თბილისი:
მანჩესტერი:
14-02-2017, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2122,
კომენტარები: 9
მოურინიო: "ოთხეული დროებით ჩამოგვიტოვებს"
პრემიერ ლიგაში უქმობის გამო ჩამორჩენას მოურინიო ნეგატიური და პოზიტიური დამოკიდებულებით ხვდება.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ცხრილში საუკეთესო ოთხეულს ჩამორჩება, რადგანაც მისი გუნდი ინგლისის ჩემპიონატში მცირე ხნით იუქმებს.

პრემიერ ლიგაში 16-მატჩიანმა წაუგებელმა სერიამ "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრები ჩემპიონთა ლიგის ზონას მიუახლოვა. თუმცა, "იუნაიტედის" მეტოქეებს ძველი უპირატესობის დაბრუნება შეუძლიათ.

"წითლები" კი თავიანთ ყურადღებას კონტინენტურ და შიდა თასებზე გადაიტანენ. ხუთშაბათს გუნდი "სენტ-ეტიენს" ევროპა ლიგაზე დაუპირისპირდება, შემდეგ ინგლისის თასის მეხუთე რაუნდში "ბლექბერნ როვერსს" ეწვევა სტუმრად, რასაც ევროპა ლიგის საპასუხო შეხვედრა და ლიგის თასის ფინალი მოჰყვება "საუთჰემპტონთან".

ჩემპიონატში 4 მარტამდე უქმობის შესახებ მოურინიო მიიჩნევს, რომ ამ მოვლენას პოზიტიური და ნეგატიური დამოკიდებულებით უნდა მიუდგეს.

"ჩამოგვიტოვებენ. სხვა გუნდებს ქულების აღება შეეძლებათ, ამიტომ, ასეც მოხდება, ალბათ. ასეთი ვითარებაა. არ ვფიქრობ, რომ ადვილია, იმიტომ, რომ ტურნირებზე თამაში გსურს, მაგრამ ამავდროულად მოტივაცია გვაქვს.

ევროპა ლიგაზე ვთამაშობთ, ამიტომ სიამოვნება უნდა მივიღოთ. ასევე თასის ფინალი გვაქვს. არა მგონია, ვინმე ჩავიდეს "უემბლიზე" და ბედნიერი არ იყოს, არც ჩვენ ჩავალთ ასე, ვითამაშებთ.

ვიცით, რომ "საუთჰემპტონს" გარკვეული დრო ექნება დასვენებისთვის. წარმოდგენა არ მაქვს, ზაფხულს სადმე ლამაზ, სასიამოვნო ადგილას გაატარებენ თუ არა და ფინალისთვის სასიამოვნო ამინდში მოემზადებიან თუ არა.

ერთადერთი, ის ვიცი, რომ მათი მომდევნო მატჩი ფინალია, ჩვენ კი ამ პერიოდში სამი მატჩის ჩატარება მოგვიწევს. ამ ცივ ამინდში უნდა ვივარჯიშოთ და თანაც ცუდ მოედანზე, რადგან ცივი ამინდი მოედანს საერთოდ არ ეხმარება.

ასე რომ, იოლ მდგომარეობაში არ ვართ. თუმცა ამისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ, რადგან ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ, მნიშვნელოვან მატჩებს ვატარებთ",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: MU RED
14 თებერვალი 2017 09:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
შენ სულ ასე წუწუნებ ჟოზე მაგრამ მოედანზე რო გადიხარ ნამდვილი მონსტრიხარ და ამიტო მომწონხარ ძალიან არაფერს გამორიცხავს ეს კაცი. ისე წარმოიდგინეთ როგორი მანჩესტერი შემოაბრუნაა უკვე შიშისგრძნობა გაუჩნდა მოწინააღმდეგეეებს საღოლ მოუ მიდი დავგლიჯოთ ოლტრაფორდზე სრული სასტარტოთი გადიი და კომფორტული უპირატესობა გვინდა აი მერე უემბლიმდე ნახევარი გუნდი დაასვენეეე
0
№2
ავტორი: ikeoni
14 თებერვალი 2017 09:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Martla dzalian gadatvirtuli grafiki gvaq magram shemadgenloba gvadzlevs rotaciis sashualebas da unda ibzolon bolomde bichebma ❤️
0
№3
ავტორი: misteryou
14 თებერვალი 2017 10:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
Southamptoni araa zugdidis odishi..........unda gadavurbinot
0
№4
ავტორი: Phil Jones manchester
14 თებერვალი 2017 10:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
ციტატა: MU RED
შენ სულ ასე წუწუნებ ჟოზე მაგრამ მოედანზე რო გადიხარ ნამდვილი მონსტრიხარ და ამიტო მომწონხარ ძალიან არაფერს გამორიცხავს ეს კაცი. ისე წარმოიდგინეთ როგორი მანჩესტერი შემოაბრუნაა უკვე შიშისგრძნობა გაუჩნდა მოწინააღმდეგეეებს საღოლ მოუ მიდი დავგლიჯოთ ოლტრაფორდზე სრული სასტარტოთი გადიი და კომფორტული უპირატესობა გვინდა აი მერე უემბლიმდე ნახევარი გუნდი დაასვენეეე

სწორი ხარ

№5
ავტორი: stepno
14 თებერვალი 2017 10:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მაინც ტეხავს რაა რო ჩამოგვიტოვებენ არ მევასება ეს გამოტოვებული თამაშები. იმედია დაკარგავენ ქულებს ლიდერები.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
14 თებერვალი 2017 10:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
წესით ბლექბერნს მეორე შემადგენლობითაც უნდა მოუგონ, სოტონთან და სენტეტიენესთან უძლიერესი შეადგენლბა უნდა დააყენოს
0
№7
ავტორი: Phil Jones manchester
14 თებერვალი 2017 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
ციტატა: SANDROGRIGA
წესით ბლექბერნს მეორე შემადგენლობითაც უნდა მოუგონ, სოტონთან და სენტეტიენესთან უძლიერესი შეადგენლბა უნდა დააყენოს

ხო თან სენტ-ეტიენის თამაშებს ვუყურე და ტიპები მგარ ფორმაში არიან, თან პესეჟესთან გასვლაზე ფრე ითამაშეს
0
№8
14 თებერვალი 2017 15:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
მართლაც რომ ყველა თამშაში და ფეხბურთელი მნიშვნელოვანია,თასის თამაშებში მეორე შემადგენლობა
უნდა გამოიყვანოს. fellow
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№9
ავტორი: GeorgeBest
14 თებერვალი 2017 15:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბევრჯერ იყო შანსი მოგვეგო და გააგვესწრო რომელიმესთვის მარა უაზრო ფრეები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top