაც გამომდის, ამიტომ თუ ვივარჯიშებ და ენერგიას არ დავიშურებ, კარგადაც გამომივა.
არ ვამბობ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვიქნები, მაგრამ შემეძლო მეთამაშა, ასე ვთქვათ, უეინ რუნის დონეზე, ხვდებით, რას ვამბობ?" - განაცხადა იამაიკელმა.