ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, დარჩება თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედში" კიდევ ერთი წელი.
12-თვიანი კონტრაქტის მქონე შვედმა 20 გოლი უკვე გაიტანა "ოლდ ტრაფორდზე" ასპარეზობისას, სადაც დარჩენის სურვილის შემთხვევაში დამატებით ერთი წლის გატარების უფლება აქვს.
"უოტფორდთან" მატჩის შემდეგ შვედს "იუნაიტედთან" დაკავშირებული თავისი მომავლის შესახებ ჰკითხეს, რაზეც უპასუხა: "ჯერ არაფერი გადაწყვეტილა."
ზლატანს ამის შემდეგ ჰკითხეს, თუ რა იყო გარანტია იმისა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" შეინარჩუნებდნენ, გოლები და მატჩები თუ სხვა ფაქტორი.
"რაღაც მსგავსი. 100 გოლის გატანა მევალება! გახანგრძლივების ოფცია არსებობს, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. ჩემი მხრივ რას ვფიქრობ? მოვიცადოთ და ვნახავთ. ვნახავთ, რა მოხდება."