თბილისი:
მანჩესტერი:
13-02-2017, 18:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3140,
კომენტარები: 19
მოურინიომ ახსნა, თუ რატომ არ ათამაშებს შოუს
ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ლუკ შოუ მის გეგმებში ჯერ კიდევ შედის.
მოურინიომ ახსნა, თუ რატომ არ ათამაშებს შოუს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ლუკ შოუსთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ აქვს.

21 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში რეგულარულ სათამაშო დროს ვერ იღებს და პრემიერ ლიგაში 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ არ გამოჩენილა.

ლუკმა ბოლო მატჩი გასულ თვეში "უიგანის" წინააღმდეგ ინგლისის თასზე ჩაატარა, სადაც სრულად ითამაშა, მაგრამ ამის შემდეგ განაცხადშიც კი არ მოხვედრილა.

მიუხედავად ამისა, მოურინიო ირწმუნება, რომ ინგლისელ ფეხბურთელთან დაკავშირებით არავითარი პრობლემური დამოკიდებულება არ აქვს და ახსნა, თუ რატომ დატოვა იგი განაცხადს მიღმა.

"უნდა იშრომოს და მოიცადოს. მაგრამ შაბათს სათადარიგოთა სკამზე ერთი მცველის დასმა მსურდა და ეს მცველი ისეთია, რომელიც ერთზე მეტ პოზიციაზე თამაშობს.

დარმიანს მარცხენა მცველად ან მარჯვენა მცველად შეუძლია თამაში, თუ აუცილებელი იქნება, ცენტრალურ მცველადაც, ამიტომაც დარმიანი ავირჩიე.

ერთადერთი, იმის თქმა შემიძლია, რომ ლუკი კარგად შრომობს. მასთან არავითარი პრობლემა არ მაქვს. ბევრს შრომობს და იბრძვის, ყველაფერი რიგზეა"
, - განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
19 კომენტარი
№1
ავტორი: pgb
13 თებერვალი 2017 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
მალე მოიხოდება ეს ))) და შეუცვლელი გახდება 100 % მჯერა !!
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
13 თებერვალი 2017 19:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ველით შოუს დაბრუნებას :)
0
№3
ავტორი: ikeoni
13 თებერვალი 2017 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Darwmunebuli var micems shans da dziritadis ucvleli wevri gaxdeba ❤️
0
№4
ავტორი: MU RED
13 თებერვალი 2017 19:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
ზოზე შოუსაც ამხეცებს როგორც მხითოს და მარსოს გაუკეთააა
0
№5
ავტორი: JuanMata
13 თებერვალი 2017 19:59
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
კაი, ახლა დარმიანი ცენტრალურ მცვლად არ დააყენო.

შოუსაც მხითარიანი-მარსიალის გამოცდა ელის wink
0
№6
ავტორი: LASHQARA
13 თებერვალი 2017 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
თუ დაიბრუნა ძველი ფორმა დარწმუნებული ვარ შეუცვლელი იქნება და თუ ვერ დაიბრუნებს არც გვინდა რომ იყოს ძირითადში, ამის მთავარი პლიუსი სისწრაფეა და ეგ არ უნდა დაკარგოს love am
0
№7
ავტორი: Phil Jones
13 თებერვალი 2017 20:10
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეს და ფილ ჯონსი არიან იმენნა სტეკლოსგან გაკეთებულები და საშინლად ნიჭიერები, რამე უნდა მოუხერხონ ტრავმიანობას და მორჩა ეგ არის!!
0
№8
ავტორი: GeorgeBest
13 თებერვალი 2017 20:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან გაუგრძელდა სკამზე ჯდომა
0
№9
ავტორი: dybbuk
13 თებერვალი 2017 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
ციტატა: Phil Jones
ეს და ფილ ჯონსი არიან იმენნა სტეკლოსგან გაკეთებულები და საშინლად ნიჭიერები, რამე უნდა მოუხერხონ ტრავმიანობას და მორჩა ეგ არის!!

როცა მიდრეკილება აქვს ვერაფერს მოუხერხებ, ბადშტუბერი, ვან პერსი, როისი, რობენი, უილშირი, მენეზი, უოლკოტი და რავიცი კიდე რამდენი. შოუს ისეთი მძიმე ტრავმა ქონდა რო არაა გამორიცხული ვეღარ ითამაშოს უმაღლეს დონეზე, ფეხის მოტეხილობის მერე იშვიათი გამონაკლისი ფეხბურთელები თუ დაბრუნებულან ჩვეულ ფორმაში, 1 ბექემი მახსენდება ეგეთი, რაც დუშერმა გაუკეთა ესე მეგონა დამთავრდა მისი კარიერათქო. იმედია ეს პატარ ბიჭიც მოიხოდება, ძალიან რთულია ფსიქოლოგიურად, შიშის ფაქტორი თავისას შვება და ვერც გაამტყუნებ, ყველას არ შეუძლია ეგეთი ბარიერის გადალახვა. მანჩესტერი ყოველთვის გამოირჩეოდა იმით რო არ ყავდა ე.წ. ხრუსტალის ფეხბურთელები, პირველი ჯონსი იყო და დღემდე არ ეშველა ტიპს, ჩემი აზრით არც უნდა გააჩერონ ეგეთები გუნდში, მართალია წმინდა ჰუმანური კუთხით ცოტა დაუნდობლად ჟღერს, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეგრეა საჭირო, ან ჯადოქარი ფიზიოთერაპევტები უნდა გყავდეს შტაბში.
0
№10
ავტორი: zeg
13 თებერვალი 2017 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
Mourinios zogi dzaan zedmetad aqebs ma aseti zedmetobebi ukve zedmetia.GAVARTYI MAG CHEMISAS magisi portu cudad maxsovs
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top