თბილისი:
მანჩესტერი:
13-02-2017, 18:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2044,
კომენტარები: 6
U18: "იუნაიტედი" - "ნიუკასლი" 4-0
"იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდის მორიგი წარმატება.
U18:
18-წლამდელთა პრემიერ ლიგა / ჯ. დევიდსონ სტედიუმი / გოლის ავტორები: დირნლი 6, ბარლოუ 59, 67 (პ), 80

ეიდენ ბარლოუმ მეორეჯერ შეასრულა ჰეთ-ტრიკი "იუნაიტედის" 18-წლამდელთა გუნდში თამაშისას, ახალგაზრდებმა კი ჩემპიონატში მე-14 წაუგებელი მატჩი ჩაატარეს ზედიზედ და 4 გოლით მორიგი დიდი საშინაო გამარჯვება მოიპოვეს.

ბარლოუს სამმა გოლმა და ზაქარი დირნლის ერთმა ბურთმა კირენ მაკკენას გუნდს კომფორტული გამარჯვება მოუპოვა, რამაც ტოპ-ჯგუფში შეუნარჩუნა ადგილი, სანამ მომდევნო თვეში მეორე წრე დაიწყება.

"ჯ. დევიდსონ სტედიუმზე" ცივი ამინდი იყო, მაგრამ რობინსის შტაბმა შექება დაიმსახურა მოედნის საფარის კარგი მდგომარეობის შექმნის გამო.

სამხრეთ მანჩესტერში შუადღის უმეტეს ნაწილში თოვდა და როგორც კი გუნდებმა თამაში დაიწყეს, ძლიერი თოვა შეწყდა. ცხადი იყო, ფეხბურთელებს რთულ პირობებში მოუხდებოდათ თამაში, მაგრამ მასპინძელმა გუნდმა მოედნის სითეთრე არ შეიმჩნია და მატჩი ჩვეულ რიტმში დაიწყო.

ხოლო, თუ რა მოხდა მატჩში, ვიდეოს საშუალებით შეგიძლიათ ხილვა:



"იუნაიტედი": ფორტიჩეკი; ენერი, უორენი, დიუნი, კენიონი; ფელანი, ჰამილტონი; დირნლი, (სენგი 69), ბარლოუ (ერკოლანი 90), ბოჰუი (სპრეტი 83), ბარკერტი.

გამოუყენებელი ცვლილებები: ბარეტი, ჯონსტონ მ.
ვიდეოები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Temo-Mu
13 თებერვალი 2017 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
ახალგაზრდები აშკარად ყავს იუნაიტედს და ყავდა კიდევაც ამიტომ ეს ესფერო უფრო უნდა განვითარდეს. ძალიან ნიჭიერები არიან, ვინ იცის იქნებ მომავალში იუნაიტედის ლეგენდები გახდნენ
0
№2
ავტორი: ikeoni
13 თებერვალი 2017 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Ra tavdajerebuli bichia))sagol sagol
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
13 თებერვალი 2017 19:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ესენი მაგრები არიან, რეზერვები ვერ არიან ფორმაში
0
№4
ავტორი: GeorgeBest
13 თებერვალი 2017 20:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ესენი რა ხოდზე არიან winked
0
№5
13 თებერვალი 2017 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
პირველ გოლში რა პასი გაჩითა, 3d_5 10 ნომერი მაგარი ბიჭია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№6
ავტორი: stepno
14 თებერვალი 2017 05:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Sagool bichebs raa sagool
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top